არ მინდოდა დამეწერე განხილვა, სანამ 8-9ჯერ არ ვნახავდი ბრძოლას თავიდან ბოლომდე....
დააა... საიდან დავიწყო:
,,fat man beat ya'' - ნაწილი მეორე, გერმანიაში აღარ - უკვე ამერიკაში და მთავარ როლებში ფიური და კლიჩკოს ნაცვლად, ჯოშუა და რუიზი.
დავიწყოთ იქედან რომ ჯოშუას არასოდეს ვაფასებდი იმ დონის მოკრივედ რომ მეგონა საუკეთესო იქნებოდა საუკეთესოთა შორის, მიზეზები მიწერია აქაც წინა გვერდებზე და მოდი ობიექტურადაც გადავხედოთ ჯოშუას:
დავიწყოთ ყბით/დარტყმის ატანით:
შეირყა ყბაში დარტყმით, დილიან ვაითთან მეორე რაუნდში... აღიდგინა თავი, დილიანმა დააცადა იმიტომ რომ დილიანი იდიოტია და წააგო მაგის გამოც.
მოჯდა კლიჩკოსთან ბრძოლაში კარგი დარტყმისგან ყბაშში... იყო თრაბელში კლიჩკოს მარტივი მაგრამ ზუსტი ჰუკისგან ყბაში.... ჯოშუამ მოიგო ბრძოლა რეალურად გავარდნით... და კლიჩკოს ასაკი ფიგურირებდა, კლიჩკოს სხვანაირი სტილი კრივთან (მითუმეტეს ემანუელ სტიუარდი რაც აღარ ყავდა მის მერე).
ამათ გარდა სად ვნახეთ რომ ჯოშუას ყბაში/თავში რამე სერიოზული/ზუსტი მოხვდა და აიტანა? (ჯები და მიწვდენილი სუპერმენის დარტყმა ჰაერში - არ იგულისხმება)
არსად...
ჩარლზ მარტინი - უყურებდა არაფერი გაურტყია.
ბრიზილი - ჩვეულებრივი ბომჟია, რომელიც ტოპ 10-15ში უნდა იყოს და უფრო ზემოთ მყოფები გატესტოს... ეგეთი ტექნიკით ჯოშუას ვერაფერს გაარტყავდა და ვერც გაარტყა.
ერიკ მოლინა - არაფერი გაურტყია თავში ჯოშუასთვის
ტაკამი - არაფერი გაურტყია სერიოზული/ზუსტი თავში ჯოშუასთვის, ამტანობაზე იდგა და იდგა.
პარკერი - უკანა ქუსლით დარბოდა და გაურბოდა ჯოშუას, არაფერი მოხვედრია ამ ბრძოლაში ჯოშუას.
პოვეტკინი - რაღაცეები მოარტყა და ოდნავ შეარყია კიდეც, მარა რუსული უროა, იქნევს - ბლოკშიც რომ მოხვდეს არ აინტერესებს, შეტევის ტექნიკა 0.
რითი იგებს ჯოშუა: (ეს დამიწერია წინა გვერდებზეც)
მაღალია, წონიანია, მძიმე ხელები აქვს... --------> დაადაბლე, ეგ კუნთები აახიე და ჩვეულებრივი ნაგავი მოკრივეა ჯოშუა, არაფრით გამორჩეული ტოპ 15-ისგან.
არც დიხანია აქვს კარგი, არც ფანჩის ატანა აქვს კარგი და არც კრივის ტექნიკა/IQ.
ჯოშუა დიდად გავაკრიტიკე პარკერთან ბრძოლაში... როცა პარკერს ეშინოდა უკანა ქუსლზე დარბოდა და არაფერ საფრთხეს არ წარმოადგენდა ჯოშუასთვის.... საქმე იმაშია რომ ჯოშუას რომ ქონოდა ოდნავ ტექნიკა და ჯების გამოყენება ცოდნოდა როგორც კლიჩკომ იცოდა ან ლენოქს ლუისმა, ჯოშუას ეგ ბრძოლა ნოკაუტით უნდა მოეგო.
მაქედან დავინახე კიდევ ერთხელ რომ ჯოშუა უბრალოდ დიდი მასაა და კრივის ტექნიკა არავითარ მაღალ დონეზე არ აქვს.
და რამდენი ხანი მოიგებ მაგ შენი დიდი მასით და მძიმე ხელებით ბრძოლებს?! ეს ადრე თუ გვიან გამოჩნდებოდა და აი გამოჩნდა კიდეც.... უბრალოდ მე არ ველოდი რუიზისგან ამას... მეგონა ვაილდერთან გამოჩნდებოდა ან ფიურისთან ან ვინმე სხვასთან...
არავინ იფიქროს რომ რუიზი მაგარი მოკრივეა ან რაიმე წინააღმდეგობას გაუწევს ვაილდერს ან თუნდაც ფიურის... - რუიზმა მოიგო ეს ბრძოლა იმიტომ რომ რინგზე ჯოშუასთან იდგა... ადამიანთან რომელსაც სუსტი ყბა აქვს და არავითარი ტექნიკა გამოიყენოს თავისი გრძელი ხელები, დაჯდეს ჯაბზე, დაღალოს დაბალი მოწინააღმდეგე დისტანციიდან მუშაობით და დაანოკაუტოს....
რა გამოადგა ამ ბრძოლაში რუიზს? ნორმალური ძალა ხელებში, ნორმალური ცონდა კონტრ დარტყმების, გამძლეობა ცოტა თავისთავად და რაც მთავარია - გამბედაობა.... გამბედაობა - რაც არ ქონიათ არც მშიშარა პარკერს რომელიც სულ უკან გარბოდა, არც ტაკამს რომელსაც ხელები თავზე ქონდა მიკრულის და არც ბევრ სხვას...
-ვაიმე ჯოშუა სუპერ ჩემპიონია
-ვაიმე ჯოშუა რამხელაა 112 კგ 2 მეტრა დაკუნთული
-ვაიმე ჯოშუამ თუ გამარტყა მკვდარი ვარ
ამ სახეების მქონდე ჯოშუას მოწინააღმდეგეები...
რუიზს რაც ეტყობოდა სახეზე მთელი ჩხუბის განმავლობაში - I don't give a f*ck, who you are or how tall you are - მიდიოდა დარტყმების გაცვლაზე (!) და რაც მოყვა დარტყმების გაცვლას კი ვნახეთ... უფრო მაღალი აიქიუს და კრივის ტექნიკის მცოდნე რუისმა დააგდო უფრო დაბალო აიქიუს და კრივის ტექნიკსი მცოდნე ჯოშუა. - ესააა მთელი ჩხუბი მოკლედ და კონკრეტულად.
წარმატებები რუიზს, პირველი მექსიკელი მძმეწონოსანი ჩემპიონი

და ეხლა ბევრს შეექმნებოდა წარმოდგენა რა მოუვიდოდა/მოუვა ჯოშუას თუ შეხვდება ვაილდერს ან ფიურის. (ფიურის განსაკუთრებით)
ჰო და კიდევ ერთი:
ბევრი კომენტარები შემხვდა ხალხისგან სადაც იძახიან რომ დადგმული იყოო, ტოტალიზატორში ფული მოჭრესო, სპექტაკლი იყოო - აი ასეთი ხალხი მგონია რომ აზრზე არ არიან კრივის პოლიტიკის.
როგორ ფიქრობთ, მეივეზერი დებილი იყო რომ ეგრე არ მოიქცა და არ წააგო? იმხელა კუშები ქონდათ მეივეზერის მოწინააღმდეგეებს, მეივეზერს მთელი თავის ქონება რომ მათზე დაედო 1 ჩხუბში და წაეგო, ეხლა ნომერი პირველი მილიარდელი იქნებოდა მსოფლიოში

ადამიანი ჯოშუა, რომელიც იყო #2 ადგილზე ყველაზე შემოსავლიან მოკრივეებში და #1 კანელოს ედრებოდა შემოსავლებში, ასეთ სპექტაკლს არასოდეს დადგავდა... და უამრავი მაგალითი შემიძლია კიდე მოვიყვანო რატოც არ მოიქცეოდა ასე.
უბრალოდ აღარ განვავრცობ, საკმარისი ვწერე მგონი