კომიკურია, როცა პლანქეში დიაზის სიტყვებს აქ ისეთ ჭეშმარიტებად აღიქვამენ, თითქოს ეგეც კანტი ან ჰეგელი მყავდეს.

ან კიდევ,
როცა სჯერათ, რომ რადგან მასვიდალი თურმე ბოლო ორი თვე მოჭიდავვებთან ვარჯიშობს, თითქოს იმ ხალხთან ვინც მმა-ში ჭიდაობიდან მოვიდა რამე შანსი გაუჩნდა.
ჩემი აზრით, სიტუაცია შემდეგშია.
მასიდალს ვარსკვლავები ისე დაუჯდა , რომ ძალიან გაუმართლა და ბოლო ხუთი ჩხუბის შემდეგ, სადაც მისი სტატისტიკა იყო 3:2-ზე, სატიტულე შანსი მიიღო.
წაგებებში, ვანდერმოიმ კარგის ტრაკი #####ნა, ხოლო მაიასთან რაღაც კი იცოდვილა, მაგრამ მაინც წააგო.
მოგებებში, მასთან შეხვედრამდე არც ერთ მის მოწინააღმდეგეს არ ქონდა გადაბმულად 2 შეხვედრა მოგებული. ასკრენი არ ითვლება. ლოუერთან მას მოგება აჩუქეს, მანამდე კი 2 წელი სახლში იჯდა და ყვერებს იფხანდა.
ის, რომ დაუმსახურებლად არის იქ სადაც არის, ყველაზე კარგად თავად ხორხემ იცის.
საკმარისია ერთი წაგება და ისევ იმ ათეულის ბოლოს იჩანჩალებს, სადაც თითქმის მთელი ცხოვრება გაატარა.
ამიტომ ცდილობს, რომ პირველ წაგებამდე მოასწროს და რაც შეიძლება ბევრი ფული აიღოს.
ამიტომ უნდა უკვე გახსნილი კონსერვის ქილა დიაზის კიდევ ერთხელ გახსნა.
ისე, ამ ორს ჯამში 25 წაგება აქვთ და მაინც ერთმანეთისკენ მიილტვიან..
ახლა განვიხილოთ, იმსახურებს თუ არა მასვიდალი მოთხოვნილ თანხას.
არც მაიასთან, არც ვონდრებოისთან, არც ტილთან, არც ასკრენთან მასვიდალს კონტრაქტით გათვალისწინებულ თანხაზე მეტი არ მიუღია. არაფერს ვამბობ მანამდე გამართულ ბრძოლებზე, სადაც სულაც კაპიკებზე ჩხუბობდა.
შედარებით დიდი ფული მან დიაზთან ჩხუბის შემდეგ აიღო.
ახლა რა გამოდის?
ვინ ყოფილა ფულის გენერატორი, მასვიდალი თუ დიაზი?
დიაზს და კონორს ###ზე კიდიათ ვის ეჩხუბებიან, რადგან ისინი მაინც იმდენ მიიღებენ რამდენსაც ითხოვენ.
მასვიდალს? - ბოდიში.
ერთი ჩხუბი, სადაც ფული სხვამ მოგიტანა, დენას აზრით, არ იძლევა იმის უფლებას რომ პრავები აკაჩაო.
უსმანის ბარნსთან გამარჯვების შემთხვევაში, სიმწრით მოპოვებული ჰაიპის დაკარგვის შიშით მასვიდალი მას კვლავ არ შეხვდება. რაც შეეხება ბარნსის გაჩემპიონობას, ვთვლი რომ იზი მანის მიუხედავად ჯილბერტი ხაბიბივით უნდა მოიქცეს. კერძოდ, მასვიდალს მანამ არ უნდა შეხვდეს, სანამ ის უსმანს, კოლბის, ვუდლის, ედუარდსს, ან ვანდერბოის არ დაამარცხებს.
ახლა სახლში თუ მართლა მასვიდალის ხატი არ გიკიდია და დღე და ღამე მასზე არ ლოცულობ, უნდა გაიზიარო ის რაც დავწერე, მარა ფანატიზმს მარგანცოვკიანი ერთი ოყნა რომ კურნავდეს, ყველა ჯანმრთელი იქნებოდა.
This post has been edited by VoK on 10 Jun 2020, 08:26
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...