Diazმაგაშია მთელი ინტერესი, რომ ფერგიუსონს გდების არ ეშინია.
ყველამ დააგდო ვინც კი სცადა და ხაბიბს არ გაუჭირდება მითუმეტეს.
მაგრამ ვინც კი ფერგი დააგდო, თვითონვე გაუხდა სანანებელი

1. ფერგიუსონი ჩასვრილი არ გავა, როგორც ყველა სხვა (მოგების მაგივრად გდებისგან რომ იცავენ თავს სანამ შეუძლიათ).
2. ფერგიუსონს ძალიან ცუდი პრესინგი აქვს (რისი მსგავსიც ხაბიბს არ უგრძვნია ჯერ)
3. ფერგიუსონი დაღლილი არ გვინახავს არავის (მე გამძლეობაში სერიოზულ უპირატესობას მივცემდი, მაგრამ თუ მოახერხა ხაბიბმა და 70-80% პარტერში გაატარა, ეგ უკვე საინტერესოა. ძალიან არათანაბარი დატვირთვა მოდის ხაბიბზე და ქვეშ მოქცეულ მოწინააღმდეგეზე).
4. ხაბიბი გეგმაა თავიდან ბოლომდე, ძალიან მაგრად ჭიდაობს და ყველა ყველა ილეთი აქვს მაქსიმალურად დამუშავებული. ფერგიუსონი პირიქით, ადაპტაცია და მოულოდნელობა.
ჩემი აზრით ორივეს მე-4-5 რაუნდში მოგებაზე ექნება გათვლა. და რასაც პორიესთან ბედავდა ხაბიბი, მსგავსს არაფერს ვნახავთ.
MMA-ს ისტორიაში შესატანი ბრძოლაა, ირკვევა ვინაა საუკეთესო ლაითი.