უმაგრესი ივენთი იყო. აი უმაგრესი. ნეტავ სულ ასეთი და უკეთესი ივენთები ვნახოთ.
Edmen Shahbazyan - ძალიან ტექნიკური, სუპერ გათვლილი ახალი ტიპი მიდლვეითში. ცოტახანში ტოპ 5-ში ვხედავ. თუ არ ვცდები 11-დან 10 ბრძოლა პირველ რაუნდში აქვს მოგებული.
Shane Burgos - Makwan Amirkhani - უბრალოდ განადგურება. ამირხანის კარდიო არაფრად არ ვარგა და როცა მაქს ჰოლოვეის წონაში ხარ, კარდიო-მანქანა უნდა იყო. ისე ვერ გაქაჩავ. ყოჩაღ შეინს რომ შეატყო დაღლა და ბადიზე დაიწყო დამუშავება. სადაც ბადიზე ამდენი მოარტყა, ახლო ნოკაუტიც არ იყო მოულოდნელი. წონით და აღნაგობით აღემატებოდა აშკარად.
Corey Anderson Johnny Walker - ხაბიბი-კონორი გამახსენდა. ელოდები თეიქდაუნს, ხელები ქვევით გაქვს ჩამოშვებული და ბუმ! ოვერჰენდი ბეიბი! სუპერ დეკლასი კორის მხრიდან. მაგ ოვერჰენდის მერე უოკერი ის აღარ იყო, რაც უნდა ყოფილიყო. ჩემი აზრით, კორი და რეიესი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და მერე გამარჯვებული ქამარზე გავიდეს მეფესთან.
Kevin Lee Gregor Gillespie - არცერთის წაგება მინდოდა. ჩემთვის იდეალური იქნებოდა თუ ფრე დამთავრდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ფირასის ხელმა თავისი ქნა. თავიდან ძალიან თანაბრად მიდიოდა ბრძოლა. ჯებებით გატენეს ერთმანეთი, მაგრამ კევინმა არსაიდან გაჩითა ჰედქიქი. ძალიან კარგი თაიმინგი ყოჩაღ.
Stephen Thompson Vicente Luque - აი ზუსტად ისეთი ბრძოლა იყო როგორსაც ველოდი, ერთი-ერთში. აგრესიული მეტოქე აკენწლა ვანდერბოიმ. ვინც აგრესიულად მიუდგა ვანდერბოის ყველამ ინანა. პირველი რაუნდი თანაბარი იყო. მეორე მესამეში ჩვეულებრივი აკენწვლა ვანდერბოის მხრიდან. მეორედან დაიჭირა საკაიფო თაიმინგი, დისტანცია და მხოლოდ ქაუნთერებით აღარ შემოიფარგლებოდა. თვითონაც მშვენიერი ინიციატორი იყო ხოლმე.
Darren Till Kelvin Gastelum - საშინელი ჩხუბი იყო, მაგრამ ტილის თავდაცვა და კუთხეების მოჭრა მომეწონა ძალიან. გასტელუმი არაფრად ვარგოდა.
Jorge Masvidal Nate Diaz - დეკლასი და კატა-თაგვობანა თუ რამეს უნდა ერქვას, აი ამას ჰქვია.
* * *
ადესანია დარენ ტილს სწავლობს :დ
https://www.instagram.com/p/B4Y4_XHJ-oR/ This post has been edited by zeppelnick on 3 Nov 2019, 10:40