არადა რა იმიჯი ჰქონდა გოლოვკინს შექმნილი? კატოკივით უვლის ყველას რინგზე, ნოკაუტ ოსტატიაო.
ბოლო სამ ბრძოლაში კარგად გამოჩნდა რა არის და რა არა.
საშუალო დონის მეტოქეებთან მართლა ნოკაუტ მასტერია, აი ჯეიკობსთან და კანელოსთან ორჯერ მაგრად გაუჭირდა მაგ მხრივ.
აი საერთო ჯამში ხო კანელო უფრო კარგი მოკრივეა ვიდრე ეგ?

გოლოვკინს მართლა არაადამიანური ყბა და მძიმე ჯები აქვს. რაც აქვს ვერ წაართმევ.
კანელომ უკეთ იცის კრივი, უფრო ტექნიკურია, უფრო კარგი დაცვითი უნარები აქვს.
აქ გამოჩნდა რომ მაგასაც არანორმალური გამძლეობა აქვს, რამდენი დარტყმები აიტანა და უკანაც საკაიფოდ აბრუნებდა.
ისე, არ მახსოვს რომელი მოკრივე ამბობდა, ამას წინათ ვუსმენდი, რინგთან ნანახი და ტელევიზორში ნანახი ბრძოლა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან, შეფასების პონტშიო. ძალიან სხვანაირად ჩანს იქ ყველაფერი, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილიო. ჰოდა, ასეთ თანაბარ ბრძოლაში ძაან გასაკვირიც არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, თუ იმას გავითვალისწინებთ რომ კანელოს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ისედაც დაუპადერშკებდნენ მსაჯები.
ისე, აი ჩესნად, პირველ ბრძოლაში ადელაიდ ბირდს რომ იმხელა სხვაობა არ დაეფიქსირებინა და კანელოსთვის მიეცა გამარჯვება, ოღონდ მცირე სხვაობით ამდენი ამბავი არ ატყდებოდა მაშინ. იმიტომ რომ ფრე რაღაც გასაოცარი არ ყოფილა მანდ.

საბოლოო ჯამში, ორივე ბრძოლა, განსაკუთრებით მეორე, ძალიან კარგი სანახავი გამოვიდა, უმაღლესი კლასის მოკრივეებით. მე ძალიან ვისიამოვნე.
This post has been edited by weasel on 17 Sep 2018, 23:26