dolidzeeვეცდები გაგცე პასუხი

ქევხიშვილსა და აჯანყებულებს (ლიპარტელიანი - ჭრიკიშვილის მეთაურობით) შორის შავმა კატამ 1-2 წლის წინ გაირბინა, მიზეზი ფული იყო. ჩვენთვის ცნობილია ერთი შედარებით ადრეული ეპიზოდი (შეიძლება მანამდეც იყო რამე),
1) ოლიმპიადის თითოეული ლიცენციის მოპოვებისთვის სახელმწიფო ფედერაციას ურიცხავს გარკვეულ თანხას, მგონი 80000 ფარგლებში. ეს თანხა არის "სპორტის განვითარებისთვის ჯილდო", ძიუდოისტებმა ფედერაციას მოსთხოვეს ეს თანხა ჩვენ გამოვიმუშავეთ და მთლიანად ჩვენ უნდა მოგვცეთო. ფედერაციამ უთხრა მთლიანად არა მაგრამ ნაწილს მოგცემთო. ამაზე ატეხეს ერთი ამბავი ფულს გვიტეხავს ქევხიშვილიო.
2) მერე მოედავნენ ზამთარში დარბაზში ცივა და ვერ ვვარჯიშობთო ქევხიშვილი გათბობისთვის ფულსა ზოგავსო, ქევხიშვილი გამოვიდა და თქვა ჩართული მაქ გათბობა უმაღლეს დონეზე, მაგრამ ისეთი ძლიერი ყინვებია ვერ ერევა ეს ოხერიო, კი გადავრეკე "ზევით" იქნებ კარგი ამინდები გამოუშვათო, მაგრამ არ ვიცი რა იქნებაო, აგერ მარჯანიშვილის დარბაზი უფრო დათბუნებულია, ნაკლები ფანჯრები აქვს და იქ ივარჯიშეთ სანამ გამოთბებაო. ამათ კიდე ნახეთ თავის დარბაზში გვეპატიჟება, უნდა რომ ფული გააკეთოსო. ამ დროს ოქრუაშვილი აჩვენეს, ძაან მცივა და ჯემპრებითაც ვერ ვვარჯიშობო იძახდა. რა ექნა ქევხიშვილს თვითონ ხომარ ჩაეხუტებოდა კაცო.

3) შემდეგი, ან მანამდლი ეპიზოდი იყო სტუდენტების დაფინანსების თემა: ქევხიშვილმა გააჟღერა იდეა, სპორტსმენი წარმატებული სტუდენტებისთვის დაეფინანსებინათ სწავლის გადასახადი და ნაკრების წევრებს უთხრა, ამას ისე გავაკეთებ ვითომ თქვენ იხდით მათი სწავლის ფულს და პიარი გაგიკეთდებათო, რეალურად ფედერაცია იხდიდა ბიუჯეტიდან. ამაზე უსაყვედურეს: ჩვენ დაუკითხავად ჩვენ ფულს შეჰპირდა სტუდენტებსო. არადა მათი ფული არ იყო რეალურად.
ეს რაც შეეხება იმ თანხობრივ დავას რაც გამახსენდა.
ამ ყველაფერს მოჰყვა ჩაგდებული ევროპის ჩემპიონატი (ჩემი პირადი აზრით, განზრახ ჩააგდეს), რის შემდეგაც აჯანყდნენ "პატივცემულები"ცირეკიძეს, მოდებაძეს და სამწვრთნელო შტაბს უცოდინრები და არაკომპეტენტურები ეძახეს, არადა ცირეკიძეს ხელში გაცილებით უკეთესი შედეგები ჰქონდა ნაკრებს, ვიდრე წინა სამწვრთნელო შტაბის ხელში. ამის სტატისტიკური ანალიცი ჩვენს თანაფორუმელ
სანაკარს აქვს გაკეთებული და რომელიღაც თემაში დევს აქ. უკმაყოფილების სავარაუდო მიზეზი იყო ისევ ფული, ნაკრების წინა სამწვრთნელო შტაბი აქცენტს აკეთებდა ევროპის ჩემპიონატზე პიკზე გასვლაზე, რადგან მანდ მედლების მოპოვების და შესაბამისად მსუყე პრემიების გაჯიბვის შანსი გაცილებით დიდია, შესაბამისად ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს გაცილებით ცუდ ფორმაში ხვდებოდა. ცირეკიძემ ეს მიდგომა შეცვალა და პიკი დაანონსა მსოფლიოსთვის, ევროპას მოსამზადებელ ეტაპად განვიხილავთ და სასწაულ შედეგს არ ელოდოთო ინტერვიუში თქვა. ეს ბიჭებს არ ესიამოვნათ, მსოფლიოზე მედლის ნაკლები შანსის გამო სავარაუდოდ შემცირებული პრემიები არ ეპიტნავათ. ხოდა ევროპის ჩაგდების საბაბით დაიწყეს აჯანყება, აგერ არაპროფესიონალი მწვრთნელები და ძიუდოს მტერი ქევხიშვილი ძიუდოს ღუპავენო. ქევხიშვილი "ავარდა" და ცხელ და აღელვებულ გულზე ცირეკიძე მოხსნა თანამდებობიდან (ეს იყო მისი ძალიან დიდი შეცდომა, მინიმუმ მსოფლიომდე უნდა მოეცადა).
ამას მჰყვა მგონი 13 თუ 23 პუნქტიანი ბრალდებების გასაჯაროვება. რაზეც რამდენიმე სათში ქევხიშვილმა პალიტრა ტვ-ს ეთერში პუნქტობრივად მყარად არგუმენტირებული პასუხები გასცა, 1-2 კითხვა იყო მხოლოდ სადაც უხერხული სიტუაცია გამოიკვეთა და არა აჯანყებულების მიერ დახატული სისხლის სამართლის დანაშაული. ამ კითხვები უმეტესი ნაწილი ისევ ფულს ეხებოდა. ატკატებს, ახალგაზრდებს რატო ავარჯიშებთ განსაკუთრებულად, ჩვენ გინდა 2-3 თვიანი შეკრებები იაპონიაშიო, რადროს ახალგაზრდებიაო (კონტექსტი ეს იყო). კიდევ იყო თემები, რომლებიც ზუსტად არ მახსოვს.
ქევხიშვილი ერთპიროვნული მმართველიაო, ჩვენ არ გვითანხმებენ საწვრთნელ გრაფიკსო, თვითონ იღებს გადაწყვეტილებასო. ტურნირებს არ გვიფინანსებსო და ჩვენი ხარჯით გვიწევს წასვლაო. არადა წმინდა წყლის ცილისწამება იყო ეს. ყველა მონაწილეობდა ტურნირებში წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით, ბიუჯეტიც ამ გრაფიკის მიხედვით იყო გაწერილი ვინ სად და რამდენი ხნით უნდა წასულიყო. ცენტრალური ბიუჯეტიდან ფულოს გამოთხოვას აქვს თავისი წესი, გარკვეული პერიოდით ადრე უნდა მოითხოვოს ფედერაციამ კონკრეტული პროექტის თანხა, და ამ თანხის ანგარიშზე დაჯდომასაც დრო უნდა. მან (ლიპარტელიანმა) კი დაუგეგმავი ტურნირის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მოითხოვა ტურნირზე წასვლა. ფედერაციამ უთხრა ვერ ვასწრებ ბიუჯეტიდან ფულის გამოთხოვას, თუ გაქვს შენი ფულით დარეგისტრირდი და წადიო და მერე ჩაგირიცხავ წარმოდგენილი ხარჯვის დოკუმენტების საფუძველზეო. ამან კი ეს დოკუმენტები არ წარუდგინა მგონი (კარგად აღარ მახსოვს) რის გამოც თანხის დაბრუნება დროში გაიწელა. მაგრამ მაინც დაუბრუნეს.
შემდეგ იყო აჯანყებულების მიერ ჩადენილი დანაშაული: დაწესებულებაში შეჭრა, ქონების დაზიანება და გადაგდება. რაზეც ქევხიშვილმა რეაგირება ვერ გარისკა და ესეც დიდი შეცდომა იყო.
რეალურად კი "ძიუდოს მტერი" ქევხიშვილი სულაც არ ყოფილა "ძიუდოს მტერი", პირიქით მისი მმართველობის დროს დაიწყო უამრავი ძალიან კარგი პროექტი: "ჯუდოკიდსი", ახალგაზრდული ნაკრებების პროექტი, ნიჭიერი ახალგაზრდების სპეც-მომზადების პროექტი, მწვრთნელთა გადამზადება-მომზადების-განათლების პროექტი, ქალთა ძიუდოს აღორძინების პროექტი, ინფრასტრუქტურული პროექტები (საკმაო რაოდენობის დარბაზები გაიხსნა და აღიჭურვა ინვენტარით თბილისში და რეგიონებში), იგივე ნიჭიერი სპორტსმენების განათლების დაფინანსება და კიდევ სხვა პროექტები ეხლა ვერ ვიხსენებ.
რაც მთავარია ნათლად გამოიკვეთა, რომ ამ ამბების ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი და წამქეზებელი იყო ოლიმპიური ჩემპიონი და ჩემპიონების მწვრთნელი პარლამენტარი, ასევე ყოფილი პარლამენტარი ოლიმპიური ჩემპიონიც.
შემდეგ იყო მარჯანიშვილზე მომხდარი ლომერას ინციდენტი, რომელმაც ზურგში ხანჯალი ჩასცხო ქევხიშვლს და იძულებული გახდა გადამდგარიყო (მართალი კაცი) .
შემდეგი ეპიზოდი სადაც ერთ-ერთი აჯანყებული და მის გარემოცვა (ოჯახი-მეგობრები) ძალიან ცუდად მოექცნენ ბექა ღვინიაშვილს და აურიეს მსოფლიოსთვის მზადების გრაფიკი. ამ ეპიზოდის გარჩევს და ცილისწამებების ალიაქოთში ლიპარტელიანის ოჯახის წევრებიც იღებდნენ მონაწილეობას, ოღონდ სხვებთან შედარებით მოკრძალებულად.
ეს და კიდევ სხვა გარემოებები, რომლებიც ამ შუაღამისას ვერ გავიხსენე, გვაძლევს საფუძველს, რომ აჯანყებულების მიმართ, ანაყებამდელი პატივისცემის განცდა აღარ გვქონდეს.
პ.ს. თუ რამე ვერ გაიგე მკითხე და ვეცდები გიპასუცო უფრო ვრცლად (რასაც გავიხსენებ რა საკვირველია, მთლად იდიალური მეხსიერება არ მაქვს

)