კარგი ივენთი იყო მთლიანობაში. საინტერესოას რამდენი პპვ გაიყიდა, დანა იძახდა ჩხუბამდე რო კონორა-ხაბიბას ჩხუბს გავასწარით უკვე და ჯერ არ მორჩენილა გაყიდვებიო
ჯოჯუაზე დაიწერა ყველაფერი უკვე და ახალს ვერაფერს ვიტყვით
ანკალაევი-კუტელაბა ამდენი წვალების მერე ვიხილეთ ძლივს და სენსაცია არ მოხდა უბრალოდ პირველი ჩხუბის შედეგი განმეორდა
იმედია ზაბიტა-პანტერასაც ვიხილავთ მალე

უიტაკერმა სრული დეკლასი ჩაუტარა კანონიერს და ბოლო 30 წამი რო არა საერთოდ აღარ დარჩებოდა კანონიერზე კითხვები. დაატაკონ კოსტას კილა გორილა და მშვენიერი ჩხუბი დაიდება.
ხაბიბა გეჯის რაც შეეხება სამწუხაროდ სრული მისმათჩი აღმოჩნდა
კარდიო როგორი ###ობაც ქონდა ისეთივე აქვს რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას რო ტონისთან უბრალოდ კარიერის პერფომანსო ქონდა იმ საღამოს და არაფერი განსაკუთრებული არ არის გეჯი. ხაბიბას კონკურენტად ხო მითუმეტეს არ განიხილებოდა არც არასდროს და არც პრეტენდენტად ითვლებოდა ტონის რო არ ეყლევა.
მარა ეს ჩხუბი ადრე თუ გვიან მაინც უნდა ჩატარებულიყო სულ რო არაფერი გეჯის ჭიდაობა რო გვენახა მაინც, მარა ხაბიბასთვის როგორც ბოლო ჩხუბი არ ვარგოდა.
ისე ხაბიბამ რო მთელი პირველი რაუნდი დგომში ჩაატარა რამდენს გაგიკვირდათ? კი იძახდა მენდესი რო ამ კემპზე ჩვეულებრივზე მეტ დროს უთმობს დგომსო მარა მსგავს ტაქტიკას ტონისთან ველოდი იქედან გამომდინარე რო ტონის ლოუ სტარტი აქვს და ხაბიბას შეეძლო მაგის გამოყენება და გაოცება.
ტონისთან ჩხუბს რაც შეეხება აუცილებლად უნდა ჩაეტარებინა ხაბიბს და ისე წასულიყო (თუ წავიდა საერთოდ)
სულ ორი პრინციპული მეტოქე ყავდა ხაბიბას ერთი კონორა იყო ვისთანაც რეალური ზიზღი ქონდათ და არა ფეიქ ###ობა როგორც მასვიდალმა და უსმანმა გაათამაშეს ან იზიმ და კოსტამ მეორე ხოდა მაგას კი შეხვდა და მოუგო.
მეორე კიდე ტონია რომელიც სტილისტიკურად უხერხულ მეტოქედ ითვლება ხაბიბასთვის. და აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი რო ტონი უეჭველი მოუგებდა ეგრევე ის არგუმენტებეი რო მოგყავთ რათ უნდა ეგ ჩხუბი ლიმ რა უქნაო,გეჯიმ რა უქნაო,ჯონსონმა რა უქნაო და ხაბიბა რას უზამდაო, აგერ ნახავთ ტონის კიდე ცემენო და ა.შ ეგ არაფერს არ ნიშნავს საერთოდ. ფაქტი ის არის რო ხაბიბა უნდა შეხვედროდა ტონის თავი აარიდა მიუხედავად იმისა რო თვითონ თქვა ბოლო შეხვედრის ჩაშლის მერე "სანამ ტონის არ მოვუგებ ვერ ვიტყვი რო საუკეთესო ვარ და დივიზიონი გაწმინდული მყავსო" ეს არის და ეს. ახლა გინდა იქედან მოუდექით გინდა აქედან
პ4პ რაც შეეხება სავარაუდოდ ხაბიბას აწევენ #1 ცოტახნით იმიტო რო ჯონსმა ქამარი გაათავისუფლა მარა რეალურად #1 ვინ არის რთული სათქმელია. ჯონსი 15 ქამრის დაცვით? სტიპე 4 ქამრის დაცვით? (რეკორდი მძიმე წონაში) ადესანიამ ხო ვაფშე 2 წელიწადში გაწმინდა დივიზიონი და 2 ჯერ ქამარიც დაიცვა და ხაბიბა 3 დაცვით. ვინც არ უნდა დააყენონ #1 ყველა იმსახურებს.
ხაბიბა რო კარიერას დაამთავრებს და რეიტინგებიდან მოხსნიან სტიპე უნდა დასვან უეჭველი თორე ეგეც მიდის მალე და ტეხავს

მერე უკვე ადესანია და ჯონსი ერთმანეთში გაარკვევენ.

რა ### მდგომარეობაშია დივიზიონი
ჩემპიონმა კარიერა დაამთავრა
#4 კონორმა კარიერა დაამთავრა
#7 ფელდერმა კარიერა დაამთავრა
#8 ფერეირას კოვიდი აქვს და ტოპები არ აინტერესებს
#9 იაკინტა კაი ხანი ვერ იჩხუბებს ოპერაციის მერე
#10 ლიმ პაუზა აიღო 2 წლიანი
#13 კიდე კოვიდს აბრალებს დარბაზები დაკეტილი არიო და თევზაობს
#15 სერონე ველტერში გადავიდა
ანუ 15 კაციდან 8 ვერ იჩხუბებს ხვალ რო შესთავაზო სატიტულე :დ იმედია გაიწმინდება დივიზიონი წლის ბოლომდე და იქეთა წელს ახალი სახეები იქნებიან სულ
არიან ტოპები გეჯი,პორიე,ტონი,ოლივეირა,ჰუკერი,მახაჩევი,ჩენდლერი და ხელიდან ხელში გადავა ქამარი ამათ შორის. დიდხანს ვერ შეინარჩუნებს ვერცერთი