აჰა, კვლავ პოსტზეა ფორუმული ომერტას აპოლოგეტი.
რომელიც ფრაზებით:
- "ფედერაციაში ყველაფერი იციან",
- "შიდა სამზარეულოს არ იცნობთ და რას ბოდიალობთ",
- "ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის",
- "ფედერაციაში აქ დადებული პოსტების შემდეგ ნერვიულობენ",
- "საზოგადოებრივი აზრზე მავნე ზეგავლენას ახდენთ"
ნებსით თუ უნებლიეთ. ისეთი დამპალი და დრომოჭმული არაფორმალური წარმონაქმნის, როგორიც ე.წ. "ძიუდოს ოჯახია" რეანიმაციას ეწევა...
ახლა იმაზე, ქონდა თუ არა ფორუმულ საზოგადოებას შარშანდელი მაისის მოვლენების შესახებ საკმარისი ინფორმაცია საკუთარი აზრის გამოსათქმელად და დასაფიქსირებლად?
იმ დროინდელი ჩატარებული უამრავი აქცია, ინტერვიუ და პერფორმანსი, ამის საკმაო საფუძველს იძლეოდა.
უფრო მეტიც, აქ თითქმის ყველა შევთანხმდით, რომ ლიპარტელიანის და კოს უკან ხაბარელი და ზვიადაური იდგნენ. თუ კვალი უფრო მაღლა მიდიოდა, ამას ვერავინ იტყოდა. ამას პატივცემული თავაძის მიმდინარე ომერტაც ადასტურებს, რომელიც თურმე შესაძლოა სანაკართან შეხვედრის დროს დაირღვეს და დანარჩენები იმის იმედზე უნდა ვიყოთ დაარღვევს თუ არა უკვე ბატონი სანაკარი საკუთარ ომერტას და გაუზიარებს საზოგადოებას იმას, რაც ფორუმზე მარტო მას და ირაკლის ეცოდინება.

ომერტა წარმატებით მარტო სიცილიაში მუშაობს.
საქართველოში?
ომერტის დაცვას გადაყვა თავად ქევხიშვილიც.
დავითს უნდოდა თანამდებობის მცირე სისხლის ფასად შენარჩუნება, მაგრამ მას თუ ისეთი მითიური და დაუძლეველი პიროვნებები უპირისპირებოდნენ, რომელთა სახელები დღესაც გასაიდუმლოებულია, ან მაშინვე გადამდგარიყო, ან მომავალი თაობებისთვის აუცილებელად საჭირო პრეცედენტის შექმნის მიზნით, იმის შემდეგ მაინც გადამდგარიყო, რაც საფუძვლიანად დაუნგრევდა კარიერას ამბოხების მოთავეებს.
ამოეღო ხმა და გვერდში დავუდგებოდით...
მან ეს ვერ გაბედა და ჩერჩილის არ იყოს, მიიღო ომიც და სირცხვილიც.
თანამდებობიდან ხომ მაინც გადადგა?
ეს კიდევ არაფერი. თანამდებობებიც დაუტოვებიათ და კარებიც ბევრისთვის აუჭედავთ, მაგრამ თანამებრძოლის დაჭერა და კაბინეტის სავარძლის ნაგვის ურაში მოსროლა, ეს მართლა საპროტესტო ნოუ ჰაუ იყო.
არ გამოიტანა იფორმაცია "ძიუდოს ოჯახიდან"?
დაიცვა ომერტას პრინციპები?
ირბინოს ახლა ლიპოს მიერ სამადლოდ კისერზე ჩამოკიდებული მედლით აქეთ-იქით.
ფორუმზე გაბატონებული პოზიციის მიუხედავად, ასევე არ მივესალმები გორელების მიერ განხორციელებულ ომერტასაც.
როცა ფედერაციის პრეზიდენტს, ლიპოს კლანი ყველანაირი მეთოდებით ებრძვის, თან ამბობენ რომ მთელი ნაკრები ერთიანიაო, ასეთ დროს დუმილი და მხოლოდ ვარჯიში, ჩემი აზრით, არ იყო სწორი პოზიცია.
აქაც ჩერჩილის არ იყოს, რადგან გორელები მაინც იცემენ, ბარემ ღიად დაეჭირათ მხარი ქევხიშვილისთვის და მუშტი ამის შემდეგ მოხვედროდათ.
განა ასე უფრო არ მოიპოვებდნენ საზოგადოების მხარდაჭერას?
ასე უფრო არ შეასუსტებდნენ მეოამბოხეთა პოზიციებს?
რა ინფორმაციაც გვაქვს, იმაზე ვწერთ.
როგორ ვწერთ და რა გამოგვდის, ეს უკვე გემოვნების ამბავია.
თუ ეს განყოფილება იმისთვის არის გახსნილი, რომ მხოლოდ ტექნიკურ შედეგებზე ვისაუბროთ, კი ბატონო.
ძალიან მარტივია. ბუცხრიკიძემ მოუგო კურდღელაშვილს და წააგო ღობეგლეჯიაშვილთან.
ასე მოგწონს
Shajahan ?
ისე, შენი პოსტინგი, ჩემზე ისტერიკაში მყოფი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ამიტომ ჯანმრთელობა რომ არ დაინგრიო გადადი კულინარიის განყოფილებაში. იქ ისეთი მურაბა და პომიდორი ადამიანები არიან, რომ სანამ ასჯერ არ გადაამოწმებენ, რომ ორჯერ ორი ოთხია, მართლაც ერთ სიტყვას არ წერენ.
This post has been edited by VoK on 1 Jun 2019, 10:39
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...