მე ფაქტებით საუბარი და სიტუაციის ემოციების გარეშე გაანალიზება მიყვარს.
ფაქტი ის არის, რომ უფც-ში კამარუს ხახიბას და ფერგის შემდეგ ყველაზე დიდი ვინერსსერია აქვს 11:0
ფაქტი ის არის, რომ წაუგებელი სერია საერთოდაც 15:0-ზე აქვს.
ფაქტია, რომ სანახაობრივი მანერით მოიგო თუ ბღლარძუნით, კითხვები არავისთან დაუტოვებია.
ფაქტია, რომ წონის ისეთი ტოპებისთვის აქვს მოგებული, როგორიცაა, ვუდლი, კოლბი, მაია, ედვარდსი, აღარაფერს ვამბობ რდა-სა და მისთანებზე.
წონის აბსოლუტურად გასაწმენდად დარჩა სამი ადამიანი: ტომპსონი, ბარნსი და მასვიდალი.
პეტისთან წაგების შემდეგ ვანდერბოის სატიტულო შანსები მიზერულია. თვალებში ძველი ცეცხლი აღარ უნთია და ჩემი აზრით, მისი მთავარი მიზანი ჩეკზე ჩხუბია.
მას დიდ პატივს ვცემ და კამარუს საჯიჯგნად ნამდვილად არ მემეტება. რაც მთავარია, ამის განსაკუთრებულ სურვილს არც თავად გამოხატავს.
მასვიდალს, უსმანი 5 დღეში შეხვდება.
რჩება, ბარნსი.
რა შანსები აქვს ერთს, ან მეორეს?
ამას წინათ ერთ ბლოგერს მოვუსმინე, რომელიც კამარუს შესახებ ჩემზე გაცილებით მეტ ინფორმაციას ფლობს. მან თქვა, რომ უსმანს უნიკალური ორგანიზმი აქვს. კერძოდ, მაშინ როცა სხვები ბრძოლიდან ბრძოლამდე ღიპდადებული დადიან, კამარუ მხოლოდ რამდენიმე კილოგრამს იმატებს. შესაბამისად, მისთვის წონის კლება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, არ იფიტება, მარტივად ინარჩუნებს დიდ ფიზიკურ ძალას და წარმოუდგენელ გამძლეობას.
სულ მიკვირდა, ამხელა კუნთოვანი მასის პატრონი, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ჟანგბადი ჭირდებათ, რატომ არ სავათდებოდა საჩემპიონო რაუნდებში და რატომ დახტოდა გაუხედნავი კვიცივით?
ამაზე პასუხი ჩემთვის უკვე ნათელია.
კოლბიმ, გაბზარული ყბის გამო კი არა, უწინარეს ყოვლისა, ავზში ბენზინის გათავების გამო წააგო, უსმანს კი ერთი მაგდენის ჩხუბი კიდევ შეეძლო.
მე ვანგა არ ვარ და ნამდვილად არ ვიცი როგორ დამთავრდება მასვიდალთან კაბარუს ჯახი, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ჩემპიონი არ შეიცვლება.
ვადასტურებ ჩემ აზრს, რომ ხორხე ამ ბრძოლის აღებით პატივისცემას იმსახურებს და თუ მაინც წააგო არც ის არის დასაძრახი ვინმე თუ იტყვის, რომ მან ოდენ ჩეკის გამო იჩხუბა.
პრინციპში, ყველა ჩეკის გამო არ ჩხუბობს?
მასვიდალი ამ ბრძოლაში საკუთარ ჯანმრთელობას და ძლივს შეგროვებულ ჰაიპს რისკავს, თანაც 17 წლიანი ხელ-ფეხის ქნევის შემდეგ ღირსია, რომ უზრუნვეყოფილი სიბერე ქონდეს.
წარმატების შემთხვევაში, ის მართლაც რომ ლეგენდა გახდება და მის მანამდე მიყოლებულ 3 ნოკაუტსაც სხვა ფასი დაედება.
ახლა, ორიოდ სიტყვა, ჩემს ფავორიტ ბარნსზე.
ჩემი აზრით, უსმანი მასთანაც სერიოზული ფავორიტია, მაგრამ მასვიდალისგან განსხვავებით, მიმაჩნია, რომ ჯილბერტას მეტი შანსები აქვს.
ამ დასკვნამდე იმის გამო მივდივარ, რომ დარწმუნებული ვარ უსმანს და ბარნს ერთმანეთში 100-ზე მეტი სპარინგი მაინც ექნებათ ჩატარებული. კამარუ ბრაზილიელს 10-დან 10-ს რომ უგებდეს, ნამდვილად არ გაიქცეოდა ტრევორ უიტმენთან სავარჯიშოდ, დარბაზში დარჩებოდა და გააგრძელებდა ბარნსის დატერორებას.
მაგრამ
ეტყობა მთლად მასე ცალსახადაც არ არის საქმე. სპარინგებმა, განსაკუთრებით რეალურთან მაქსიმალურად მიახლოვებულმა, უსმანს აფიქრებინა, რომ საჭირო იყო მისი და ბარნსის განცალკევება.
ამასთან, ბარნსის როგორც ფაიტერის ბოლოდროინდელი გარდაქმნა-გაუმჯობესება, რატომღაც მგონია კამარუსნაირ უძლიერეს მებრძოლთან ვარჯიშებმაც განაპირობეს და ამისთვის უსმანს ჩემგან პირადი მადლობა.
ასეა თუ ისე, კამარუს წონის ამსოლუტურ გაწმენდამდე და გოათობამდე, სულ რაღაც 2 ჩხუბი აშორებს.
მასვიდალთან და ბარნსთან.
მისია არც თუ ისე შეუსრულებელია.
This post has been edited by VoK on 6 Jul 2020, 11:00
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...