სულ სამი ჩხუბი ვნახე (როცა გამეღვიძა) დანარჩენების მათ შორის ფიზიევის ჩხუბების ყურებას არ ვაპირებ.
ამიტომ ჩემ აზრს მოგახსენებთ.
ჰოლანდი - ჯაკარე.
პირველად ვუყურე ჰოლანდის ჩხუბს და მაგრა მომეწონა.
როგორც ოლივეირა არის ტონის კლონი, ასეთივე შთაბეჭდილება შემექმნა იზისა და მასთან დაკავშირებით..
ჯაკარე კი იყო, თითქმის პენსიაზე გასული, მაგრამ როგორც მან ასევე ტონიმ სრული აღდგენითი და მოსამზადებელი კემპი გაიარეს და ამიტომ ჰოლანდის მოგებას არანაირად არ ვაკნინებ.
უფრო მეტიც, რადგან იზი პიროვნულად არ მევასება საქმე თუ მასთან ჩხუბამდე მივიდა აუცილებლად ჰოლანდს ვუგულშემატკივრებ...
ფერჯი - ოლივეირა.
დაუწერელი კანონია, ჩხუბობ, ჭიდაობ, ფეხბურთს და კალათბურთს თამაშობ ისე, რის საშუალებასაც მეტოქე გაძლევს.
გეიჯიმ ტონის გადაყვანის შაშუალება არ მისცა და ხელებზე ჩხუბში გააღლევა, ჩარლზმა ფეხზე ადგომის საშუალება და კინაღამ ხელები მოტეხა.
ადრე ტონი ახვევდა თავის ტაქტიკას მოწინააღმდეგეებს, ახლა თავად ექცევა სხვისი ტაქტიკის გავლენის ქვეშ.
ეს არის და ეს...
რაც შეეხება ოლივეირას, მეტი რა უნდა გააკეთოს რომ მისი სქილები აღიაროთ?
თუ ამბობთ, რომ კევინამდე და ტონიმდე ნოუნეიმებს ხვდებოდა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იგივე ნოუნეიმებს ლაითვეითის ტოპ 5-დან ისე სწრაფად და დომინანტურად როგორც ამას ჩარლზი აკეთებდა ბევრი ვერ დააფინიშებდა.
და რაც მთავარია,
ოლივეირას უკვე სამი წელია არ წაუგია, ფელდერთან წაგების შემდეგ მისი პროგრესი თვალშისაცემია.
ის რაც, მან როსტერში მეორე ჯიცერს (ფერჯის) დამართა შთამბეჭდავი იყო და დღეის პოზიციებიდან პეტისგან მისი დასაბმიშენება სრულიად გაუგებრად ჩანს.
ოლივეირა, პორიეს ან კონორას თუ დააგდებს, ასიანი მოიგებს.
თუ ისინი მოახვევენ საკუთარ ტაქტიკას და დგომში ჩხუბის დროს ახლოს არ მიუშვებენ, დიდი ალბათობით, ჩარლზი წააგებს.
თუმცა ოლივეირამ სტაიკინგის სქილებიც უკვე იმ დონეზე დახვეწა, რომ ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან ახლოს მისვლა და მისთვის თეიქდაუნის გაკეთება არ უნდა გაუჭირდეს.
თუ მოხდა სასწაული და ვინმემ სცადა მისი დაგდება, ეს მას საქმეს კიდევ უფრო გაუადვილებს, რადგან უმაღლესი კლასის ჯიცერისთვის ქვევით იქნება თუ ზევით არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
ფიგუერედო - მორენო.
ვთვლი, რომ მოგებისთვის ფიგუერედომ უფრო მეტი გააკეთა, მაგრამ ფრე სამართლიანი შედეგი იყო.
რამდენიმე დღით ადრე მოვიწამლეო, ჩემპიონმა. ეს თუ მართალი ამბავია, უკვე გასაგებია, რატომ არ მოჰქონდა მის ერთი შეხედვით გამანადგურებელ დარტყმებს ის შედეგი, რაც უნდა დამდგარიყო.
ყველა ვარიანტში, ფიგურედოს მაგ დივიზიონში დარჩენას აზრი მიეცა და რევანშს მოუთმენლად დაველოდები.
პ.ს. ველოდები ჩიმაევის პასუხს ჰოლანდის გამოწვევაზე...
This post has been edited by VoK on 13 Dec 2020, 11:33
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...