ფერგიუსონიც ადვილი დასაგდებია, სად ნახეთ მაგისი დიფენსი?
როცა უზარმაზარი უპირატესობა გაქვს პარტერში და ვიღაც ძალით გეტენება ქვემოთ ჩავიდეთო, თავის დაცვას არ ეცდები.
ფერგისა და დიაზის შედარებისთვის პეტისი გამოდგება, მაგას ორივე თავის წონაში შეხვდა და არც ისე დიდი ინტერვალით.
ორივემ დამაჯერებლად მოუგო, მაგრამ განსხვავება მაინც ძალიან დიდია,
ტონი ცხოველია.
მაგ სტილით სხვა ვერავინ ვერ მოიგებდა, ვერ გაუძლებდა იმას, რასაც ეგ იტანს.
ყველა იჩხუბებდა ფრთხილად, დისტანციიდან, გამოფიტავდა მოწინააღმდეგეს და პარტერში დაუსრულებდა.
ეს პირდაპირ მიდის და რაც ხდება კი გაქვთ ნანახი არაერთხელ
ჩხუბი უყვარს, თვითონ პროცესი უმეტესობისგან განსხვავებით.
დიაზი ჩავა კი ლაითში რომ დასჭირდეს? ან როგორი ჩავა... ტონი კიდევ შეიძლება ავიდეს ზემოთ, მაგრამ ამდენი ხანია იდეალურადაა ლაითს მორგებული, არც კლება უჭირს, არც ძალა აკლია და არც გამძლეობა. ორგანიზმი არ ითხოვს ზემოთ ასვლას და ასე იძულებით არ მჯერა დიდი წარმატებების.
ჩემი აზრით ლაიტში დონი შეჭამს დიაზს, ეგაც თუ შეძლო ჩასვლა. აბსურდული მგონია, მშვენივრადაა დიაზი იქ სადაცაა.
აი ველტერში ალბათ 50/50 თუ ტონიმ მორიგი საოცრება არ დადო 4 თვეში გამოჯანმრთელების ვარიანტში.
მე ტონისთან მასვიდალის ჩხუბს ვნახავდი სიამოვნებით ლაითში.