ძალიან დამენანა ზოიძე, ყველაზე მეტად იმათ შორის ვინც ბრინჯაო ვერ აიღო.

ნიჭიერი, გამბედავი და ილეთების გამკეთებელი მოჭიდავეა, თან ყურები არ ჰქონდა ჩამოყრილი, შემართული გამოვიდა დღესაც. ასეთი სპორტსმენები ჭირდება ბერძნულ-რომაულს და მშვენიერი სახეობაა. ტაქტიკურად არ იყო განსწავლული, მწვრთნელის დონეც ჩანს რაცაა - „ბიჭო მომისმინე აქეთ“.
უმედლოდ არ უნდა დარჩენილიყო პირველი ორი შეხვედრის მერე ზოიძე. გობაძემ როგორ წააგო ასაკალოვთან, რომელიც მერე უშანსოდ გამოვარდა, თან როგორც გამოჩნდა ვისთანაც წააგო ისიც დიდი ვერაფერი იყო. მოკლედ ქაჯაიას ვერცხლის გარდა, აქ კიდევ 1 მედალი უნდა ყოფილიყო, ხოლო გობაძეს ბრინჯაოსთვის მაინც უნდა ეჭიდავა - იქ გამოჩნდებოდა. 2016-ში მართლა ძალიან სუსტი შემადგენლობით გამოვედით ბერძნულ-რომაულში, არავის არაფრის შანსი არ ჰქონია ბოლქვაძის გარდა. ტოკიოში ბევრად მეტი რესურსი გვქონდა, 4-დან 3-ს შეეძლო მედლის გაკეთება. უკეთესი მწვრთნელი, უფრო პროფესიონალური მიდგომა და კარგი შედეგი დაიდებოდა, რაც ძიუდოში გაკეთდა ისაა საჭირო ჭიდაობაშიც. უკეთესი ფედერაცია, უფრო სერიოზული მუშაობა და რუსეთ-ირანთან ტოლ-სწორად შეგვეძლება ბრძოლა.
პ.ს. იმედია თავისუფლები დადებენ 2 მედალს, 1 გენო, 1 კენჭაძე-ოდიკაძისგან ერთ-ერთი. კენჭაძის მეტი იმედი მაქვს რთული ბადის მიუხედავად, ვიდრე ოდიკაძის.
პ.პ.ს ტამაშ ლორინცი რა როჟაა, 2012-ში მაგან არ გამოაგდო ცხადაია? ახლა კიდევ გამოვიდა და ოქრო აიღო, მთლად ლოპესი ვერა, მაგრამ ეგეც ლეგენდაა ბერძნულ-რომაულის. 2024-ში არ გამიკვირდება პარიზშიც გამოვიდეს. ცხადაია 2012-ის მერე დასრულდა, არადა უნიჭიერესი იყო.