როგორც მოსალოდნელი იყო, რა

გუნდურში პირველ ადგილზე იაპონია გავა, მეორეზე-ბრაზილია. ბრინჯაოები კი ერგოთ უკვე საფრანგეთს და ს. კორეას.. გამორიცხული არაა, შემდგომ წლებშიც იგივე კომბინაცია ვიხილოთ კვარცხლბეკზე. ან შიგადაშიგ მონღოლებმა და რუსებმა შეანაცვლონ.
საფრანგეთი-რუსეთი მაგარი სისხლისმღვრელი ბრძოლა იყო. არ ველოდი, ასე სასტიკად თუ მოიგებდნენ ფრანგები. იგოლნიკოვი შემეცოდა-ყველა ბრძოლა მოიგო, მაგარ ფორმაშიც იყო. საინტერესოა, პირადში რატომ არ დააყენეს..
ჩვენებს რაც შეეხება- პაპინაშვილი არსადაც არ უნდა წავიდეს. თუ ვინმე გამოჩნდება კარგი, ამოაგდოს პირველი ნომრობიდან და ეგ იქნება. ჯერ-ჯერობით აკეთებს რაღაც შედეგებს პაპინაშვილი და რას ვერჩით, მაინცდამაინც იმიტომ, რომ მსოფლიოზე მედალი ვერ აიღო? დავუშვათ და, ბეგლარაშვილი რომ ჩაჯდეს მის ადგილზე, სადმე რამეს აიღებს? დიდი ეჭვია-ვერა. ჩხვიმიანი, ჩემი აზრით, ჩამოწერილია უკვე.
მარგველაშვილის გამოსვლა ცალსახად დადებითად შეიძლება შეფასდეს. მხოლოდ, უნდა გააგრძელოს წინსვლა.
შავდათუაშვილისაგან მე მეხუთე ადგილსაც არ ველოდი, ტრავმის გამო. მაგ კაცმა იცის, რასაც აკეთებს და რატომ...
რეხვიაშვილი, მისი ულამაზესი სტილის მიუხედავად, არის არასტაბილური და არასანდო ძიუდოისტი, ამიტომ, მწვრთნელებმა რაც შეიძლება, მალე უნდა ამოუყენონ გვერდში ვინმე დღევანდელი ახალგაზრდებიდან...
ღვინიაშვილის გამოსვლას მე უფრო ტრაგიკულ უიღბლობად შევაფასებდი და ვერც კარგს ვიტყვი მასზე და ვერც-ცუდს.. დავინახავთ შემდეგ ტურნირებზე, რას იზამს.
მარგიანი სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. აშკარაა მისი პროგრესი და შემდეგშიც უნდა გააგრძელოს..
ჭრიკიშვილის დაბრუნება კარგია, მხოლოდ, ჯერ ტაშის შემოკვრისაგან თავს შევიკავებდი. ვნახოთ..
ლიპარტელიანმა ახალ წონაშიც კარგად დაიმკვირდა თავი და რაც შეეხება წაგებულ ფინალს, რა ვიცი..... ჩემი აზრით, ეგ მაგაზე უკეთეს შედეგს ვერ მიაღწევს. ფაქტია, რომ 10 წლიანი კარიერის მანძილზე მუდმივად უჭირს ფინალის ჭიდაობა და მუდმივად აგებს იაპონელებთან. ყველა იაპონელთან უარყოფითი ან ნულოვანი ბალანსი აქვს-ნიშიამასთან, ბეიკერთან, იოშიდასთან, ახლა უკვე ვულფთანაც... ამის მიუხედავად, ფაქტია, რომ უკვე მეხუთე სეზონია, მსოფლიოს 4 საუკეთესოში ტრიალებს და ეს დიდად დასაფასებელია. მით უმეტეს, 100კგ-ში მსოფლიოს ბოლო მედალი 2011 წელს ჰქონდა საქართველოს.
ადამა-ჩემი აზრით, ვერ გაამართლა გამოცხადებული ნდობა, ვერანაირად.
თუშიშვილი-მაგარ ფორმაშია, მაგრამ ცოტა სერიოზულობა აკლია. მაქსიმუმზე ორიენტირდება და მინიმუმსაც ვეღარ აკეთებს. ამის მიუხედავად, კარგ გზაზე დგას და იმედია, ასეც გააგრძელებს.
მწვრთნელების მუშაობას ამ ეტაპზე დადებითას შევაფასებდი, მაგრამ რეზერვის შევსებაზე უნდა იფიქრონ აუცილებლად... ეს საჭიროა როგორც კონკურენციის შესაქმნელად, ისე შემადგენლობის შევსებისათვის.. 73-ის უყოლობის გამო რომ 66-ის ხალხს აჭიდავებ გუნდურში, ვერაა კარგი საქმე.. 60-შიც პაპინაშვილი უკვე ასაკში შედის და მუდმივად ხომ ვერ იჭიდავებს. უნდა მიხედონ ამ საქმეს აუცილებლად.
გუნდურში შანსი არ გვექნება კიდევ რამდენიმე წელი, სანამ გოგონების პრობლემა არ გადაიჭრება. ამაზე უკვე დავწერე ზემოთ.
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!