ჩემთვის ფაიტერი დათაფავს თუ არა რაიმე ღირებულებას არ წარმოადგენს.
ფერჯის, ოლისთან რომ ხელი მოსტეხვოდა, დაინვალიდებულიყო და კაირიერა დაემთავრებინა, ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა
თუ
რომ დაეთაფა, ამით ჯანმრთელობა შეენარჩუნებინა, მისი ნიჭის და მმა-ს ესთეტიკის დამფასებლებისთვის ზეიმი კიდევ ბევრჯერ მოეწყო?
ეს ირიბად მიუთითებს, რატომ არ უნდოდა და უნდა ხაბიბას ტონისთან და შესაბამისად ოლისთან ჩხუბი,
მე აპრიორი არ ვამბობ, რომ ნურმაგომედოვი მათ ვერ გაივლიდა, მაგრამ ყველა სხვა დანარჩენებზე უფრო რომ გაუჭირდებოდა ეს არის ფაქტი და ყველაზე უფრო კარგად თავად ხაბიბამ იცის.
თორემ,
როგორ შეიძლება, ნადოპინგალი, ცარუკიანის მიერ კინაღამ ჩაჩოჩებული და მუდმივად წონასთან მებრძოლი მახაჩევი, გეიჯიზე, ჰუკერზე, ტონიზე და ოლიზე წინ დააყენო?
კიდევ ერთი ვარიანტი: როგორც ალჯო ქაჩავს მერაბას, ისევე აპიარებს ხაბიბა ისლამას, თორემ სერიოზულ საშიშროებას ტოპებისთვის ის ნამდვილად არ წარმოადგენს.
პერსიკას ძალიან უყვარს ერთი რუსი ბლოგერი, იანისის ციტირება, რომელიც თავადაც ყოფილი სამბისტია, მაგრამ ბევრი სხვა სპორტსმენისგან განსხვავებით ინტელექტით გამოირჩევა და მებრძოლების სქილების სერიოზულ ანალიზს დებს, თან ხაბიბის ფანია, მაგრამ არაუშავს.
ჰოდა,
ამ იანისის ნააზრევიდან პერსიკა მხოლოდ იმას აციტირებს, რაც მას აწყობს.
კერძოდ, ყურს უკან გაატარა, როცა იანისი მახაჩევის შანსებს ტოპხუთელუის წევრებთან მინიმალურად განიხილავს.
ასევე არ ევასება, როცა იანისი ამბობს, ხაბიბი სავარაუდოდ ოლისთან (შესაბამისად ტონისთანაც) ჩხუბის ძალიან დიდ დროს დგომში გაატარებდაო.
ასეა, ძმებო.
მიუხედავად სიმფათიებისა ობიექტურობა არ უნდა დავკარგოთ.
რაც შეეხება ჩემს მიერ გაკეთებულ პროგნოზებს, ის უამრავი "თუსგან" შესდგებოდა და შესდგება.
კერძოდ, ვამბობდი თუ ტონი გეიჯის დგომში დაუდგება, "გაიპიზდება" მეთქი,
ასევე თუ ტონი ოლის პარტერში ჩაყვება, ძალიან დიდი პრობლემები ექნება მეთქი.
ბარნსთან და უსმანთან მიმართებაშიც ერთ "თუს" კიდევ ვიტყვი:
თუ ჯილბერტამ კამარუსთან კოლბივით ჩხუბი ოქტაგონის ცენტრში მოაწყო, მოიგებს.
თუ კლინჩში შეყვა და როგორც მასვიდალი, შპალერივით სეტკაზე ააკრეს, წააგებს.
და ბოლოს,
ისევ ფერჯი ვს ოლის შეხვედრას მინდა დავუბრუნდე, რასაც რაღაც მომენტში ხაბიბასთან მიმართებითაც განვიხილავ.
არ გაგიჩნდათ კითხვა თუ რატომ ვერ დაასაბმითა ჩარლზმა ცალხელა ტონი მეორე და მესამე რაუნდში?
ჩემი აზრით, პასუხი ასეთია:
1. ვისაც ჯიცუ ან სამბო უჭიდავია, ალბათ, დამეთანხება, რომ მხოლოდ თავის დაცვა გაცილებით იოლია, ვიდრე პარალელურ რეჟიმში შეტევების გზების ძიება, რომლის დროსაც იხსნები, შესაბამისად მეტოქეს გაცილებით ადვილად შეუძლია ილეთზე დაჭერა და რაც მოხდა კიდეც პირველ რაუნდში.
მომდევნო რაუნდებში ტონი თავის გადარჩენის რეჟიმში იყო და რაც წარმატებით მოახერხა კიდეც.
2. ვინც ფიქრობს, რომ ოლის ტონისთან პარტერში დომინირების შემდეგ ფერჯის ჯიცუსგან არაფერი დარჩა ძალზე ცდება.
ტონის გარდა როსტერიდან ნებისმიერს ოლი მომდევნო რაუნდებში აუცილებლად დაასაბმითებდა, მაგრამ ტონიმ აჩვენა თავდაცვითი ჯიცუს უმაღლესი დონე და ჩარლზი მიხვდა რა, რომ მხოლოდ დაცვით რეჟიმში მყოფ ფერჯისთან არაფერი გამოუვიდოდა მან ქულებით მოგებას ხელი მოაწერა, რითაც სპაიდერის ზედიზედ 8 დაფინიშების რეკორდი ჯერ გამეორებას და მერე შესაძლო დამხობას გადაურჩა.
ექნებოდა თუ არა ხაბიბას ტონისთან და ოლისთან დგომში უპირატესობა?
სავარაუდოდ, არა, თუმცა ვაღიარებ, რომ ნურმაგომედოვის დგომი აშკარად დაუფასებელია და მან ამ კომპონენტში ძალიან მოუმატა.
ერთი სიტყვით არ ვიცი რა მოხდებოდა, მაგრამ სტილისტურად რომ ძალიან კარგი ჩხუბი იქნებოდა, ეს უდავოა.
და კიდევ ერთი.
ოლი ამბობდა, რომ ფერჯიზე უკეთესი ვარ, როგორც პარტერში, ისე დგომშიო. დგომში უპირატესობის რა გითხრათ (მე მაინც ტონი მგონია უფრო ძლიერი), მაგრამ საბრძოლო IQ რომ ცალსახად ფერგიუსონზე მაღალი აქვს ეს მან იმით დაამტკიცა, რომ ჯონსივით და იგივე ფერჯივით კი არ დაუწყია მოწინააღმდეგის ძლიერ მხარეებთან ჭიდილი, არამედ ბრძოლა თავიდანვე იქ წაიყვანა, სადაც თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში...
ასე, რომ მომდევნო წელს ველოდები:
1. გეიჯი ვს ოლივეირას
2. ტონი ვს მახაჩევს.
ფურცელზე ძალიან მაგარია და სტილისტურადაც საინტერესო ჩხუბები უნდა გამოვიდეს.
This post has been edited by VoK on 30 Dec 2020, 10:35
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...