ბუდაპეშტში ჩატარებული წილისყრის შემდეგ შეგვიძლია, თითქმის დარწმუნებით ვთქვათ, რომ ამ სიას ჭრიკიშვილი გამოაკლდა.....
* * *
ძიუდოს ფედერაციის მკაცრი პასუხი ჩხუბისა და ლოთაობის ფაქტებთან დაკავშირებით
http://lelo.ge/article/%E1%83%AB%E1%83%98%...%E1%83%97-15682"ძიუდოისტების გახშირებულმა სიმთვრალემ და ამით გამოწვეულმა დებოშმა, ეტყობა, საქართველოს ძიუდოს ფედერაციაც შეაწუხა და გადაწყვიტა, ნაკრების წევრ-კანდიდატებთან (ყველა ასაკში) გააფორმოს ხელშეკრულება, რომლითაც აუკრძალავს მათ ლოთაობას, ხოლო შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევთა მიმართ სადამსჯელო სანქციებს გაატარებს."
ანუ ვინაიდან ხელშეკრულება არ ჰქონდათ გაფორმებული, ახლა ვერ დაისჯებიან?
გაუხშირებელი (ზოგ-ზოგჯერ) სიმთვრალე და საქართველოში დებოში (კარების აჭედვა, შეხვედრის შემდეგ საცემად დადარაჯება, ჩუმად სასტუმროს ნომერში ხელის დარტყმა) ფედერაციისთვის შემაწუხებელი არ არის?
მაინცადამაინც გახშირებული ლოთაობა და ოლიმპიურ სოფელში უნდა იყოს დებოში ატეხილი, რეაგირება რომ მოხდეს?
ახლა უბრალოდ ფედერაცია წაყრუების და თვალებზე ხელების აფარების შედეგებს იმკის....
სად ვიყავითო მაშინ, როცა ლოთობა და ცემა-ტყება ხშირი არ იყოო? მას შემდეგ, როცა არაფერი შევიმჩნიეთ და ვერაფერი გამოვიძიეთ (რადგან დაზარალებული არაფერს ამბობდა), ლოთაობა და ცემა-ტყეპა გახშირდებოდა, ვერ ვიფიქრეთო?
* * *
როცა მთვრალნი მივიდნენ თუშიშვილი და მატიაშვილი შეკრებაზე და ირფან თოკერმა შეკრებიდან გამოუშვა, მაშინ რომელი ხელშეკრულების საფუძველზე იხელმძღვანელეს? თუ უფლებამოსილებას გადაამეტა? თუ უფლებამოსილებას გადაამეტა, ფედერაციამ რა ჰქნა?
თუ ახლა ვერ დასაჯეს, ხელშეკრულების არქონის მომიზეზებით, ამბობენ: არ გვაქვს ჩვენ დასჯის ერთი ადგილი, რადგან გვეშინია აქეთ არ დაგვსაჯონ ქევხიშვილივითო (მაქვს იდეა, ფედერაციის ხელმძღვანელის კარი რკინის იყოს, რომ ლურმანი ვერ მიეჭედოს და სკამი ჩაბეტონებული, გარეთ გატანა რომ იყოს შეუძლებელი).... ცემა-ტყეპას და ლოთაობას სახალხოდ ნუ გამართავენ და მოგუდულად შეიძლება...
იქნებ მე არ ვიცი და დაშვებულია ძიუდოს ოჯახში ცემა-ტყეპა იმდაგვარად, რომ არ დაამჩნდეთ (ჩუმად სასტუმროს ნომერში, გასახდელში, რაიმე მოფარებულში) ისე, რომ დაზარალებულმა არ იჩივლოს.... მოტივიი: მაინც ერთი ოჯახი ვართ და უფროსის მიერ ხელის დარტყმა უნდა ავიტანოთ... იქნებ ლოთაობაც დაშვებულია, ოღონდ დალევის შემდეგ ლოგინში დაწოლით და მოგუდული ღიღინით....
* * *
ზუსტად იცოდა ნურილლაევმა, რის გაკეთებას აპირებდა ნოზაძე და შესაბამის კონტრილეთს უპირისპირებდა.....
* * *
პაპინაშვილი...... No comment......