შუაში იყო ორივე სპორტსმენის ძლიერი და სუსტი მხარეების შედარებითი დახასიათება, რომლებშიც ზოგში უპირატესობას ხაბიბს ვანიჭებდი, ზოგში გეიჯის, ზოგიც თანაბრად შევაფასე.
პოსტიდან გამომდინარე, საიდან მოიტანეს, რომ ხაბიბი VS გეიჯის შემთხვევაში, ჯასტინას უპირატეს ფავორიტად ვთვლი, არ მესმის.
მათთან ვისაც წაკითხულიდან აზრის გამოტანის პრობლემა აქვს, ან კამათობს იმისთვის რომ მხოლოდ იკამათოს, პოლემიკაში არ შევდივარ, ამიტომ გინდათ ეს ჩემი მხრიდან არგუმენტების გამოლევას დააბრალეთ, გინდათ "ბრძოლის ველიდან"

გაქცევას, ნაკლებად მაინტერესებს.
ახლა რაც შეეხება ჩარლზ ოლივეირას.
ამ მებრძოლს ამ განყოფილებაში შემოსვლის დღიდან ვაპიარებ და მოგახსენებთ რატომაც.
პირველი ის, რომ უნივერსალური ფაითერები მომწონს.
მეორე, რომ ბოლო 7 შეხვედრა ყველა მოწინააღმდეგე დააფინიშა.
მესამე, რომ ლაითვეითში ტონის წაგების შემდეგ გამარჯვებების ამხელა სერია ჩემპიონის გარდა არავის აქვს.
აქ კევინ ლის ძალზე ხშირად ეჯმევა, რაც ირიბად ჩარლზის მასთან წარმატებას უსამართლოდ აკნინებს.
მოდით განვიხილოთ რას წარმოადგენს ლი და თუ იმსახურებს ისეთ ბულინგს, რასაც ფორუმზე იღებს.
დავიწყოთ იმით, რომ ლიმ ტონისთან დროებით ქამარზე სრულიად დამსახურებულად უფც-ში 5 მოგებიანი სერიის შემდეგ იჩხუბა.
თავად ბრძოლას რაც შეეხება, მახსოვს როცა ვუყურებდი რატომღაც სონენი - სილვას ჩხუბი გამახსენდა, სადაც ჩელმა ობობასგან მთელი მძღნერი გამოყარა და წააგო მხოლოდ იმიტომ რომ კარდიომ ვეღარ გაუქაჩა.
დაახლოებით ასეთივე სცენარით მიდიოდა ლი - ფერგის ორთაბრძოლაც.
ვერავინ იტყვის, რომ კევინი წონის გამოკვეთილ ლიდერთან და ფავორიტთან სამარცხვინოდ გამოიყურებოდა და მისი ჩხუბის ცქერა საცოდაობა იყო.
ამას მოყვა დანოკაუტებული ბარბოზა, თანაბარი ჩხუბი იაკუინტასთან, წონის შეცვლა და რდა-სგან დასაბმიშინება.
და აქ იწყება ლის სპორტული ცხოვრების ახალი ეტაპი.
ის დარესეთდა, წავიდა კანადაში ჯსპ-ს მწვრთნელთან, შეიტანა კორექტივები ტექნიკაში, გაიუმჯობესა კარდიო, დაბრუნდა და პირველ რაუნდში ისე გააცამტვერა წონის მთავარი პროსპექტი და ყველაზე პერსპექტიული ფაითერი, გილესპი, რომ ის უკვე მეთექვსმეტე თვეა ოქტგონს ვერ უბრუნდება.
შემდეგ ისევ ვარჯიში კანადაში, სავარაუდოდ სქილების დამატებითი დახვეწა და შეხვედრა ოლივეირასთან.
სადაც
ის დაიჩაგრა და განადგურდა ბრძოლის ყველა ასპექტში, საბოლოო დასაბმიშინებით.
ოლივეირამ ტონისგან განსხვავებით, ადრინდელზე უფრო მომზადებული და ძლიერი ლი, ფერგიზე უფრო მალეც დაამარცხა და ასევე მისგან განსხვავებით, ზიანი არ მიუღია.
ამიტომ, აბსოლუტურად გაუგებარია:
1. რატომ არის კევინა ღლე?
2. რატომ ვაკნინებთ ოლივეირას წარმატებას...
დავსვათ კითხვა, არის თუ არა ჩარლზი წონის ტოპი?
პასუხი ცალსახაა, წონის ტოპი ვერ გახდები, სანამ რეზიუმეში გალახული ტოპი არ გაგიჩნდება.
კევინა, მიუხედავად ჩემი დახასიათებისა, ტოპებთან მაინც მაქსიმალურად მიახლოებულ ტიპად ითვლება.
იბადება მეორე კითხვა:
1. ხაბიბი,
2. გეიჯი
3. პორიე
4. კონორა
5. ტონი
ამ ხუთეულიდან ვინ გამოიწვევს ოლივეირას?
ვინ გარისკავს საკუთარ მდგომარეობას და რეიტინგს ჩარლზთან არაფრის მომცემი, მაგრამ ძალზე სახიფათო ჩხუბის გამო?
პასუხი: - სავარაუდოდ, არავინ.
ასე, რომ ოლივეირას კიდევ დიდხანს მოუწევს როსტერში ტოპებთან მიახლოებულების სკალპების შეგროვება.
კარგი იქნება თუ ჩარლზს დენა, ხაბიბის მემკვირე - მახაჩევს დააჯახებს, მაგრამ პანდემიის გამო ნურმაგომედოვის ბანდა დედამოდღნულ რუსეთში მგონი სამუდამოდ ჩარჩა და სოროებში ვირთხებივით იმალება.
და კიდევ, რატომ მაინც და მაინც, ოლივეირა?
მე როგორც შეშლილი და შერეკილი ფერგის ფანი, სასოწარკვეთილი ვეძებ მისი შესაძლო მემკვიდრის შედარებით დალაგებულ ვარიანტს. დღეის მონაცემებით რატომღაც მგონია, რომ ამ ნიშას ყველაზე უფრო ჩარლზი შეესაბამება და გამწარებული ვებღაუჭები.
This post has been edited by VoK on 12 May 2020, 10:13
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...