ჰო, მარა დიაზი ჩამოთვლილებისგან მართლა ყველაზე დანარჩენზე ადვილი ფულია...
პრინციპში, ერთი ოფიციალურად არის პენსიაში, მეორე არაოფიციალურად, მესამემ იმდენი ფული იშოვა ყველა ნახვრეტიდან კუბური სიგარის ბოლს უშვებს...
მე მაგათ ადგილზე, ტრაკს დავაყენებდი, ჯანმრთელობას შევინარჩუნებდი და დროს გავატარებდი. თან ხალხს ვეტყოდი რომ ჩემი სახელის ყველა ბრუნვაში ტრიალისგან თავი შეეკავებინათ, თუმცა ეტყობა მაგათ სხვა მენტალიტეტი აქვთ და სადღაც შორეულ მომავალში ოქტაგონზე დაბრუნების შემთხვევისთვის მიმდინარე ჰაიპს ინარჩუნებენ.
ნუ, ბიზნესია რა და ეგ მაგ ათას ჩეკზე გადამხტრებს არ შეეშლებათ.
მე სხვა რამე უფრო მაინტერესებს.
თუ აკვირდები, ამ ბოლო დროს (შეიძლება მანამდეც იყო და მე არ ვიცი) განსაკუთრებულ დიდ ყურადღებას ორთოდოქსი დგომის მებრძოლების შემთხვევაში მათი მარცხენა მუხლის სახსრის ლოუ ქიქებით დაზიანებას აქცევენ.
ასე გააკეთა ლუკემ ბრაუნთან, რითაც საერთოდ გაანეიტრალა გაბარიტებსა და რიჩში მისი უპირატესობა, რასაც ბრაუნის ფეხის გათიშვა და დანოკაუტება მოყვა.
ასე მოქმედებდა ალდო იანთან, რასაც იანის მხრიდან მუხლის სახსრის დაზიანება და საბრძოლო დგომის შეცვლა მოყვა. ამით იანმა დაამტკიცა, რომ ძალზე კარგი მებრძოლია, რომელსაც ოპერატიულად შეუძლია გეგმა ბ-ზე გადასვლა, რის საშუალებაც მას ტექნიკური მომზადება და სქილები აძლევს. ხოლო ალდოს ეტყობა გამძლეობა, ან თუნდაც ტექნიკა არ ეყო რომ იანის მარჯვენა ფეხიც იგივე მდგომარეობაში ჩაეგდო, რაც მარცხენას დამართა. შესაბამისად, წააგო კიდეც.
უიტაკერი - თილი. იგივე სიტუაცია. ცალფეხ გათიშული დარენა და დამარცხება.
და გეიჯი. მიუხედავად იმისა, რომ ტონიმ იცოდა გეიჯის ლოუქიქების ამბავი, ბრძოლის ამ ასპექტს აშკარად მოუმზადებელი შეხვდა.
რასაც ვუყურებ, ლოუ ქიქის 4-5 ძლიერი და ზუსტი დარტყმა საკმარისია იმისთვის, რომ მოწინააღმდეგის შეტევითი პოტენციალი დაახლოებით 20-30%-ით შეამცირო. თუ იგივე დარტყმებს გააგრძელებ, გამარჯვების შანსი განუზომლად გეზრდება
და ყველაფერი ეს ვინ მოიფიქრა?
რა თქმა უნდა უდიდესმა და უსაზიზღრესმა ჯონსმა.
მე მეცინება სანტოსზე რომ ამბობენ მუხლის ტრავმა რომ არ მიეღო ჯონსს მოუგებდაო, თითქოს მას მუხლების დაზიანებები ჯონსისგან ოქტაგონზე კი არა, დივანზე წამოწოლილ ვოკისგან მიეღოს.
ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე, რომ თუ ფერგი გეიჯის ლოუქიქებს ვერაფერს მოუხერხებს, კვლავ წააგებს.
აი, პორიესთან ტონის ჩხუბის აბსოლუტურად არ მეშინია.
This post has been edited by VoK on 3 Aug 2020, 14:43