ფიური, უაილდერი, უსიკი - არცერთთანაა ჯოშუა უპირობო ფავორიტი
50%-50%-ზე ფიურისთან, ჩემი აზრით
გამძლეობა აქვს ფიურის, ძალიან მაგრად გადაადგილდება, დიდია. უაილდერმა ვერ დაანოკაუტა და კლიჩკომ ვერ მოუგო ქულებით.
რაც არ უნდა კარგ ტანზე იდგეს ჯოშუა და რაც არ უნდა კარგი რეკორდი ჰქონდეს, ფიურის სტილი მისთვის ძალიან უხერხულია.
70% - 30%-ზე უაილდერთან
ფიურისთან შედარებით მეტს გაუშვებს ჯოშუა უაილდერისგან, სავარაუდოდ და მისი გამძლეობაც დაიტესტება.
უაილდერი ცუდი მოკრივეა, მაგრამ ორი რამე აქვს, რის გამოც მინიმუმ 30%-ს ვაძლევ: გამძლეობა და დარტყმა, ნებისმიერ მომენტში შეიძლება დააწვინოს მეტოქე.
60% - 40%-ზე უსიკთან, გაბარიტების ხარჯზე ისიც

უსიკი მასტერია, ძალიან ჭკვიანი, დისციპლინირებული, ძლიერი ფსიქოლოგიის მოკრივეა. ძალიან აკურატული, ძალიან მაგრად მოძრაობს.
წარმოუდგენლად ტექნიკურია უსიკი. უბრალოდ, ჯოშუასთან შედარებით ტანით პატარაა და მძიმეში ჯერ გამოცდილება არ აქვს.
ასე მგონია მე.
უაიტებთან, პარკერებთან, პოვეტნიკებთან და მეორე სორტის მძიმე წონოსნებთან უპირობო ფავორიტია ჯოშუა.
აგერ ივნისში თუ ივლისში მილერსაც უპრობლემოდ გალახავს.