მაინც არ მესმის რატომ უნდა უგულშემატკივრო ჩიმაევს?
სადმე თქვა, საქართველო მიყვარსო?
თუ იმიტომ, გურამა რომ დაყვება "შესტიორკასავით"?
დღეს პლეხანოვზე მათხოვარი ქალი დავინაზე, იჯდა და თავისთვის ტიროდა.
ბებო, რა გჭირს, მეთქი?
სოხუმელი ვარ შვილო, ქმარი ჩეჩნებმა მომიკლეს, მე სვანეთზე გადმოვედი და მაგათ ძლივს გამოვასწარი. ახლა მათხოვრობით სული გამაქვს და ყოველდღე სიკვდილისთვის ვემზადებიო.
როცა აფხაზეთს გვართმევდნენ, ჩიმაევი, ალბათ, დაბადებულიც არ იყო, მაგრამ მამამისი ხომ იყო ჯანზე?
ცხინვალი ხომ გვახსოვს?
ყოველდღიური ბორდერიზაცია ხომ ჩვენ თვალწინ ხდება?
პუტინის თითების გატკაცუნება და რუსებისა და ჩრდილო კავკასიელების ველური ურდოები საქართველოსკენ ისევ დაიძვრებიან.
შვედეთის მოქალაქეა თუ სპარსეთის, პირადად მე, სანამ ჩიმაევისგან კადიროვის და პუტინის გინებას არ მოვისმენ, ცხოვრებაში მისკენ გული არ მომიბრუნდება.
აქ კი წერენ, ბრაზილიელები არ გვევასება, რადგან ფულის გულისთვის დედებსაც გაყიდიანო...

ბიჯო, როცა ასეთი დასკვნას აკეთებ, რეალში, თუნდაც ერთ ბრაზილიელთან ხომ მაინც უნდა იყო შენახვედრი?
მარტო სერიალებით?.
სავარაუდოდ.
არადა, თუ მთელ ერზე ვანზოგადებთ, მაშინ რუსი ერთ ბოთლ არაყზე, რომ დედასაც გაყიდის და შვილსაც ეს რატომ გვავიწყდება?
არავის საქმეში არ ვერევი. ვისაც გინდათ იმას უგულშემატკივრეთ, თუმცა, არ დავმალავ, ზოგი რამ ჩემთვის, უბრალოდ, გაუგებარია...
რაც შეეხება ჩიმაევის გენიალურობას.
პირველი სამი ბრძოლა, ვოლკერმაც 3 წუთნახევარში დაამთავრა და ჩიმაევზე გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგეებს სძლია. მერე კი გამოჩნდა მისი რეალური სახე, მაგრამ მაინც...
დღეს რასაც ჩიმაევი აკეთებს, არაფერი განსაკუთრებული არ არის. დენამ კიდევ ერთი ფულის საწველი, დამარცხების გრაფაში "0"-იანის მქონე ძროხა დაიჭირა, ჰაიპზე გაიყვანა და აპიარებს.
რეალურად ხამზატა რას წარმოადგენს, სანამ კამარუს, ბარნსს, კოლბის, ედუარდსს, ვანდერბოის, მასვიდალს და თუნდაც ცალი ფეხით პენსიაზე მყოფ ვუდლის არ შეხვდება, ძალზე ძნელი სათქმელია.
რომანასაც, რომ მომდევნო ბრძოლაც ხამზატასავით მალე მოეთხოვა, მასაც ექნებოდა "თეთრისგან" კარტ ბლანში, მარა რა უნდა და რას აპირებს მგონი თავადაც არ იცის.
ერთადერთი რაც ჩიმაევში მომწონს და ამას ვაღიარებ კიდეც, რომ ფეხმძიმე ქალივით, მოგებული ბრძოლის შემდეგ 9 თვე არ ისვენებს.
თუმცა ფაიტერისთვის, რომელიც ნოუნეიმებთან გამართულ 3 ბრძოლაში მხოლოდ 2 დარტყმას იღებს, ასეთი ქმედება არც ისე ძნელია.
ვნახოთ, დაველოდოთ, დრო გვაქვს,
მაგრამ
ვაცხადებ, რომ მასთან ჩხუბის დროს ნებისმიერს, მათ შორის, მასვიდალსაც კი ვუგულშემატკივრებ...
This post has been edited by VoK on 20 Sep 2020, 18:50
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...