საინტერესო მოჭიდავეა პეტრიაშვილი ჯუნიორი, მარა ვნახოთ. შეიძლება ვერც გადავიდეს 125-ში, ჯერ მაინც. გენოზე სადღაც 10-12 სმ-ით დაბალია. ჯერ კიდე 2 წელი უ20 უწევს, ჯერ მაინც მოიგოს ოქრო, 17 წლისაა.
-----
სადღაც 2 კვირაში არის მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობაში, სამივე სტილით.
ცოტა უფრო დეტალურაც მერე დავწერ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ბოლო წლების ერთ-ერთი უსუსტესი გუნდია, ორივე სტილში (კაცები). თავისუფალს რაც ეხება, ლიდერები არ არიან - პეტრიაშვილი გენო ინტელექტუალური საქმიანობითაა დაკავებული

ხოლო ავთო კენჭაძე (შარშანდელი ჩემპიონი) რამდენადაც მესმის დროებით ჩახსნილია დოპინგის გამო (ან 3 ჩაგდებული ტესტის - მცოდნემ თქვას). სადღაც 2-3 მედალი, ისიც ოქრო არც ერთი. არის შანსი რომ 0 მედალი ავიღოთ თავისუფალში. მარა გამყრელიძეს ოკ ბადე აქვს და ან 2 ან 3 იქნება მგონია თუ ფორმაშია.
ბერძ-რომაულშიც ნაკლებად ვერკვევი მაგრამ აქაც ქაჯაია დისკვალიფიცირებულია, ლერი აბულაძეს მოკლებული აქვს და დანარჩენიც არ უქნია ღმერთს.
მერე ბადეები რო იქნება დავწერ