v1ikingჯიესპისთვის სილვა მიეცათ?

სილვას ჯონსის არ იყოს სახელი აღარ აქვს უკვე დოპინგების გამო, ეგეც ორჯერ ჩავარდა და ამას + ჯიესპი სილვასთან პირდაპირი გაგებით არ იკადრებდა შეხვედრას და სწორის იქნებოდა
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო და + 10 წლის დაუმარცხებელი ჩემპიონი ბრუნდება და ვის უნდა შეხვდეს დღეის მდგომარეობით უკვე სრედნიაკ და დოპინგებზე ჩავარდნილ ყოფილ ჩემპიონს? მაგას რომელი თავმოყვარე ტიპი დათანხმდებოდა
სადაც დაბრუნდებოდა ჯიესპი იქ დაეტაკებოდა ქამარზე ჩემპიონს და ამ შემთხვევასი ეს აღმოჩნდა მიდლის წონა, ამასთან ერთად ჯიესპის შემდეგი ბრძოლა უიტაკერთან ექნება ეს კონტრაკტში უწერია ჯიესპის, თუ დანამ და მაგან რაიმე არ შეცვალეს კონტრაკტით უიტაკერთან ჩხუბი ეკუთვნის და თვითონაც მზადაა ამისთვის იცოდა ანუ თავიდანვე
მე ადრეც დავწერე ერთ-ერთი უსაყვარლესი მოჩხუბარია ჩემთვის ჯიესპი და ამ ასაკში არ მინდა ახალგაზრდა უიტაკერს შეხვდეს, უბრალოდ იმიტო რო ასაკში დიდი სხვაობაა და უფრო მეტი პრობლემა ისაა რო ჯიესპისთვის ეს წონა დიდია და ეს ეტყობოდა მუცელზეც, გდებას უიტაკერს ვერავინ უკეთებს და აქედან გამომდინარე დგომში ჯიესპი დაიჩაგრება კარდიოში ასაკის და წონის გამო
უნდა დაიკლოს და ჩავიდეს ველტერში, იქ სხვანაირი ჯიესპი იქნება, ბევრად სწრაფი მოქნილი სხარტი როგორიც ადრე იყო ისეთი ვეღარ იქნება მაგრამ იმასთან ძალიან მიახლოებული იქნება
უიტაკერი ამ ეტაპზე არა მგონია ვინმესთან დამარცხდეს, მაგას პარტერში ვერავინ გადაიყვანს და დგომში უბრალოდ ყველას 1 თავით ჯობია, ყველაზე მაღალი დარტყმის რეიტინგი აქვს ჯერ მარტო საშუალოდ წუთში 6 დარტყმაზე მეტს აკეთებს რაც მიდლში არავის აქვს მსგავსი, მერე სიზუსტე და + ძალიან მაგარი კარდიო
ეგ ეხლა რო შეხვდეს როკჰოლდას მიანოკაუტებს და ვაიდმანს ბევრად უფრო ადვილად მინოკაუტებს, მიდლში ვინცაა საუკეთესო პარტერისტები ეხლაც და ზოგადად მიდლის ისტორიაში ვერც ერთმა ვერ შეძლო მაგის წაქცევა, უამრავგზის მსოფლიო ჩემპიონმა და ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჯიცერმა ჯაკარემ და ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონმა და ოლიმპიური ვერცხლის მფლობემა რომერომ, ამათზე მაგარი გრაპლერი,პარტერისტი მიდლის არავინ ყოფილა სხვა და ორივემ ფეხები მოჭამა
დგომში კიდე ცალსახად აღემატება როკჰოლდსაც ( რომელიც დგომში ბრანჩთანაც დაიჩაგრა საკაიფოდ) და ვაიდმანსაც
მიდლის დივიზიონის სხვა მებრძოლებიდან უიტაკერი N2. ბისპინგს უბრალოდ დაანოკაუტებს, N3. რომეროს უკვე მოუგო, N4. როკჰოლდსაც ჩემი აზრით მინიმუმ დისიჟენით მოუგებს, N5. ჯაკარეს მოუგო, N6. ვაიდმანსაც მოუგებს, N7. ბრანსონს მოუგო, N8. სპიდერ სილვაზე აღარ ვლაპარაკობ ასაკშია ეგ, N9. გასტელუმთან ძალიან საუნეტერსო ბრძოლა იქნება, აი მანდ იქნება როვნი, გასტელუმიც სტრაიკერია და თან ამტანია საკმაოდ, ორივე დგომის მებრძოლია და მანდ არ ვიცი რა იქნება
N10. ბრანჩაც ასაკის გამო მოუგებს მინიმუმ, N11. ურაიას მოუგო, N12. ბელფორტზე აღარც ვსაუბრობ უკვე, N13. იოტკოზე რა უნდა ვთქვა საერთოდ ბრანჩთან და ჰალლთან წააგო, N14. მაჩიდაზეც ანალოგიურად კო, და ბოლოს N15. ბრაზილიელი კოსტამ აი მანდაც არ ვიცი რა იქნება, კოსტა ფიზიკურად უზარმაზარი ტიპია, ეგ რო მიდლის წონით არ ჩხუბობს ფაქტია წონას აბარებს და მინიმუმ ლაითჰევის წონით გამოდის მერე იმხელა გაბარიტები აქვს ტიპს
ასე რო რეალურად უიტაკერის ამ მოენტისთვის წინააღმდეგობის გამწევი მე მგონია გასტელუმი სტრაიკინგის გამო და წინააღმდეგობის გამწევი და მომგები ეგ კოსტა გაბარიტების და დარტყმის სიძლიერის გამო, თუმცა კოსტამ ჯერ სხვებს უნდა მოუგოს რო გამოჩნდეს ვინაა, იგივე როკჰოლდს დაეტაკოს