კაი ახლა.
კლიჩკო არ იყო მოკრივე? ერთი ნორმალური დარტყმაც რომ ვერ დასვა ფიურიზე?
ფიური მაგრად მოძრაობს, გამძლეა და დიდია ტანით.
უაილდერი მართლა არაა მოკრივე, მაგრამ ძალიან მაგრად ურტყამს და ჰა.
რამდენიც არ უნდა იძახონ ჯები არ იცის და კრივთან ახლოსაც არ დგასო, ფაქტია, ვისთან ერთადაც არ უნდა იდგეს რინგზე, დღესდღეობით, საკმაოდ დიდი შანსი ექნება მოგების, თავისი მარჯვენა ხელის წყალობით. და კიდევ ერთი პლიუსი რაც აქვს, ყბა უვარგა. ორტიზთან და ფიურისთანაც დამტკიცდა ეს მგონი.
ჰოდა, ჯოშუა ამ ორთან არც ისე ფავორიტია.
დანარჩენები კიბატონო, ამ სამს შემდეგ დიდი უფრსკულია.
უაიტი დგას თითქოს ყველაზე ახლოს, ნორმალური რეზუმე აქვს, რაღაც სქილებიც მოეპოვება, მაგრამ დარწმუნებული ვარ შანსი არ აქვს ამათთან.
ორტიზი იყო და გაფანტა მასზე ეჭვები უაილდერმა.
ჯო ჯოისის არ მჯერა, არაფერი განსაკუთრებული.
მილერი უბრალოდ მსუქანია და უპრობლემოდ გადაუვლის ჯოშუა.

კოვნაცკი რავი, ჯერ ერთი პატარაა ტანით, მეორეც საშინლად ნელია და სწორხაზოვანი.
დანარჩენები: პოვიეტკინი, ბრიზეილი, ჰიუჯი ფიური, ჰანდერი, ჩიზორა - ჩამოწერილი ხალხია.