ინტერნეტისგან შორს ვიყავი, ვერ დავწერე მოსაზრებები...
წინა კვირა:
შაკურ სტივენსონი იზრდება... მარა ჯერ ადრეა საჩემპიონო ქამარზე ფიქრი ჩემი აზრით.
ჯერალდ ვაშინგტონმა - რობერტ ჰელენიუსი დაანოკაუტა... ძლივს მოიგო ვაშინგტონმა რაღაც... რობერტ ჰელენიუსი კიდე კარგა ხანია უკვე გაირკვა რომ მაღალი ფინელი პარიკმახერია :დ
ჯაგერნაუთს რაც შეეხება, ცუდია რომ 12 რაუნდი მოუწია კარგა ხანს პრაიმს გაიცლებულ ჯენინგსთან... და სისწრაფე... ვტფ? მაგ სისწრაფით არ ვიცი რას გაქაჩავს.
დუბუა - ბრავო, მოიგო კარგად, თან ბევრი ზეწოლა იყო მასსზე ჩხუბამდე რომ წააგებდა და ამბები... მაააგრაამმმ ძალიან ძალიან ძალიან ბევრი აქვს ჯერ სამუშაო და სასწავლელი, რა საჩემპიონო ბრძოლა კაცო?! რა 2020-ში?.. არც გაბედოს... დილიან ვაითი ან პარკერი ისე ცემენ მაგას ჯერჯერობით რომ მწარედ.
მომავალი:
აგვისტოში რუსეთში - კოვალიოვი ვს ანტონი იარდე <3 ამას ძაან ველოდები...
შემოდგომაზე კონტრაქტი დაიდო უკვე - გვოზდიკი ვს ბეტერბიევი.... მაგარი იქნება.
შესაბამისად ის ტკბილი ნოკაუტი სექტემბერში, სადაც კანელო ალვარესი ბოდი შოთით ჩაკეცავდა კოვალიოვს გადაიდო დროებით
სექტემბერში კანელო - მანგუია იქნება ალბათ ან არ ვიცი... ყოველივე რიგში კოვალიოვი გაიმაზა.
და ბოლოს ერთი სახალისო ინფორმაცია:
ჰიუ ფიური იძახის რომ ამ გამარჯვების მერე (ბებერ კუბოდან ამდგარ სამუელ პიტერთან) ტოპ 5 ჰევივეითში შედის
წაუგებელი ვარ ფაქტიურადო, პარკერთან ჯადჯებმა გამძარცვესო, როცა მოვიგე ეგ ბრძოლაო...
და პულევთან კიდე, ისედაც დაზიანებული თვალით გავედი და იქ ქათი ავიკიდე კიდეო... და მაგ ქათით რაც ვიბრძოლე კიდე,
ხალხს უნდა დაეფასებინაო...
მოკლედ შეიყვანა ტოპ 5-ში თავი:
1). ტაისონ ფიური
2). ვაილდერი
3). რუიზი
4). ჯოშუა
5). ჰიუი ფიური
ფანტაზია ქონია სასწაული...