ცოტა სტატისტიკა.
ბოლო 13 შეხვედრაში მაისურაძემ დამატებით დროში წააგო ერთი, ისიც კასესთან.
საერთოდაც გუშინდლამდე ლუკას კასესთან 2-დან 2 ქონდა წაგებული და კარგია, რომ ის ჩვენი სხვა ჯუდოკებისგან განსხვავებით, უხერხულ მეტოქედ არ გადაიქცია.
დამარცხებული ყავს მსოფლიო რეიტინგის ათეულის შემდეგი ნომრები:
2- ე
6- ე
9-ე (მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი)
სხვათაშორის, შარშან 41 წამში დააიპონა, 90 კგ-ს იმედი - ლაშა ბექაურიც...
ლუკას მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, წონის შენარჩუნებაა.
გრიგალაშვილისგან განსხვავებით, მას ისეთი კომპლექცია აქვს, რომ ოლიმპიამდე თუ ეს წონა დაიჭირა, გმირობა იქნება...
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მაისურაძეში ყველაზე უფრო სიმშვიდე და საჭიდაო ინტელექტი მომწონს.
იმედი მაქვს, ილეთების არსენალსაც გაამრავალფეროვნებებს, მინიმუმ დროფ სეიო ნაგეს და სუტემი ნაგესაც დაამატებს.
პრინციპში, ვისი ჭიდაობაც მაინტერესებდა უკვე ვნახე (ბაგრატა და ლუკა).
ბაგრატას პროგრესი მაისურაძესთან შედარებით მკვეთრი არ არის. უფრო მეტიც, საერთოდ ვერ დავინახე. ის მხოლოლ რაღაც სტაბილურ დონეს ინარჩუნებს რაც ცუდი სულაც არ არის, მაგრამ მეტია საჭირო.
ევროპისთვის ნაკრებში მეცხრე ადგილის დასაკავებლად ერთადერთი პაპუნას შედეგია საინტერესო.
This post has been edited by VoK on 7 Apr 2019, 09:48
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...