60 - ტაკატო -პაპინაშვილი
66 - აბე - მჭედლიშვილი
73 - ანი - შავდათუაშვილი
81 - მოლაი -გრიგალაშვილი
90 - შერაზადიშვილი -ღვინიაშვილი
წარმოგიდგინეთ 2018 წლის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები, რომლებისთვისაც ქართველებს თავის დროზე მონაგები აქვთ.
ახლა შევადაროთ, სად არიან ისინი და სად ვართ ჩვენ.
ისე 81-ში, ჩირიკას უკან სვლა და რეგრესი ჯერ მისი ტოპებთან წაგებებით დაიწყო, მერე მიყვნენ და მიყვნენ დანარჩენები.
ვშიშობ. ბექაც იგივე გზაზე არ დადგეს.
აქ რომ პროფესორობენ და ჭკუას ირიგებიან ღვინიაშვილს გამხნევება და გვერდში დგომა ჭირდებაო.
გამხნევება კი არა, ყოველ დღე ნეხვიანი ჯოხით უნდა სცემო და დარბაზიდან არ გამოიყვანო.
დარდობს თურმე ბიჭი.
არაუშავს. 2 დღე იდარდებს და დარდს ისევ კლუბებში გაიქარვებს.
ტყუილად კი არ უძახის საქვეყნოდ შელდონი Party boy-ის. აი ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს?
შედეგებს რომ აკეთებდეს, ჯანდაბას.
მე ვიყავი მომხრე, რომ ბექას მინსკში ეასპარეზა და აი რატომ
1. მსოფლიო ჩემპიონობაზე პრეტენზიის მქონე კაცს, უპირობოდ უნდა დაემარცხებინა, ახალ წონაში სულ რაღაც ერთი საშუალო დონის გრანპრის მომგები ძიუდოისტი,
2. ახლა მთლად ტრიპელთან ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ მჯეროდა, რომ იგოლნიკოვთან და მასზე უფრო მაღალის დონის ძიუდოისტებთან ბექას შანსი მინიმალური იყო, შესაბამისად მინსკში მისი გამოუსვლელობის შემთხვევაში მდედრიონის მხრიდან ბულინგის მსხვერპლი არ მინდოდა გამხდარიყო.
ჩემი აზრით, 23 წლის კაცს ბავშვი აღარ ეთქმის.
სადაც ერთ დროს ლოთმა და დებოშიორმა გურამამ ამავე ასაკში ტიტულები მოიხვეჭა, მასზე უფრო ნიჭიერმა და თავის დროზე წონის დომინანტმა ბექა ღვინიაშვილმა სხვებზე თითის შვერას, სატელეფონო მუქარებს თავი დაანებოს და პირველ რიგში საკუთარ თავს ჩაუტაროს ანალიზი თუ თავად რას აკეთებს ისე, რაც აუცილებლად შესაცვლელია.
This post has been edited by VoK on 25 Sep 2018, 08:49
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...