თუ აქედან შენ გარდა კიდევ ვინმე ისეთ დასკვნას გააკეთებს, რომ მე ჩარლზის ჯიცუს არ მჯეროდა, ან ტონის პარტერში ოლივეირაზე მეტ შანსს ვაძლევდი, გპრდებით აქ საერთოდ აღარ დავწერ.

უფრო მეტიც, ჩარლზმა ფერჯის არამარტო გრეპლინგში, იმ მცირე დროს რაც მათ ფეხზე გაატარეს, სტრაიკინგშიც აჯობა.
გეთანხმები, რომ ახლანდელი და 2-3 წლის წინანდელი ტონი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ არა იმდენად, რომ ჩარლზის გამარჯვების მნიშვნელობას ფასი დაეკარგოს.
როცა გეიჯისთან ტონი ამბობდა, მაგ ჰაილაითას იმდენს ვურტყავ ცაში ვარსკვლავებს დავანახებო, გულმა რეჩხი პირველად მაშინ მიყო, მართლაც ჩხუბი მთლიანად დგომში წარიმართა.
მაგრამ
როცა პრესკოზე ოლივეირას დასაბმითებით დაემუქრა, მაშინ უკვე ყვირილის დაწყება მინდოდა, ეს ნორმალური არ არის მეთქი, მაგრამ მაინც ვერ გავწირე და თავი შევიკავე.

ყველამ იცის, რომ თუ ფერჯი არ მინდოდა ვინმეს შეხვედროდა ეს, პირველ რიგში, ოლივეირა იყო, რადგან ვიცოდი, რომ ჩემი 2 ფავორიტი ფაიტერიდან ერთერთს ფეხებით წინ გაიტანდნენ,
თუმცა
დივიზიონისთვის, ალბათ, მაინც ჩარლზის გამარჯვება ჯობდა.
მე არ ვეკამათები ხალხს, რომელებსაც:
1. კონკრეტული ფაიტერის ბიოლოგიური ზიზღი აქვს.
2. კონკრეტული ფაიტერი ისე მოწონს, რომ საკმარისია მასზე რაიმე კრიტიკული დაწერო ეგრევე პირად შეურაცხყოფად აღიქვამს.
3. კიდევ არსებობს, შეუგნებელთა კატეგორია, რომელთან "გამარჯობა-გაგიმარჯოს" თქმაც კი დროის კარგვაა.
რადგან შენ ჩემთვის არც ერთ კატეგორიაში არ გადიხარ, ამხელა პოსტებს იმიტომ გიძღვნი...
გეთანხმები, რომ ტოპებთან ოლივეირა ჯერ კიდევ გასატესტია.
უფრო მეტიც, რაც უფრო დიდხანს არ მისცემენ სატიტულოს, მით უფრო მაწყობს.
მიზეზი მარტივია, მე მისი ჩხუბების ყურება მსიამოვნებს და არა ქამრის გადაკიდება, რადგან ჩემპიონობას აქვს ერთი ძალიან ცუდი თვისება - ჩვემპიონები იშვიათად ჩხუბობენ.
კარგ#####ული იანი, რომელიც წელიწადში 4-5 ჩხუბს დებდა ჩემპიონობის აღების შემდეგ საერთოდ გადაიკარგა. აღარაფერს ვამბობ, ხაბიბაზე, უსმანზე, მიოჩიჩზე.
ფიგუ, ჯონსი და ადესანია არიან კაცები და უდიდესი რესფექთი მათ ჩემგან.
დავუბრუნდეთ ოლივეირას.
განვიხილოთ მისი შანსები ტოპ 5-ის წარმომადგენლებთან:
1. ჰუკერი.
თუ პირველ წუთნახევარში მან ჩარლზი ვერ დაანოკაუტა, მერე ოლივეირა გადაიყვანს და ბოსტნეულს დაამსგავსებს.
ის რაც უამრავჯერ ვერ შეძლო პორიემ, ძალიან მარტივად კააკეთებს, ჩარლზი.
2. გეიჯი.
გეიჯის ლეგენდამ, რომ დედისმტყვნელი გრეპლერია, ხაბიბთან ჩხუბის დროს წყალი დალია. ის, რომ ამ კუთხით დიდს არაფერს წარმოადგენდა ჯასტინამ თავად ყველაზე კარგად თავად იცოდა. მუდმივად უფრთხოდა დაგდებას და ეს ბუნებრივია მის ჩხუბზეც აისახა.
ასეთივე განწყობით გამოვა ოლივეირასთანაც, რაც მისთვის საბოლოო კატასტროფით დასრულდება.
მასაც საწყის წუთნახევარს ვაძლევ.
3. პორიე.
4. კონორი.
აქ უკვე სრიოზულად არის საქმე.
პორიე სტრაიკინგშიც კარგია და გრეპლინგშიც.
გრეპლინგი ჩარლზე ცუდი კი აქვს, მაგრამ არა იმდენად რომ დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწიოს.
კონორის სტრაიკინგი ოლივერისას ძალიან ჯობნის, გრეპლინგის რა მოგახსენოთ, მაგრამ სტრაიკინგი ნამდვილად ცეცხლი აქვს.
თუმცა განვითარების კუთხით არც ჩარლზი ტკეპნის ადგილს და ბრძოლის მომენტში ვინ როგორ მდგომარეობაში იქნება ახლა ძნელი სათქმელია.
ყველა ვარიანტში, ოლივეირა ამ გამოწვევისთვის მზად არის, დენას სურვილის შემთხვევაში, 23 იანვარს წონის გაკეთების პრობლემა არ ექნება და ივენთს თუ დასჭირდა გადაარჩენს.
ეს არის საჩემპიონო სული და მენტალიტეტი და არა უიტაკერის გაურკვეველი ლუღლუღი ადესანიასთან შესაძლო რევანშის შესახებ.
This post has been edited by VoK on 15 Dec 2020, 09:17
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...