ნათქვამია, რუსებმა რისი გაკეთებაც არ უნდა დაიწყონ, ბოლოს მაინც კალაშნიკოვი გამოსდითო.
მეც მასე მემართება.
მე ვარ მარკეტოლოგი და რაიმე მოვლენის შეფასებისას, უნებურად, სიტუაციის ე.წ. SWOT - ანალიზს ვაკეთებ.

ანუ:
S - Strengths;
W - Weaknesses;
O - Opportunities;
T - Threats.
მმა-ს თემაში პოსტვისას ვცილობ გავექცე, აღნიშნულ კლიშეს, თუმცა ზოგჯერ SWOT-ანალიზი ცუდი სულაც არ არის.

მაშ ასე.
რა დადებითი და უარყოფითი მომენტები დავაფიქსირე მერაბას დღევანდელი ჩხუბის დროს.
დადებითი:
1. პოზიტიური ადამიანია. მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა. შექაპირის ინლისურით არ საუბრობს, მაგრამ იმდენად გულწრფელია, რომ მის ფრონოუნსსა და გრამატიკულ შეცდომებს ყურადღებას არავინ აქცევს.
2. თეიქდაუნების უპირობო რეკორდსმენია. მოჭიდავეა მისი მოწინაარმდეგე თუ სტრაიკერი, მოგებულ შეხვედრებში ამ კუთხით მერაბას პრობლემა არ შექმნია.
3. დღეს ურიგოდ არც ხელებზე ჩხუბში გამოიყურებოდა, რამდენიმე ეფექტური ქიქიც გააკეთა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ადგილზე არ დგას და ვითარდება.
4. ჭიდაობაში დომინაციის სტილის მიუხედავად, მერაბას ჩხუბი მოსაწყენი საცქერი, ნამდვილად არ არის
5. კარგია, რომ ტოპ ფაიტერთან (ალჯო სტერლინგი) მეგობრობს. მისი მერაბას კუთხეში ყოფნა დვალიშვილის პიარისთვის შესანიშნავია.
6. ასევე მისასალმებელია, მერაბას მიერ ო მელის მუდმივი გამოწვევა. მისი შონთან შეხვედრის შანსი მინიმალურია, მაგრამ იგივე პიარისთვის, ძალზე ზუსტი და გათვლილი ნაბიჯია. ანალოგია რომ მოვიყვანოთ, იმდენი იძახა ტეოფიმო ლოპესმა ლომაჩენკოს გავღუნავო, რომ მართლა მიიღო მასთან ბრძოლის შანსი, თუმცა პარალელურად სიტყვები საქმით უნდა ამტკიცო.
ახლა უარყოფითი.
1. მერაბა თუ თეიქდაუნებით რეკოდსმენია, მაშინ თეიქდაუნებიდან მოწინააღმდეგის ადგომის და თავის დაღწევის თვალსაზრისით ანტირეკორდსმენი გამოდის.

2. დაფინიშების კუთხით, თეიქდაუნებში უფრო მეტად ეფექტური უნდა იყოს და ამ მიმართულებით მეტ სერასთან მეტი აქვს სამუშაო.
3. ბრძოლის სტილიდან გამომდინარე, სტრაიკერებზე და მოჭიდავეებზე უფრო დვალიშვილს ყველაზე მეტ საფრთხეს ჯიცერები შეუქმნიან.
4. ძალიან ცუდია, რომ ო მელი 15-ე ადგილზე დააყენეს. შესაბამისად, მერაბას მასზე წინ არავინ გაუშვებს და მისი ტოპ 15-ში შესვლა კვლავ გაურკვეველი დროით გადაიდო.
რა უნდა გაკეთდეს?
როსტერში 8-15 ადგილებზე მყოფნი, თავიანთი ნებით ურეიტინგო დვალიშვილს არ შეხვდებიან.
მიზეზი ნათელია: მასთან წაგების და არსებული პოზიციის დაკარგვის ალბათობა არც ისე მცირეა. ამასთან არა მგონია "თეთრმა" მერაბასთან ჩხუბით ვინმეს დიდი ფული აშოვნინოს.
აღნიშნულ სიტუაციაში, მერაბასთვის, ტოპ 10-ში შეჭრის ერთადერთი შანსი რომელიმე ამოვარდნილი მებრძოლის ჩანაცვლებაა და ამისთვის ის მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს. ამას რამდენად მოახერხებს მშენებლობაზე მომუშავე დვალიშვილი, ძნელი სათქმელია.
დასკვნა:
იმის მიუხედავად, რომ მერაბამ ურეიტინგო, დებიუტანტ და აშკარა აუტსაიდერ მოწინააღმდეგეს სძლია, ვთვლი რომ იგი ვითარდება და მმა-ში ჭიკაძეზე უკეთესი პერსპექტივები აქვს.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყველაზე დიდ საფრთხეს მერაბასთვის ჯიცერები წარმოადგენენ, რომელთათვისაც დვალიშვილის თეიქდაუნები ნაკლები საფრთხის შემცველია. სტრაიკერებთან და თუნდაც ო მელისთან შეხვედრას მათთან შედარებით ნაკლებად ვუფრთხი.
ასე, რომ მიდი მერაბ, სწორ გზაზე დგახარ. ახლა მთავარია მოკრივე ჩაქუჩასავით, რუსული მაფიის რიგებში არ გაწევრიანდე, გამომძალველად არ გადაიქცე და ნიჭი და დრო ალკატრასში ჯდომით არ გაფლანგო....
This post has been edited by VoK on 14 Jun 2020, 10:36
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...