ჰო, აშკარად ###ზე ეკიდა, ისე დაარტყა.
ძალიან კი მოუმატებია წონაში, 75-ზე ნაკლები არ იქნება ეგ.
მაგრად მინდა გარსიამ მოუგოს.

ძალიან გადაფასებულია სპენსი, ასე მგონია.
არავინ დაუმარცხებია ჯერ ისეთი. ბრუკი დაამარცხა, რომელიც გოლოვკინმა სცემა ერთი ბრძოლით ადრე, სერიოზულად.
ნუ პეტერსონი დაამარცხა, კარგი მოკრივეა პეტერსონი, მაგრამ ჩავლილია მაგის მატარებელი, რახანია.
ოკამპო და ალჯერი დიდი ვერაფერი.

მიუხედავად ზომაში სხვაობისა, მჯერა რომ თავისუფლად შეუძლია მაიკის მოგება.
კოვალევიც მძიმეწონოსანივით ურტყამდა და ხალხს რინგიდან ცემის გარეშე არ უშვებდა, მაგრამ ერთი შეხედვით მსუბუქი დარტყმის მქონე ვორდმა გააჩერა, ორჯერ თანაც.
იგივე გასიევი-უსიკი.
იგივე მოუვა უაილდერსაც, ფიურისთან, დარწმუნებული ვარ ამაში.
აი მაიკიზე არ ვიცი, უბრალოდ მინდა რომ მოიგოს. საინტერესო ბრძოლაა ისე. ვისურვებდი თურმანს ან კროუფორდს შეხვედროდა, მაგრამ გარსია პფპ ვარსკვლავია და მაინც ძალიან კარგი სანახავი იქნება ეგ ორი.
თუ მოიგო დიდი ალბათობით მომავალი hall of fame-ერია
This post has been edited by weasel on 18 Nov 2018, 03:36