პატარა შეჯამებასავით.
პირველი ის, რომ ჩემი ვარაუდი, პორიე ვს კონორი ჩხუბის ამბავი უკვე ზეცაში იყო გადაწყვეტილი, ასეთი ფიქრისთვის გარკვეული ფაქტორების არსებობის მიუხედავად მცდარი აღმოჩნდა.
ხდება ხოლმე.
არც ვანგა ვარ და არც ნოსტრადამუსი ყველაფერი წინასწარ რომ ვიცოდე.
ეს ფორუმი იმისთვისაც არის, რომ მარტო - ეს იმას დედას აუკივლებს, ან ეს იმას პროჭიდან ხერხემალს გამოუღეებები არ ვწეროთ.
ყველაზე ცუდი ის არის, კონორს რომ რეალურად მოეგო, ეს ეჭვები მაინც დამრჩებოდა.

რაც არის არის.
შევცდი, ვაღიარებ.
მეორე.
დავრწმუნდი, რომ თუ როგორც მებრძოლი აღარ ვითარდები, ტოპ დონეზე ყველას აქვს შანსი რომ დაგამარცხოს.
საკუთარი უძლეველობა ირწმუნა და განვითარება შეწყვიტა ტონიმ, შესაბამისად დამარცხდა უფრო მშიერ და გამარჯვებას მოწყურებულ გეიჯისთან.
წაგებიდან დასკვნები ვერ გამოიტანა და მეორემაც მიაყოლა.
ასეთივე სიტუაციაში აღმოჩნდა კონორიც.
უფრო მეტიც,
როგორც ტონი გვპირდებოდა ჰაილაითის ვარსკვლავებში გაგზავნას, ხოლო ჩარლზის დასაბმითებას, მაკგრეგორიც საკუთარი სიტყვების ტყვეობაში აღმოჩნდა, როცა მისი ფანები პორიეს 60 წამში განადგურებით დააიმედა. რომ ვერ გამოუვიდა, აღელდა, აირია.
თან ჯიბეში გადანახული არც არაფერი აღმოაჩნდა.
მესამე.
დასტინამ, დაამტკიცა რომ ელიტარული მებრძოლია. იმედია, მომავალშიც არ მოდუნდება და განვითარებას გააგრძელებს.
ვინ შეიძლება გახდეს ქამარზე ჩხუბზე მისი მოწინააღმდეგე?
ჩენდლერი თავად პორიემ გამორიცხა და მართალიც არის.
ლაითის მხოლოდ მეექვსე ნომრის, თან ასეთი უსახური ჰუკერის განადგურებით, რომელიც, დასტინასთან ჩხუბის შემდეგ. სადაც მან უამრავი ჯანმრთელობა დაკარგა (ტვინის შერყევაც ქონდა) თუ წონის უმმძიმესი კლების გამო, ოქტაგონზე ძველი ჰუკერის აჩრდილი იდგა, ნამდვილად არ იმსახურებს.
არ მინდა, რომ ჩენდლერის გამარჯვება დავაკნინო, მაგრამ ხომ რეალობაა რაც დავწერე?
რჩება გეიჯი, რომელიც პორიეს უკვე ნაცემი ყავს და ოლივეირა.
პრესკოზე პორიემ, ან პირდაპირ ჩარლზს მაჩხუბეთ, ან მასსა და ჩენდლერს შორის გამარჯვებულსო.
სწორი პოზიციაა, თუმცა, ჩემი აზრით, რადგან გეიჯი პირველი ნომერია პორიეს ჯასტინა ვს ოლივეირას შორის გამარჯვებული უნდა შეხვდეს.
ჩენდლერი?
კონორა ტრავმირებულია.
ჯანზე ტონია.
ფერჯი ვს ჩენდლერს შორის გამარჯვებული, გახდეს ლაითვეითის ახალი ჩემპის პირველი კონთენდერი.
ნუ, მე ასეთი "რასკლადი" მგონია სამართლიანი.
თუ სხვანაირად ფიქრობთ, გისმენთ.
This post has been edited by VoK on 24 Jan 2021, 21:01
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...