მაგარია პაპინა, ჰუსეინოვმა წელს ბევრი კარგი ძიუდოისტი დააგდო და მასთან მოგება მითუმეტეს ასე ბრძოლაში სახუმარო არაა. მოკლედ ჯაბა აბსოლიტურად მზადაა დიდებში საასპარეზოდ

81-ში გადავხედე ჩვენების შესაძლო მოწინააღმდეგეებს და ეს გრიგალაშვილის ბადეში იაპოშკა დიდი არაფერი არაა, წელს მაისურაძემ ორი ვაზარით მოუგო რასაც ჰქვია მასტერ კლასია ჩაუტარა ჰირომასას. მაგრამ გრიგალას იაპონელამდეც ძლიერი მეტოქეები ჰყავს. აი მაისურაძე უპირობოდ უნდა გავიდეს ნახევარფინალში. სანებლიძესაც მშვენიერი შანსი აქვს ოქროზე გაიწიოს. ზაალიშილს სამწუხაროდ უძლიერესი იაპონელი უზის და ვნახოთ არც ჩვენი ბიჭია ნაკლები იქნებ დააგდოს.
ნინიაშვილს რავი ზოგადად არ უჭირს იაპონელებთან ჭიდაობა და არაა გამორიცხული გაცდეს.
ბექაურიც ცდას არ დააკლებს მაგრამ იაპონელამდე ძლიერი კანადელი ჰყავს დასამარცხებელი.
მოკლედ მე ოქროს 81-ში ან 100-ში ველი.
This post has been edited by miishooo91 on 18 Oct 2018, 09:08