უზერის დაბლოკვა მეტნაკლებად მუშაობს და ეფექტურია პოლიტიკის განყოფილებაში, სადაც თემებში თავს რამდენიმე ასეული მომმარებელი იყრის.
აქ, სადაც აქტიურ მპოსტავთა რიცხვის დათვლას ორი ხელის თითები ეყოფა, უაზრობაა.
პოსტებსაც გადავხედე და იქ იმის მეათედიც არ არის რაც მე და დიაზმა ერთმანეთს ვაკადრეთ და იმის მაგივრად ერთმანეთი დაგვებლოკა, ან ერთერთის გვამი წოდორეთთან ტყეში ეპოვნათ, აგერ გუგულებივით ვსხედვართ და ვტიტინებთ....
რომელიღაც გადამთიელ ფაიტერზე პოსტის გამო, რატომ უნდა დაბლოკო ნიკს ამოფარებული, ვიღაც ინკოგნიტო პერსონა, გაუგებარია.
თუ ვინმეს ნააზრევი გაღიზიანებს, ზედმეტად განიცდი და მწყობრიდან გამოდიხარ, ეს უფრო შენ ფსიქოლოგიურ არამდგრადობაზე მეტყველებს და ამას დაბლოკვა კი არა მკურნალობა ჭირდება.
take it easy.
მოდერაცია არსებობს და თუ რომელიმე ზღვარს გადავალთ ისინი მოგვხედავენ და დაგვაშოშმინებენ.
ამიტომ, ძმებო, მიუხედავად შეხედულებებისა და გემოვნების განსხვავებულობისა, გირჩევთ ბლოკები მოვხსნათ და ურთიერთობა გავაგრძელოთ.
ახლა საქმე.

მარკეტინგული კუთხით თუ შევხედავთ, იანის გუშინდელმა გამოხტომამ მერაბას ცნობადობის გაზრდის მიზნით უფრო მეტი სამსახური გაუწია, ვიდრე ალჯოს მრავალთვიანმა მცდელობამ.
როსტერის უამრავი მებრძოლიდან, როცა ჩემპიონის ყურადღების ქვეშ ხვდები და სხვებისგან გამოგარჩევს, ამაზე კარგი რა უნდა იყოს?
შინაარსითაც, არაფერი უხამსობა მისთვის არ უკადრებია.
ილოს გამოქომაგებაც მომეწონა, თუმცა ჩემი აზრით, მცირედ იუზრდელა.
ასეა თუ ისე, ჩემი აზრით, ამის გამო იანი დასაჯმელი არ არის.
პრობლემას სხვა რამეში ვხედავ.
ბაბუაჩემი რომ გარდაიცვალა საფლავში სტალინის სურათი ჩავატანეთ.
სხვა სახელმწიფოში და ეპოქაში ცხოვრობდა, მისთვის რუსეთის გარეშე ყოფნა წარმოუდგენელი იყო.
მაგრამ
დღეს?
კი ბატონო, შეიძლება სქილები მოგწონდეს, აღიარებდე ფაიტერის დომინანტობას, მაგრამ როგორ უნდა გულშემატკივრობდე, პუტინთან და კადიროვთან ჩახუტებულ რუსს, დაღს, ჩეჩენს, ოს, აფხაზს თუ სომეხს, არ მესმის.
თუმცა ჩვენი საძმოს მცირერიცხოვნობის გამო ჩემთვის არც ეს ფაქტორი იძლევა უზერის დაბლოკვისთვის საკმარის საფუძველს...
This post has been edited by VoK on 30 Jan 2021, 09:59
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...