Hightechsორივე გადაფასებულია.
აი სპენსს ვინ ჰყავს კარგი დამარცხებული. ბრუკი ჰა, ისიც გოლოვკინთან მარცხის შემდეგ ვერ იყო რეაბილიტირებული.
ლამონტ პეტერსენი კარგი მოკრივეა, მაგრამ ჩაიარა მაგის დრომ კარგა ხნის წინ.
და მითები რო დადის, რო სპენსმა მეივეზერს თვალი ჩაულურჯა სპარინგზე, ბრონერი ატირა და ა.შ.
ხო იყო უაილდერზეც მსგავსი მითები, დაანოკაუტა ფიური პირველ სამ რაუნდში, როგორც ვარაუდობდნენ ამერიკელი "ექსპერტები"?
მაიკი გარსია რომ ფიზიკურად ოდნავ დიდი იყოს საერთოდ არ შემეპარებოდა ეჭვი მაგის გამარჯვებაში.
სპენსი მაგრად მაგონებს ჯეფ ლესის.
ეგეც მსგავსი აღნაგობის იყო, ეგეც ძლიერი პანჩერი იყო, სტილითაც ჰგვანან. მაგასაც IBF ქამარი ჰქონდა, ოღონდ დივიზიონები არ ემთხვევა.

კალზაგის რომ შეხვდა უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა, აღარ დატოვებს არაფერს ჯოსგანო ბევრი ამბობდა.
საპასუხოდ ჯოსგან 1000-ზე მეტი ფანჩი მიიყო, ყველა რაუნდი წააგო და მაგრად გაილახა. მაგის მერე ვეღარც წარმართა კარიერა და ყველა მნიშვნელოვანი ბრძოლა დათმო.
ბრონერიც იგივე ისტორიაა, სიუჟეტის მხრივ.

ჰოდა, ამერიკელებმა მაგრად იციან გაპიარება.
აი ჩარლოებიც რამდენს ლაპარაკობენ და საუკეთესო მოკრივე რეზუმეში ორივეს ოსტინ ტროტი ჰყავს.
არადა კანელოს ითხოვენ. ბოლო ბრძოლები როგორც ჩაატარეს, რავი მექსიკელთან თუ ეგრე გავიდნენ კარგი არაფერი მოუვათ.
ცალკე კიდევ ჯერვონტა დევისი. ტიპი 24 წლისაა და წელიწადში 1-ხელ ბრძოლობს.

ჰო იასნად სულ featherweight-ებს ეჩხუბება, სერიოზული მეტოქე მაგას არ ჰყოლია ჯერ, კაი მაქსიმუმ პედრასა და ლომაჩენკოსკენ იწევს.
ახლა ხვდება აბნერ მარესს და ვნახოთ რა შეუძლია.
This post has been edited by weasel on 27 Dec 2018, 18:04