მოვემზადოთ დიდი კვირაა კრივში.
დღეს ამერიკაში თეოფიმო ლოპესი შეხვდება იაპონელ ნაკატანის. ანდერკარდზე დადაშოვი ვინმე პუერტორიკოელს ეჩხუბება.
ხვალ ინგლისში მძიმეების დიდი შოუა:
უაითი - რივასი. აქ არამგონია რივასმა დიდი წინააღმდეგობა გაწიოს. ცოტა თუ არ გაინძრა ადვილად მოუგებს უაითი ქულებით. ერთი პანჩერის შანსი აქვს რივასს.
ალენი - პრაისი. მგონია რომ ალენი დაღლის და ბოლოსკენ დააგდებს პრაისს.
ჩიზორა - შპილკა. ეს ძნელი სათქმელია. არ ვიცი რა ფორმაშია ან ერთი ან მეორე. მე აქ პოლონელი აუტსაიდერისკენ ვარ.
და ბოლოს ხვალ ამერიკაში პაკიაო - თურმანი. აქაც არ ვიცი ვინ როგორ ფორმაშია მაგრამ ნომინალურად პაკიაოსკენ ვიხრები. ქულებით გაიმარჯვებს. ანდერკარდზე ლუის ნერია ჩემთვის საინტერესო. ვეტერან პაიანოს ხვდება. ეს ის პაიანოა ინოუიემ ერთ წუთში რომ დაანოკაუტა. ვნახოთ ნერი როგორ გაუმკლავდება. სწორედ ნერის განვიხილავ ინუეს სამომავლო მოწინააღმდეგედ. ასევე ანდერკარდზე აჯაგბა ვინმე აქამდე წაუგებელ თურქს, დემირზენს ხვდება. იმედია კაი ტესტი იქნება ნიგერიელისთვის.