ახლა ვნახე თუშისა და მაგ მონღოლის შეხვედრა.
გურამა კონტრზე დაიჭირა და შებოჭა.
მანამდე შეხვედრა აშკარად თუშის მიყავდა...
რადგან თავდაცვითი უნარები გაუმჯობესებული აქვს, ჩემი აზრით, თუშა ძალიან ადვილად მოიგებს.
ოღონდ უპირატესად ხელის გადავლებებით, ქამრიდან უნდა ეჭიდაოს, მაიერთან როგორც იყო ისე...
ასეთ შემთხვევაში, ეს მონღოლი ეგრევე მუხლებზე ვარდება.
ყოველ შემთხვევაში, პარიზში ერთხელ გადაავლო და ეგრევე მუხლებზე დაეცა.
უფრო პროფესიონალურად, სავარაუდოდ, მწვრთნელები გაურჩევენ სიტუაციას...
ნ/ფ -ზე არ ვნერვიულობ და არც თქვენ გირჩევთ.
This post has been edited by VoK on 26 Sep 2018, 12:44
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...