ხო აი რატო უნდა გახვიდე ყველა მოწინააღმდეგესთან სუპერ მომზადებული...
როგორი ტაქსის მძღოლიც არ უნდა იყოს მაინც...
ვალინი არ იყო ტაქსის მძღოლი და არც ცუდი მოჩხუბარი მარა:
სტამინა 1/10 (6 რაუნდიანი მატჩისთვის იყო მზად)
სისწრაფე 2/10
დაცვა 3/10
დარტყმის ძალა 4/10 (ის ქათი უბრალოდ გამართლება იყო, საჭირო დროს საჭირო პოზიციაზე და საჭირო მიმართულებით)
გეგმა ბრძოლისთვის 8/10 (კორპუსში მუშაობდა კარგად საწყისს რაუნდებში)
ფიურის მამამ სწორი კომენტარი გააკეთა, ეს თავისი ტრენერი ბენი აფუჭებს ფიურისო, მე ვეუბნებოდი ის პატარა ბიჭი აღარაა წონებში ეგრე ათამაშო თქო, 31 წლისაა თქო... მაინც უფრო დააკლო წონა და უფრო დაბალი გაიყვანა ვიდრე ვაილდერთანო, იმიტომაც გამომშრალი იყო და ვერ მოძრაობდა, ვერც აცელებს აკეთებდა და მალეც დაიღალაო...
ტაისონ ფიური საშინლად გამოიყურებოდა, რაუნდებს იგებდა და დომინირებდა რაღაც რაუნდებშიც ... მარა როგორც მაგ კლასის მოჩხუბარი საშინლად გამოიყურებოდა... სტამინაც მალე მოუკვდა და დაიღალა ძალიან მალე, ეგეც თვალი ხომ არაა... ბედზე გადარჩა რომ ეს ბრძოლა არ გააჩერეს... სუფთა ბედზე.... მადლობა თავის ქათმენს რომელსაც ბონუსი ეკუთვნის, კარგად უმალავდა ქათს რაუნდიდან რაუნდამდე.
ვაილდერი რომ ამ ტაისონს შეხვედროდა 3-4 რაუნდში დაანოკაუტებდა...
თებერვალში თუ შეხვდა ვაილდერს როგორც ჩანიშნულია, ვაილდერი მოუგებს მარტივი გეგმით - მარცენა ჰუკი თვალში და მარჯვენა პირდაპირი.... თვალი ისევ გაუსკდება და ვაილდერი ვალინი არაა უყუროს 9 რაუნდი, გაიტანს რიგნიდან ან სისხლის აბაზანას მოუწყობს და გააჩერებენ. ----------------- და ეს ფიურის ფიზიკურ ფორმას რომ თავი გავანებოთ, არასწორად იყო ფიზიკურად მომზადებული ბრძოლისთვის - არც ამას აპატიებს ვაილდერი ქათს რომ თავი გაანებო
ეგეთ ქათს სულ ცოტა 1,5 წელი უნდა რომ კარგად მორჩეს.... სულ ცოტა 1,5 წელი****
სხვა შემთხვევაში ნებისმიერი ოდნავ ძლიერი დარტყმაც კი გაუხსნის თვალს მაგ წონაში.
მოკლედ უმჯობესია ვალდერს არ შეხვდეს, თებერვალი ხომ საერთოდ დაივიწყოს და მაისში თუ გადადო - ეგეც დავიწყოს.

ტაისონის ქათი....
პ.ს.
ყოჩაღ მაინც ტაისონს რომ ბოლომდე იდგა და იბრძოლა... მაგ ფორმიდან და მაგ მდგომარეობიდან ყველაფერი გააკეთა რომ მოეგო...
მინუსი მაგის ტრენერს და პლიუსი მაგის ქათმენს