სიტუაცია ცოტა "გაიასნდა" ამიტომ მოდით ვიმსჯელოთ ვინ რა მოიგო და რა დაკარგა.
თეთრი.
თუ დეინა მოცემულ სიტუაციაში ივენთს, მონაწილეების დავირუსების გარეშე ჩატარებას უზრუნველყოფს, მისი მადლიერი ისინიც კი იქნებიან, ვინც საბრძოლო ხელოვნებით განსაკუთრებით არ ინტერესდებიან.
მავანი იკითხავს, ტონი რომ ნამდვილ ქამარზე არ აჩხუბაო?
ვპასუხობ:
- ბიზნესი და სამართლიანობა ყოველთვის ერთად არ ძოვს. ხაბიბი და კონორი დანას საქმიანობის მეწველი ძროხები არიან და სანამ კომბლეს წაგების გრაფაში 0 უწერია, მანამ მის ხუშტურებს თეთრი აქმდეც იტანდა და კიდევ აიტანს.
საკმარისია, პრომოუშენში ხაბიბი ვინმემ გაასაზიზღროს, ტირამისუს ტრაკის თამაშიც ეგრევე დამთავრდება და ურჩობის შემთხვევაში გახსნილი კონსერვის ქილასავით მოისვრიან, დაახლოებით ისე, როგორც საიბორგს გაუკეთეს.
ხაბიბი.
ძალიან არ გაუმართლა, ივენთი რომ ტარდება, რადგან 18 აპრილიდან მოყოლებული მუდმივად თავის მართლების რეჟიმში იქნება. ეს კი არც ისე სასიამოვნოა.
არ ვამტკიცებ, რომ ხაბიბს ტონის შეეშინდა, მაგრამ, ჩემი აზრით, პორიესთან ბრძოლის შემდეგ, მსოფლიო ტურნეებმა, ლექციებმა, შეხვედრებმა და სხვა სადღესასწაულო ივენთებმა ისედაც წონის ზრდისკენ მიდრეკილი სპორტსმენი, ფორმიდან სრულიად ამოაგდო.
ყველა მებრძოლმა ძალიან კარგად იცის წონის გასაკეთებლად თუ რამდენს უნდა იწონიდეს კემპის დასაწყისში, ბრძოლამდე 1 თვით ადრე და ა.შ. ტირამისუ მიხვდა, რა რომ დარჩენილ დროში ჯანმრთელობის ნგრევის გარეშე წონის გაკეთების შანსი არ ქონდა, სასწორზე ქამრის დაკარგვის შესაძლებლობის თავიდან ასაცილებლად, ჩაიფიქრა მასკარადი, რომლის განხორციელებაში რექორდში 0-ის და ტიტულის შენარჩუნების მიზნით, თეთრიც დაეხმარა.
პუტინის მლოკავი რომ ამბობს, ყოველთვის პირველი ვარო, ამაში მართალია. ბუნებრივია, სანამ ტონის არ შეხვდება ფორმალურად ყოველთვის პირველი იქნება.
ძალიან დიდი ალბათობით, მოსალოდნელი რამადანის და თანმდევი უვარჯიშობის 1 თვიანი ინტერვალის გამო, ხაბიბი წონას ვერც აგვისტოში გააკეთებს და თუ მაინც მოახერხა, ისე იქნება დასუსტებული, რომ ვისაც არ უნდა შეხვდეს ტიტულის შენარჩუნება, იდეაში ძალზე უნდა გაუჭირდეს.
ტონი.
ჰოლოვეისთან დროებით ქამარზე ჩხუბზე უარის თქმა, როგორც აღმოჩნდა, შეცდომა იყო. არავინ დაიჯეროს, რომ ფერგის წაგების და დროებითი ქამრის ვერ აღების შემთხვევაში მას ხაბიბთან სატიტულე ჩხუბის გარანტიას ვინმე მისცემს. თეორიულად ეს მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს თუ ნურმაგომედოვი გაჯიუტდება და მაინც და მაინც ტონისთან ჩხუბს აიხირებს.
ასე, რომ ტონის რესფექთი რისკზე წასვლისთვის, რადგან ის ხვდება ძალიან კარგ ფორმაში და გამარჯვებების სერიაზე მყოფ მოწინააღმდეგეს, რომელთან ბრძოლა კონორმაც ვერ გაბედა.
მაკგრეგორი.
კონორი ჩემი მთავარი იმედგაცრუებაა. ჯერ კიდევ 18 მარტს, ხაბიბის რუსეთში გადაფრენის დროს მე და რამდენიმე უზერმა ვივარაუდეთ, რომ ის 249-ზე არ იჩხუბებდა. ამიტომ გასაკვირია კონორის მენეჯმენტს ისეთი რა გაუჭირდა, რომ ასეთი მარტივი რამ ვერ გათვალა და მაკგრეგორის ოფცია არ გააქტიურა?
კონორის ჩემპიონობას თუ გავიხსენებთ, ეს იყო დივიზიონის დამუხრუჭების და რეგრესისკენ მიმართული ხანა. მისი შემდგომი მოღვაწეონაც რეკორდზე მზრუნველი და კალკულატორით მოსიარულე როჟის ქმედებას გავს, რომელიც მხოლოდ სისტემის მიერ რეკომენდირებულ კაცთან ჩხუბობს.
ფერგიუსონთან ჩხუბზე უარის თქმით, მას ხელიდან გეიჯიც გამოეცალა.
ხაბიბამდე ან ფერგიმდე, კონორას უკვე დასტინას გავლა მოუწევს. პორიე კი სულაც არ არის ე.წ. "სისტემის კაცი" და კოვბოივით 39 წამში გასალახი ტიპი.
ასე, რომ მაკგრეგორის მესიჯი, ვვარჯიშობ და მაგარ ფორმაში ვარო, ხაბიბის იგივეს მტკიცების არ იყოს, სამე საქმეზე რომ მიდგა, ბლეფი აღმოჩნდა.
გეიჯი.
მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა ფერგის ვგულშემატკივრობთ, გეიჯიც ძალიან მომწონს და მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
დასჭირდა პრომოუშენს?
უსიტყვოდ გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ალბათობით, მაგრა დასისხლიანდება და საჩემპიონო რბოლის თავიდან დაწყება მოუწევს.
მაგრამ თუ მაინც მოახერხა და ტონი დაანოკაუტა (სხვანაირად მოგების შანსი არ აქვს) გპირდებით, რომ ხაბიბთან და იგივე კონორთანაც მხოლოდ მას ვუგულშემატკივრებ.

P.S.
გეიჯისთან გამარჯვების შემთხვევაში ტონი იქნება პირველი და ერთადერთი ვისაც ძველი და ახალი დიზაინის დროებით ქამარი ექნება.
ალბათ, ესეც ხეირია.
This post has been edited by VoK on 7 Apr 2020, 10:39
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...