სალამი საზოგადოებას
JorgeFonsecaგილოცავ შენი კაცის წარმატებას, მაგარი ბრძოლები ჩაატარა. მართალია, ლიპარტელიანს მოუგო, მაგრმა, მთელი გულით ვგულშემატკივრობდი.
ცალი თვალით ვუყურებდი, ვაზარი რომ აიღო, მაშინ მოვიდნენ მაინცდამაინც სტუმრები სათათბიროდ და 1 საათის მერე გულის კანკალით შევედი შედეგების სანახავად´-.ხომ არ წააგო-მეთქი

საბედნიეროდ, გადარჩა ნიპონ ბუდოკანი "სოიუზ ნერუშიმის" გუგუნს. მადლობა ჟორჟეს ჟორჟიიდან
------
ახლა, ნაკრებს რაც შეეხება:
ბოდაველი წიხლით არის გასაგდები. ვინც მაგას აბარია, არათუ ვერ ვითარდებიან, არამედ, რეგრესირებენ ყოველმხრივ.
60კგ-ლუხუმას შეულოცა ავალიანმა, ცემით დაემუქრა (გამგებლობისდროინდელი გამოცდილების გათვალისწინებით), თუ რა უქნა, ეგ არ ვიცი

, მაგრამ, ფაქტია-სულ სხვანაირად წარმოჩინდა. თუ მართლა ავალიანმა ასწავლა ეგენი-სგ მაგას. არ გააკარონ გამგეობას და პარტიულ საქმიანობას ავალიანი და ჩააბარონ თანამოკუთხე სპორტსმენები. შედეგია უზარმაზაააააააარი-ფაქტია!
ადრე მარტო ჯაჯგურობდა ლუხუმა და ელოდებოდა მომენტს, როცა კონტრის გაკეთება შეეძლებოდა და ამასობაში, ან თვითონ აგდებდნენ, ან-შიდოებს ახუტებდა მსაჯი და ხსნიდა. ახლა ილეთებიც ისწავლა, გამოცდილებაც მოემატა, ეტყობა და იმის ალღოც შეიძინა, კონტრი როდის და როგორ გააკეთოს

თან, სტილი აქვს ისეთი, რომ მაგის შესწავლა რთული იქნება და, უნდა ისარგებლოს ამით, ყოველმხრივ...
პაპინაშვილი რაც არის-ეგ არის. არც პროგრესი, არც-რეგრესი. ალბათ 1-2 წელს გაძლებს კიდევ, იჭიდავებს ხანდახან დამამშვიდებლებში.. კაცმა რომ თქვას, პატარაც აღარაა, 31 წელი სოლიდური ასაკია.
კონკურენციის შედეგი აშკარაა მაგ წონაში.
66კგ-სამწუხაროდ, ვაჟა ჩამოყალიბდა არასტაბილურ და ცანცარა სპორტსმენად, რომელიც ვეღარ აფასებს სიტუაციას ადეკვატურად და შესაძლებლობებსაც არ უფრთხილდება

ბაგრატას დიდი იმედი არ მქონია (მით უფრო, ბადის გათვალისწინებით).
გამოსავალი არის, ალბათ, რაც შეიძლება ინტენსიური დატვირთვა ერთისაც და მეორისაც, რომ ოლიმპიადაზე საუკეთესო წავიდეს.
73კგ-ლაშას დიდ პატივს ვცემ შრომისმოყვარეობის და მონდომების გამო და გარდა ამისა, როცა წონაში შოჰეი ონოსნაირი დომინანტია, იქ მართლა ძალიან ძნელია რაიმე იმედის ქონა. ფაქტია, რომ ვერც ლაშა და ვერც რომელიმე სპორტსმენი, ანისა და ჰაშიმოტოს გამოკლებით, ახლოსაც ვერ უდგება იაპონელს.. ამის მიუხედავად, რაკი ლაშას გარდა არჩევანი არაა ჯერ, იქნებ მაინც რამე მოძრაობა გაეკეთებინა ფედერაციას. ბოდაველი რომ გასაგდებია, უკვე დავწერე. მწვრთნელი შეუცვალონ შავდათუაშვილს აუცილებლად და რეიტინგი ისე შეურჩიონ, როგორმე, რომ ოლიმპიადაზე ონოს (რომელიც განთესილი იქნება) ასცდეს ნახევარფინალამდე...დანარჩენს მოახერხებს როგორმე.
ძალიან ცუდია, რომ კონკურენტიც არ ჰყავს. ბახბახაშვილი რომ იყო პატარებში-სულ დაიკარგა. ნაგლიაშვილზე იძახდნენ-ბევრს იკლებსო და იქნებ, ეგ ჩაერთოთ კონკურენციაში. ხომ თავისუფალია ახლა. კონკურენციის გარეშე არ გამოვა არაფერი.
81კგ-ლუკას მედალმა ძალიან გამახარა. აქ დაიწერა რაღაცები, რომ მოლაეიმ დაუთმოო და ა. შ. ვერ დავეთანხმები ლუკას მედლის ასე გაუფერულებას. ცხადია, მოლაეი სტრესულ მდგომარეობაში გავიდა საჭიდაოდ, მაგრამ, ეგ ლუკას ბრალი არაა. იქნებ, ლუკამაც ინერვიულა, ვიღაც ეგვიპტელთან უაზროდ წაგების გამო? გარდა ამისა, მოლაეის საკმარისზე მეტი მიზეზი ჰქონდა, რომ მოტივაცია მოეკრიბა-როცა მსოფლიო ჩემპიონი ხარ, სად უმედლოდ დარჩენა და სად-პრესტიჟის ბრინჯაო? მაგ დროს ჯერ კიდევ არავინ იცოდა, მუკი მოიგებდა, თუ კასე. შეიძლებოდა, კასეს მოეგო და ისრაელის ჰიმნიც არ დაკრულიყო. გარდა ამისა, პარიზის გრანსლემზე იგივე სიტუაციაში ძალიანად მოტივირებულმა იჭიდავა მოლაეიმ, თვით ხალმურზაევი დააგდო მესამე ადგილისათვის ბრძოლაში და მერე დაჯილდოებაზე არ გავიდა (ამაზე ვერავინ დაძრახავდა ახლაც). ერთი სიტყვით, მე "დადგმისა" ვერაფერი დავინახე მოლაეის წაგებაში.
ამის მიუხედავად, ლუკას ძალიან ბევრი აქვს სამუშაო. ძალიან გახსნილად ჭიდაობს-კონტრის დიდ შანსს აძლევს მოწინააღმდეგეს. არ გამოადგება ასეთი მიდგომა არაფრით. ილეთების მრავალფეროვნებაც უნდა გაზარდოს. უნდა იცოდეს, რომ უკვე მოხვდა თვალთახედვის არეში და ყველა იმუშავებს მისი სუსტი მხარეების შესწავლასა და მასში ჩარტყმაზე.
კარგს იზამენ, თუ არ დაუბევებენ ახლავე ადგილს და გრიგალაშვილსაც ჩართავენ კონკურენციაში ოლიმპიადამდე.
ისე კი, მაინც მგონია, რომ ოლიმპიადის მერე 90-ში ავა ლუკა და 81-ში გრიგალაშვილი და ახალკაცი იქნებიან.
90კგ-კარგა ხანია, იმ აზრისა ვარ, რომ ბექა ერთი დიდი "ეეჰ" გახდა. საერთოდ არ ველოდი მისგან არაფერს, იმიტომ, რომ ერთნაირი ალბათობით შეიძლებოდა რომელიმე სინჯის მედალიც აეღო და სულ უმედლოდ დარჩენილიყო. სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი მოხდა.
არ ვიცი, მაგ ბიჭს რა ეშველება, იმდენად უაზროდ და არასწორად წაიყვანეს მისი კარიერა ცუდმა მწვრთნელებმაც და მისმა საკუთარმა სიჯიუტემაც. მწვრთნელი უნდა შეიცვალოს 100%, თუ რაღაცის პრეტენზია აქვს. გაისად ოლიმპიადამდე ალბათ კიდევ გამოჩნდება რაღაცები, თუმცა, 90-ში მასობრივ გარღვევას არ ველი. ჭრიკიშვილი ბექაზე უფრო სუსტად გამოიყურება, პაპუნაშვილი საშუალო დონის ძიუდოისტია, რომელიც ფინალს ვერასოდეს მოიგებს-არც ტექნიკა უწყობს ხელს, არც ტაქტიკა და არც ფსიქოლოგია.
უფრო მაისურაძის იმედი მექნებოდა მაგ წონაში, თუ 90-ში გადავიდოდა. ბექაური ჯერ პატარაა და არ ღირს იმედების დამყარება.
100კგ-ლიპარტელიანი დაბერდა. ტრავმებიც აწუხებს, როგორც ჩანს. დღეს მინაშკინაც და იდირთანაც იმდენად მძიმედ გამოიყურებოდა, რომ აღარ გამკვირვებია ფონსეკასთან წაგება.. გაისად ოლიმპიადამდე მიატანს, შეიძლება, ვერცხლი ან ბრინჯაოც აიღოს, მაგრამ, იმის იქით-სერიოზული ეჭვი მეპარება უკვე. დღეს წინანდელის აჩრდილს გავდა.
არ ვიცი, მაგ წონას რა ეშველება. სანებლიძეს ტექნიკა კარგი აქვს, მაგრამ, ჭკუით ვერ ჭიდაობს და ფიზიკურადაც უჭირს. 90 იდეალური იქნებოდა მისთვის, მაგრამ აწი რაღას მოახერხებს უკან დაბრუნებას..
+100-ჯერ არ ვიცი. იმედია, გურამა მზადაა ტიტულის დასაცავად. თავი უნდა გაიგიჟოს და შეინარჩუნოს ჩემპიონობა-ეს დიდ მორალურ უპირატესობას შემატებდა საოლიმპიადოდ, მაგრამ, სადაც ის ძიუდოზავრია, იქ უკვე ყველა იმედი ქრება... ასეა თუ ისე, 2X მსოფლიო ჩემპიონობა მაინც შერჩებოდა, ბარე 40 წელია, აღარავინ გვყოლია ეგეთი.
---
რა აჩვენა ამ მსოფლიომ

1) იაპონელები არ არიან დაუმარცხებლები. მთავარია, დაკომპლექსებული არ გახვიდე მათ წინააღმდეგ საჭიდაოდ და, ეგენიც ეცემიან, მ.შ. საკუთარი მაყურებლის წინაშეც.
2) გამონაკლისი, რა თქმა უნდა, ონოა, რომელზეც უკვე დავწერე ზემოთ

იმჰო, ონო რინერზე ბევრად დიდია და ეს ამ მსოფლიო ჩემპიონატმაც აჩვენა. რინერი არის 90% აღნაგობა და 10% ძიუდო, ონო-პირიქით.
3)ხანდახან მაგრად მიჰქარავენ ჯაპანებიც. როცა ნაგასე გყავს, იქ ფუჯივარა ვის დაჰკარგვია?
4) ძიუდოს გეოგრაფია გვარიანად გაიზარდა, მოიმატა კონკურენციამ და მედლებს ისეთი ქვეყნებიც იგებენ, რომ ვერც იოცნებებდენ ამ ათიოდე წლის წინ (კოსოვო საერთოდ არც არსებობდა).
5) ამ ფონზე, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ მომზადებას.
6) როცა ნონსტოპ რეჟიმში ჭიდაობ და დიდი მოტივაცია გაქვს, ვერც იაპონელი გიდგება წინ, ვერც სოკარი და ვერც-პუტინი.
7) ზოგს ცოლის შერთვა შველის და ზოგსაც-გაყრა. აბა, რას მივაწეროთ ვან ტ'ენდის ასეთი პროგრესი. ეტყობა, სიქას აცლიდა კლარისა. დაცილებულან და, მოიცალა ძიუდოსათვის კაცმა.
8) ფრანგი მწვრთნელების დიდი გამოცდილება გოგონების ნაკრებთან მუშაობაში იქნებ, როგორმე აღიაროს ჩვენმა ფედერაციამ და ჩამოიყვანოს ვინმე იქაური სპეციალისტი, თორემ კიდევ ბევრი წლის განმავლობაში მოგვიწევს პირდაღებული ცქერა, როგორ ინაწილებენ გუნდურის მედლებს სხვები.
ადრე, როცა გუნდურს ჭიდაობდნენ,, უფრო ინარჩუნებდნენ ერთიანობას. ახლა ვეღარ ჭიდაობენ და კიდეც ჭამენ ერთმანეთს. ეფიქრა ფედერაციას იმაზე, რომ გოგონების შეყვანა ნაკრებში და მთლიანი გუნდის ერთად ასპარეზობა მორალურადაც გააჯანსაღებდა ნაკრებს და გააუმჯობესებდა ურთიერთობებს.
უფ, რამდენი ვწერე
This post has been edited by Solveig on 30 Aug 2019, 19:01
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!