ფიური ვაილდერზე, გამოცოცხლდეს ეს თემა
მოგვადგა კარს 1 დეკემბერი და ჩემი აზრით წლის ბრძოლა
რავიცი, რა პროგნოზი აღარ გამიკეთებია და რა ფრეების ტოტალიზატორების ბილეთები არ დამისვია ამ ფორუმზე, მაგრამ ეს ერთადერთი შემთხვევაა როცა ვერანაირად ვერ დავდებ ვერცერთზე ფულს, სულ გადასაგდებად რომ მინდოდეს მაინც.
ყველაზე გამოუცნობი ბრძოლაა ამ წელს ჩემი აზრით...
ტვინი მეუბნებოდა ვაილდერს - და აღარ მეუბნება. რთულია ბრძოლაზე სადაც ფიური მონაწილეობს რამე თქვა. შემეძლო მეთქვა თავიდან, როცა ფიურის ბოლო ბრძოლის ფორმა ვნახე და არ მომეწონა მაინც და მაინც, თუმცა ის ფორმა დიდი ხანია აღარ აქვს რაც ბოლო ბრძოლაში აჩვენა, უფრო მეტიც - არ ვიცი ტვინის თამაშებს მივაწერო თუ მართლა ასეა (ალბათ ვერც ვერასოდეს გავიგებთ) როცა ფიურიმ კომენტარში ისიც დაამატა რომ უნდოდა ეს ბრძოლები ზუსტად ასე ჩაეტარებინა, არ აჩვენა თავისი 100%, რადგან იცოდა რომ ვაილდერი მხოლოდ ისეთებს ირჩევდა, ვისთანაც ფიქრობს რომ მოგება შეუძლია, შესაბამისად ფიუროს დაბალი პერფომანსი იმის მანიშნებელი იყო რომ ვაილდერი ამ ბრძოლას აიღებდა.
ამას რომ თავი გავანებოთ და ტაისონის ტვინის თამაშებს მივაწეროთ, დიდი ხანია არ მინახავს ადამიანი, რომელიც ასეთი მოტივირებულია რომ მოიგოს ბრძოლა, რა ფორმაში იყო სხეულის ფიზიკურობაზე ვსაუბრობ - და რა ფორმაში ჩადგა. მისი ინტერვიუები ბრძოლის წინანდელ მუჰამედ ალის ინტერვიუებს მაგონებს, არ ვგულისხმობ ტიპაჟს და გამოთქმებს, ვგულისხმობ მხოლოდ იმას, რამხელა მიდრეკილებით და სულისკვეთებით საუბრობს რომ ამ ბრძოლას მოიგებს... რაც არ უნდა იყოს, მოიგებს და მორჩა. კლიჩკოსთან პრესკონფერენციების გამახსენდა, იგივენაირად პირდებოდა - არც ქამრები მაინტერესებს და არც სხვა რამეო, მე მაინტერესებს რომ შენ მოგიგოო. მოუგო.
ვაილდერი ნორმალური მოკრივეა და კარგი ფანჩერი, რომელიც საშიშია მთელი 12 რაუნდი... ორტიზის მაგალითი რომ ავიღოთ... მეშვიდე რაუნდის მერე მაგხელა ძალას თუ ისევ იპოვიდა ვაილდერი თავის თავში რთული წარმოსადგენი იყო.... ასე რომ სულ რომ ძირს აკოტრიალო პირველ ხუთ რაუნდში ვაილდერი, შეიძლება ადგეს, მოიხოდოს და დაგანოკაუტოს მეათესკენ.
ისიც ავიღოთ რომ რამდენად დიდია ტაისონ ფიური, მაგ სიმაღლის, მაგ ტანის და რაც მთავარია მაგ მოკრივის IQ-ის მქონე მოკრივეს (ეს სამივე ერთად აღებული) ვაილდერი არავის შეხვედრია. კი ფანჩერი ხარ, მაგრამ უნდა მიწვდე და კარგად უნდა მიწვდე მაგ ზომის გაბარიტების ადამიანს რომ დაანოკაუტო. სტივ კანინგემის მაგალითზე ვერანაირად ვერ იმსჯელებ რომ ფიურის შუშის ყბა აქვს ან სუსტი ყბა აქვს... ის სხვა დრო იყო, სხვანაირი დარტყმა იყო და სხვა კუთხიდან იყო, რომლითაც შეიძლებოდა ნებისმიერი მძიმე წონოსანი ძირს აღმოჩენილიყო... მაგრამ ყველას გვახსოვს რომ მშვიდად ადგა. ასე რომ ტაისონ ფიურის ყბა და თავდაცვა ნორმალურ დონეზე აქვს... და ნამდვილად არ იქნება ადვილი სამიზნე ვაილდერისთვის. მითუმეტეს არ გამოგვრჩეს ის ფაქტი რაც ტედი ატლასმა და კიდევ ბევრმა კრივის ექსპერტმა შეამჩნია ვაილდერს - ძალიან გახსნილია როცა მოწინააღმდეგეს რამეს გაარტყავს და ეს ფიურიმ იდეალურად იცის, დასცინოდა კიდევაც WINDMILL ხარო. (წისქვილისავით იქნევ ხელებსო).
ისეა თუ ასე Styles Make fights. საშინლად არის დამოკიდებული ყველაფერი სტილზე:
გახსნილად ფანჩერობაზე წავა თავიდანვე ვაილდერი? - შეიძლება გამოუვიდეს და ასეც ჯობდეს და გადაუაროს ან პირიქით კონტრი ფანჩით ძირს აღმოჩნდეს.
ნელა ჯებზე დაჯდებდა და თავის მომენტს დაელოდება? - შეიძლება თავისი შანსი არც არასოდეს მიეცეს თორმეტი რაუნდი და ქულებით წააგოს ბრძოლა ან პირიქით დაუგოს მახე და დაანოკაუტოს.
შეიძლება ფიურიც გვიმზადებდეს რაიმე სიურპრიზს.
მოკლედ ჩემი საბოლოო პროგნოზი ასეთია:
ტვინი - ვაილდერს მეუბნებოდა და აღარაფერს მეუბნება.
გული - ფიურიმ მინდა რომ მოიგოს.
ვფიქრობ ფიურიმ თუ ,,შეძლო'' და ეს მოიგო, ნამდვილად ისეთ სახელგანთქმულ ჩემპიონებთან დავაყენებ როგორიც ალი იყო.
პ.ს. მძიიიმედ მგონია რომ ფიურიმ თუ ეს მოიგო - ჯოშუას ძალიან მარტივად დაამარცხებს, გამომდინარე სტილიდან.
როგორი რეზიუმე ექნება:
დაუმარცხებელი
დაამარცხა:
კლიჩკო
ვაილდერი
ჯოშუა
გაწმინდა მძიმე წონა.
ამ შაბათის ბილეთი, სახელად: თუ რისკია - რისკი იყოს

გვოზდიკის მოგება - ადონის სტივენსონთან... (სტივენსონის ბოლო ბრძოლა რომ ვნახე, ძალიან დაბერებული ჩანდა და მარჯვენა ხელის ძალაც შეახმა მგონი)
ჯეფფ ჰორნის მოგება - მუნდინთან (ძალიან ასაკშია მუნდინი, დიდი არც არაფერი მოკრივე არ ყოფილა და გამოცდილებას თუ შეხვედავთ, ჰორნსაც არანაკლები აქვს რეზიუმედან გამომდინარე)
ფიურის მოგება - ვაილდერთან (არავითარი კომენტარი, კარგი კოეფიციენტი აქვს).
This post has been edited by Hightechs on 27 Nov 2018, 17:10