მე პირადად 10-დან 4 ბალს დავუწერდი საქართველოს გამოსვლას მსოფლიოზე. ისიც ლუხუმას და ლუკას გამო.
60 კგ: ლუხუმას მოულოდნელი ოქრო გასაგებია, მაგრამ პაპინა სად იყო და რა უნდოდა ვერ გავიგეთ. საკმაოდ იოლი ბადე ვერ გაიარა.
66 კგ: სრული ფიასკო - მარგველაშვილს სასათბურე პირობებმა აწყინა და სამწუხაროდ, მისი ჭიდაობის აღარ მჯერა. ამ ბადეს რომ ვერ გაივლი, უნდა წახვიდე სახლში. ნინიაშვილს რთული ბადე ჰქონდა და წარმოუდგენელი იყო შედეგი გაეკეთებინა.
73 კგ: კონკურენციის არარსებობამ შეიწირა სამწუხაროდ შავდათუაშვილის კარიერა. გასაგებია, რომ ონოს ვერავინ მოუგებდა, მაგრამ ზოგადად აღარც შავის წარმატების მჯერა.
81 კგ: მაქსიმუმი გააკეთა მაისურაძემ და მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა. რომ არა მსაჯები, შეიძლებოდა ფინალიც დაედო, მაგრამ ბრინჯაოც ძალიან მაგარი მისგან.
90 კგ: აქ რა კომენტარი უნდა გავაკეთო აღარ ვიცი უკვე. ვერავინ იტყვის, რომ ღვინიაშვილი დაუმსახურებლად წავიდა მსოფლიოზე და ვინმე დაიჩაქრა, მაგრამ
100 კგ: ამბობენ ტრავმა ჰქონდაო ლიპოს, მაგრამ რატომღაც არ მჯერა და მგონია, რომ უბრალოდ ფორმაში ვერ იყო. ალბათ კარიერას მსოფლიოს ოქროს გარეშე დაასრულებს.
+100 კგ: სრული ფიასკო, მაგრამ მიწაზე დასაშვებად დროული იყო. ახლა რომ თუშიშვილს მსოფლიო მოეგო კიდე, დარწმუნებული ვარ, რომ ოლიმპიადაზე ვეღარაფერს იზამდა ისე აუვარდებოდა თავში. დაჯდეს ახლა მწვრთნელებთან, გაანალიზოს და მოემზადოს ოლიმპიადისთვის.
ვინ უნდა წავიდეს ოლიმპიადაზე:
60 კგ: ლუხუმა (პაპინა ვეღარ გაუწევს კონკურენციას ალბათ)
66 კგ: მინიმუმ 3-4 ტურნირმა უნდა გადაწყვიტოს ამ წონის ბედი (საქართველოს ჩემპიონატის და თბილისის გრან პრის ჩათვლით)
73 კგ: სამწუხაროდ შავის იქით გზა არ გვაქვს
81 კგ: ლუკამ დიდი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ტატოც უნდა ჩაერთოს კონკურენციაში. და სხვებიც ვისაც რამის თავის აქვს
90 კგ: დარწმუნებული ვარ, ბექა ისევ მოიპოვეს უპირატესობას კონკურენციაში, მაგრამ იქ რას იზამს აღარ ვიცი
100 კგ: ლიპარტელიანი
+100 კგ: თუშიშვილი უნდა წავიდეს, მაგრამ კონკურენციით და არა წინასწარ დაკავებული ადგილით