ზაქარიაძე წონის ლიდერების მუდმივი სპარინგპარტნიორი იყო. "გრუშა" ფაქტობრივად. მასზე ხვეწდნენ ილეთებს.
დროა რომ მაგ ბიჭსაც მიეცეს შანსი, მით უფრო, რომ მეგავარსკვლავად მიჩნეულ ზაალიშვილს სამართლიანად მოუგო.
ვნახოთ, რას იზამს ქავთარაძესთან, რომელიც თუშიშვილის "გრუშაა".
ჩემი აზრით, უნდა გადაუაროს.
თუშა, ზაალიშვილი, ზაქარიაძე, ბუღაძე. ვფიქრობ, გათვლა ამ ოთხეულზე უნდა გაკეთდეს.
დღეს 90-ში მარგიანი დომინანტია.
ასეთ ფორმაში მყოფს ბექაც ვერაფერს უზამს.
ჩახტომილი კისრულიც კი მისცა.
81-ში მაგარი გაურკვევლობაა.
მხოლოდ ის გაირკვა, რომ ტატალას არაბეთის მხრიდან სათანადო კომპენსაციის გადახდის შემდეგ გზა უნდა დავულოცოთ.
100-ში ტაველური გამოიყურება ძლიერად, თუმცა ოლიმპიადამდე "კაპიტნის" პოზიცია შეურყეველია...
This post has been edited by VoK on 28 Dec 2018, 16:44
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...