ბოდაველის მაგ ინტერვიუდან აზრის გამოტანა ცოტა რთულია რადგან ნამეტანი დაბნეული საუბრობდა ეტყობა

მაგრამ მთლად მასეც არ უთქვამს
"რაც შეეხება უშანგი მარგიანს, მას განაღდებული აქვს ადგილი ნაკრებში, როგორც მსოფლიოს პრიზიორს და თან ახლაც დამაჯერებლად იჭიდავა ბუდაპეშტში." - აქ გასარკვევია დამაჯერებლად რო არ ეჭიდავა აქ (ან რას ეძახის ეგ დამაჯერებლად ჭიდაობას არ ვიცი) მაინც წაიყვანდნენ?

თან შემდეგ შეკითხვაზე ნახე რას პასუხობს
- ანუ მსოფლიოს შარშანდელ მედალოსნებს - ვაჟა მარგველაშვილს, მარგიანს და ვალერი ლიპარტელიანს განაღდებული ჰქონდათ მსოფლიოს წლევანდელ პირველობაზე გამოსვლა?
- ზოგადად, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მთელ ნაკრებს ვაყენებდით კონკურენციაში, სადაც ვიღაცას მეტის დამტკიცება დასჭირდებოდა, ვიღაცას - ნაკლების.
რაღაც კატეგორია გამოვყოთ წინასწარ, წლევანდელი შედეგებიდან გამომდინარე დავაყენოთ გუნდში, რომ ფიზიკური შეკრების გავლაც მოესწროს და სხვა დანარჩენი ეტაპებისაც, რათა მსოფლიოზე ღირსეულად გამოვიდეთ, თორემ იგივე სიტუაცია გვექნება, რაც ევროპის შემდეგ მივიღეთ-მეთქი, დანარჩენები კი ჩაბმულიყვნენ კონკურენციაში ვაკანსიების შესავსებად.
7 კაცი გვყავდა შერჩეული და 2 უნდა დამატებოდა ზაგრების და ბუდაპეშტის მიხედვითო ამბობს.. ამ 7-ში შედიოდა ბექაც და მარგიანიც მაგრამ თU ავთო მინიმუმ ოქრო-ვერცხლს ჩამოიტანდა იმ ორი ტურნირიდან მაშინ უკვე დავაჯახებდით ერთმანეთს რომელიმე ტურნირზე და ისე გადაწყდებოდაო

ავთოს კონკურენციაშI ჩასაბმელად მაგ 2 ტურნირის შედეგები ჭირდებოდაო.. ანუ ბექასთან ან მარგიანთან გათანაბრებისთვის ზაგრების ოქრო არ იყო საკმარისი! მაგრამ თან ინტერვიუს დასაწყისში ნათქვამი აქვს რო განიხილავენ ბექა წაიყვანონ თუ ავთო

უდიდესი უსამართლობა იქნება ბექას მიმართ თუკი მსოფლიოზე არ წაიყვანენ მეტი მაგის ნაბოდვარიდან ვერაფერი აზრი ვერ გამოვიტანე

ინტერვიუს დასაწყისში სხვას ამბობს ბოლოში სხვას და ბექა რატო უნდა დაიჩაგროს ესენი თუ ვერ გარკვეულან რა უნდათ და რას ითხოვენ