ჯონსზე იყო წინა თემებში საუბარი ივენთის გამო და ამერიკაშიც აქტუალურია ეს თემა ხოდა, როგორც ვიცით უფც გადავიდა ESPN-ზე და იესპიენმა ჩაატარა გამოკითხვა ამერიკის მმას ტოპ ბანაკების წამყვან ტოპ 10 ტრენერებს შორის და კითხვა იყო შემდეგი: რა უნდა გააკეთო, რომ ჯონსი დაამარცხო

ამ კითხვის დასმის შემდეგ ყველაზე დიდი ხანი რაც იყო ეს სიჩუმეაო

ხოდა მოდი ან ვინც ვერ ახერხებს კითხვას ან არ ცალია ან ენგ არ იცის აქ დავდებ მოკლე რევიუს
1)
ჰენრი ჰუფტი - ჰარდნოკ 365 მმას ბანაკი - აღნიშნულ ბანაკში იყვნენ/არიან
რაშად ევანსი, რამბლე ჯონსონი, ვიტორ ბელფორტი, ედი ალვარესი. მატ მიტრიონე, მაიკლ ჯონსონი, აბელ ტრუხილიო, ვოლკან ეზდემირი, შტრუვე, ალისტერ ოვერიმი და კამარუ უსმანი და ეხლა ლაითში ასული როკჰოლდის ტრენერი - ჯონსს აქვს ყველაფერი რაც შეიძლება ინატრო ათლეტისთვის. მას აქვს ძალიან მაღალი საბრძოლო IQ და როცა მას ვუყურებ ვფიქრობ, რომ იგი მუდმივად ცდილობს, რომ ყველამხრივ უკეთესი გახდეს და იგი ძალიან ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე. ჩემი აზრით უნდა გქონდეს საკმარისი გაბარიტები და უნდა იყო ძალიან ტექნიკური, ამასთან ერთად უნდა გქონდეს მისნაირი IQ, რომ შეძლო მასთან გამკლავება. უნდა ეცადო როგორც და რამდენადაც კი შესაძლებელი იქნება, შეამცირო მასთან მანძილი და ახლო იყო, თუმცა ამის გაკეთება არაა ადვილი, რადგან ჯონსი ძალიან ჭკვიანია. სისტემატურად უნდა გყავდეს მაღალ წნეხში და ეცადო დაღალო იგი, რადგან მუდმივად დასვენების რეჟიმში შეუძლია ყოფნა. სტრაიკინგი, რომელსაც დისი იყენებდა მის წინააღდეგ, რეალურად არაა ის, რითაც ჯონსს რეალურ პრობლემები შეექმნებოდა. ეს არის ძალიან დიდი და ძლიერი მუდმივად შეტევაზე მყოფი ბიჭი, რომელიც მუდმივად შორს რჩება შენგან და კლინჩისგან. მხოლოდ გუსტამ შეძლო და პირველ შეხვედრაში დაღალა ჯონსი. ერთხელაც ალბათ დადგება ის დღე, როცა გამოჩნდება ვინმე ვინც დაამარცხებს ჯონსს, მაგრამ ეხლა, ამ მომენტისთვის ასეთი არავინაა. ნებისმიერ სპორტში არის ან ყოფილა გამოკვეთილად საუკეთესო ადამიანი და სრულიად მმა-სთვის ჯონსი ზუსტად ასეთია.
2)
ხავიერ მენდეს - აკა მმა-ს ბანაკი (წარმომადგენლები, ველასკესი, კორმიე, ხაბიბი, ბიჯეი პენი, ჯონ ფიჩი, ფრენკი შემროკი და ა.შ) და ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოდ აღიარებული ტრენერი, ორჯერ მოამზადა დისი ჯონსის წინააღმდეგ - ზოგადად გვყოლია ოპონენტები და მოწინააღმდეგეები და ერთ-ერთია ზუსტად ჯონსი. ბრძოლის დაწყებამდეც კი არავის აქვს შანსი ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს ჯონსზე. პირიქით, ყოველთვის აღწევს იმას რაც მას სურს. კორმიე მმა-ში ნამდვილი მოჭადრაკეა, მაგრამ ჯონსიც ზუსტად ასეთივე მოჭადრაკეა. ჯონსი არის ერთადერთი ადამიანი ვის წინააღმდეგაც კორმიემ შეცდომა დაუშვა. შენ შეიძლება ყველანაირად ეცადო და თავი აარიდო შენ წინააღმდეგ წამოსულ დაზიანებებს, მაგრამ ჯონსთან ასე ვერ შვრები, ვერ შვრები იმიტო, რომ იგი ჯოჯოხეთურად ძლიერია. ჩემი აზრით წნეხი არის ერთადერთი რამ მის წინააღდმეგ. ჩვენ გვახსოვს გუსტასთან პირველი ჩხუბი. იქ იყო მომენტები, როცა გუსტას წნეხი მოქმედებდა და ეს ყველაფერი ჯონსმა დააფიქსირა, მიხვდა, რომ დგომში სერიოზული პრობლემები ჰქონდა და შემდეგ გააკეთე ის, რაც ყველამ ვნახეთ. ჯონსი ან უნდა დაანოკაუტო ან არნახულ პრესში უნდა ამყოფო, თორე სხვა გზა არაა და თუ მან ჩათვალა, რომ უნდა საქმე ვადაზე ადრეა დასამთავრებელი მაშინ იგი უბრალოდ მოგსპობს და გაგანადგურებს.
3) მარკ მონტოია - ამზადებდა ენტონი სმიტს ჯონსის წინააღმდეგ - ჯონსის წინააღმდეგ სრულად ვიყავით მომზადებული, მაგრამ ოქტაგონზე ამის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა. ჯონსი ჯერ კიდე ოქტაგონამდე იწყებს წნეხს და ზეწოლას, რომელიც შენზე მოქმედებს და როდესაც უკვე ოქტაგონზე გადიხარ, შემდეგ ხვდები თუ რამდენად კარგია ჯონსი. ყველა მის დარტყმულზე უკვე ცხადად ხვდები თუ რამხელა ძალისა და სისწრაფის მფლობელია და სამწუხაროდ გიხდება ფიქრი, რომ რაც არი ესაა, აქ ვერაფერს იზავ. შენ ფიქრობ, რომ მე მაგრად ვარ მომზადებული, მას ექნება სუსტი წერტილები, მაგრამ მოდი ვიყოთ პატიოსნები რაც უფრო მეტ ასეთ გზებს ეძებ მით უფრო ძნელია ყველაფერი.
4)
რენერ გრეისი, გრეისების ბჯჯ - თუ გინდა ჯონსის დამარცხება, მაშინ შენ უნდა გქონდეს უიტაკერის ბოქსი, ვალენტინას ქიქები, ჰენრი სეკუდოს ჭიდაობა და ბრაიან ორტეგას ჯიცუ, ამ ყველაფრის მერე შენ შეიძლება, რომ გამოგივიდეს ჯონსის დამარცხება (იცინის). ის ყოველთვის ჩხუბის გეგმას მიყვება და შესაბამისად მისი მემკვიდრეობაც დღემდე გრძელდება. ჯონსი 100% გეგმის მიმდევარია. არავინ იცავს დისციპლინას ისე როგორც ჯონსი. ასე იყო ზუსტად ჯიესპიც. არასდროს არ ყვება ემოციებს, რაც არ უნდა ხდებოდეს. მხოლოდ 100% სტრატეგია. ამასთან ჯონსი ყველა ჩხუბში სხვადასხვაგვარია. სამწუხაროდ შეუძლებელია ვინმეს მომზადების დროს, რომ მას უთხრა - აი ამ დროს ჯონსი ასე იზამს, იმიტომ, რომ ყველამ იცის ვისაც მასთან უჩხუბია ვერ განსაზღვრავ როდის რას გააკეთებს ჯონსი, თუნდაც იგი იმავე მოწინააღმდეგეს ეჩხუბებოდეს მეორედ. ნებისმიერ კატეგორიაში იგი 10-დან 10-ზეა.
5) მაი ჰენრი - ჩემი აზრით ჯონსი უბრალოდ საუკეთესოა მათ შორის ვისაც კი ოდესმე ოქტაგონზე ფეხი შეუდგამს. ჯონსის წინააღმდეგ მომზადება ყველა სხვისგან განსხვავებულია, რადგან იგი თან ცაციაა და თანაც მარჯვენაც. დგომშიც ორმხრივ დგომს იყენებს, ამიტომ მასთან მომზადებისას ორივე ასპექტში უნდა იმუშაო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა მას ეჩხუბები ძალიან ფრთხილად უნდა იყო.
6)
რეი ლონგო, ლონგო მმა, ვაიდმანი, ვილანტე, სტერლინგი, იაკინტა, ჩვენი მერაბი - ჯონსის დამარცხება? ვინმე ისეთი გვინდა ვინც მას ზურგზე გააკრავს, მაგრამ ესეთი არც ყოფილა და არც არის. სიამოვნებით ვიხილავდი მსგავს სცენარს. ვფიქრობდი, რომ კორმიე შეძლებდა მისი ჭიდაობის გამოყენებას, მაგრამ ჩვენ მხოლოდ საუბარი შეგვიძლია, ვინაიდან ჯონსთან ეს ვერც კორმიერმ ქნა. მე მიმუშავია ძალიან კარგ მოჭიდავეებთან, მაგრამ მსგავსი ენერგიის პატრონი არავინ მინახავს. ვფიქრობ მას ბოლო წამამდე უნდა ეჭიდაო და ბოლო ძალები გამოაცალო, ბოლო წამამმდე ჯოჯოხეთურად ეჯაჯგურო. ყველაფერი შეგვიძლია, რომ დავგეგმოთ და ვისაუბროთ, მაგრამ ვინ შეძლებს ამის შესრულებას?
7) ერიკ ალბარაკინი - ვფიქრობ, რომ მას მისი გაბარიტების და ზომის მოწინააღმდეგე უნდა შეხვდეს. ჯონსი ძალიან ჭკვიანურად იყენებს მის გრძელ ხელებს. საუკეთესო სტრაიკინგთან ერთად საუკეთესოდ ფლობს ჭიდაობასაც. ამ ეტაპზე ვინც რეალურად მგონია მისი მოწინააღმდეგე ეს ჯონი ვოლკერია, რადგან ვოლკერიც მაღალი და დიდი რიჩის პატრონია, მაგრამ არ ვიცი რამდენად კარგად ფლობს იგი ჭიდაობას. მე არასდროს მინახავს ჯონსის მსგავსი გაბარიტების ადამიანი, რომ ასე კარგად ჭიდაობდეს. წლები ვასწავლიდი კოლეჯში ჭიდაობას და არც კოლეჯში არ მინახავს მსგავსი რამ. თუ ვინმე ერთდროულად შეძლებს, რომ ჰქონდეს როგორც კარგი სტრაიკინგი ასევე კარგი ჭიდაობა მაშინ ყველაფერი შეიძლება. დააკვირდით ერთ რამეს, როცა შენ მხოლოდ მოჭიდავე ხარ და ჯონსი გირტყავს კიკს, პირველი კიკის შემდეგ შენი ჭიდაობის შესაძლებლობა ხდება 90%, მერე დარტყმის შემდეგ უკვე 80%, ასეთი დარტყმების შემდეგ მე-4 და მე-5 რაუნდში უკვე ვეღარ შეძლებ ჭიდაობაზე ფიქრს, რადგან ეს კიკები ძალიან გღლის. ვოლკერს დავუბრუნდები, ის კრეატიული და ძალიან კარგი სტრაიკერია, მაგრამ მარტო სტრაიკინგით ჯონსთან ვერაფერ იზავს, რადგან მაშინ ის შეეცდება პარტერში ჩაგიყვანოს. ამიტომაა იგი იმარჯვებს როგორც დგომში ასევე პარტერში.
8)
მარკ რუფუსი, რუფუს მმა, ენტონი პეტისი, სერხიო პეტისი, პოლ ფელდერი, ტაირონ ვუდლი, - ჯონსის გასაღები ყოველთვის არის მისი კარგი ჭიდაობა და ამასთან მისი უძვირფასესი სტრაიკინგი. მის მოწინააღმდეგეებს არასდროს შეუძლიან კონცენტრირება ზუსტად ამის გამო. დღემდე ვერავინ ვერ შეძლო ეჯობნა მისთვის ჭიდაობაში და შეეჩერებინათ იგი. ბევრჯერ ქონია ბევრ მოჩხუბარს მცდელობა, რომ მთავარი დარტყმები მიეყენებინათ თავში, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი ჯონსი მუდამ მშვიდი რჩება. დააკვირდით, როცა დარტყმას უპირებენ ჯონსი ყოველთვის იფარებს ხელს სახეზე და მეორე ხელით მუდმივად ხელში ეხება მოწინააღმდეგეს და ამით დარტყმაში ხელს უშლის. ზუსტად ასე იქცევიან გგგ და ლომაჩენკოც ბოქსში. თუ გინდა ჯონსი გამოიწვია ყველაფერი ეს უნდა გაითვალისწინო.
9) დენ კასტილო, თიმ ალფა, კოდი, ფეიბერი და ა.შ. - ჩემი აზრით ჯონსის დამარცხებისთვის 3 ნიუანსია საჭირო, მუდმივად წინ წასვლა, ადრეუნ რაუნდებში უნდა დაცალო იგი ენერგიისგან და იხმარო ჯები და ოვერჰენდი. მაგრამ არის შემდეგი რამ. როდესაც მასთან ახლო მიხვლა იგი ყოველთვის იყენებს იდაყვებს, რის მერეც ადამიანი ვარდება. უნდა ცადო ადრეულ რაუნდებში მისი გდება, რომ დიფენსზე დააფიქრო. შემდეგ შეძლებ სრულად გამოიყენო სტრაიკიგნი, ეს ყველაფერი თუ მოხერხდება საწყის 10 წუთში უნდა შეძლო.
10) ედი ჩა, ფაით რიდი მმა, ჰენრი სეკუდო და ა.შ. - ყველას აქვს სუსტი წერტილები, მაგრამ საჭიროა ვინმე ვინც ამ სუსტ წერტილებს გამოიყენებს. ჯონსი ყოველთვის აკეთებს გდებას და თუ შენ დიფენსი არ გაქ მაშინ ცუდადაა საქმე. მასთან ძალიან რთულია ჩხუბი, რადგან ცაციაა და თან ორმხრივი დგომი აქვს. აქვს ძალიან უხერხული კიკები, კიკები მუხლში და ჯები. სრულიად განსხვავებული მოჩხუბარია. გირტყავს ისე, რომ შენგან შორს რჩება. მისი კიკები ცალკე თემაა. უყურებ, რომ ფეხი შუალედში მოდის, და ბოლო მომენტამდე ვერ იგებ ლოუ კიკი მოგხვდება თუ ჰაი კიკი. ბევრი ცდილობს, რომ არ შეიტყოს მისი კიკები, მაგრამ დაზიანება დიდია. უნდა ეცადო, რომ ყველანაირი დარტყმით არ მოასვენო, ეს იქნება ლოუ კიკი ჰაი კიკი და მარცხენა ჰუკი. მარცხენა ჰუკი ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესოა მის წინააღმდეგ.
დენიელ კორმიე - მოვიდა ჯონსის შემდეგ ჩხუბიც და რჩევას მივცემდი სანტოსს. უბრალოდ გადი და იჩხუბე. ჯონსთან ვერ დაგეგმავ, რომ მე ამას შევასრულებ ან ამ გეგმას მივყვები. უბრალოდ აზრი არ აქვს. გადი და აკეთე ის რაც იცი, მეტი არაფერზე არ იფიქრო. ეცადე მხოლოდ შენ საუკეთესოზე კონცენტრირდე. მას ყველაზე რთული ბრძოლა ექნება და როცა ჯონსთან გავა მიხვდება, რამდენად რთულია ჯონსის გაბარიტებთან გამკლავება