#53983807 · 26 Dec 2018, 12:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Mr-Raptor ლაპარაკით ვერ გაიგებ ჭეშმარიტებას, სანამ თვითონ არ იგრძნობ მას. მეც სკეპტიკურად ვუყურებდი და ხელი მქონდა ჩაქნეული საბრძოლო ხელოვნებებზე საქართველოში, რადგან ყველგან სადაც ვიყავი იყო ილუზიები და ბიზნესი, სანამ მეგობრის რჩევით არ მივედი ვინჩუნზე და არ შევიცანი ნამდვილი სპორტი. ყველა სახეობაში მივარჯიშია რაც კი არის თბილისში და ვინჩუნზე უკეთესი არაფერია. ეს არის სახეობა, რომელშიც გაერთიანებულაი ყველა ეფექტური მოძრაობა - ფეხები, ხელები, იდაყვები, მუხლები, ჭიდაობა, ჯოხები, დანები. ჩვენს კლუბს დაარსებიდან დღემდე არც ერთი დამარცხება არ აქვს. თბილის-საქართველოს ჩემპიონატზე 6 კაცი გავუშვით, ექვსივემ ოქროს მედალი მოიპოვა. ევროპაზე გავუშვით, იქიდანაც ყველა გამარჯვებული დაბრუნდა. ევრაზიაზეც აბსოლუტური შედეგი დავდეთ და ოქროს თასით დავბრუნდით. მსოფლიოზე 2 კაცი გავუშვით და ორივე გამარჯვებული ჩამოვიდა.. და ეს მხოლოდ დასაწყისია.
|