ვეღარ შემოვბოდიალდი

კონორი ვს პორიე და ჰუკერი ვს ჩანდლერი ვუყურე მარტო, სხვები არ მინახავს
ჩანდლერი სიმართლე ვთქვა არ მეგონა რო მოიგებდა, ველოდეი რო სიმაღლის გამო პარტერში ჩაითრევდა და ამ დროს გათიშა

სუპერ
კონორი ვს პორიე, რაც დაემართა კონორს ღირსია, ალალია, კონორი მაშინ დასრულდა როცა მეივეზერთადნ 70 მილიონი სუფთა ქეში აიღო და ყველას დასანახად შეინახა ბანკში, მერე 50 მილიონზე მეტი ხაბიბთან გადაღუნა, ეგაც 130 მილიონი, მერე სერონესთან გადაღუნა მგონი 30 მილიონი, ეგაც 160 მილიონი და შარშან კიდე მაგის ვისკის კომპანიამ 750 მილიონს აცხო ღირებულებით, 5% სუფთა თქვით მაქედან და კი გამოვიდა 160 მილიონს + 37 მილიონი = 197 000 000 $
როგორია როცა ამდენი ფული გაქვს და შენ კი უნდა ადგე და მტანჯველად ივარჯიშო და მერე წონა დაიკლო და იმხელა ფრენები შეასრულო, როგორია ))
ხოდა გაქრა მოტივაცია, კონორი ჩარჩენილი იყო 2014 წელში როცა აბსოლუტური მონსტრი იყო და წამებში გათიშა პორიე, ეხლაც ზუსტად ისევ ასე ეგონა რო წამებში გათიშავდა, ის დაავიწყდა რო აღარ თვითონაა ის მშიერი ბულდოზერივით შემდგარი კონორი და აღარც ეს პორიეა ის პორიე რომელიც 66-ში გამოდიოდა, კონორი კი ისევ ასე ფიქრობდა, ამ სპორტში ყველაზე მთავარი თუ არა ერთ-ერთი ყველაზე მთავარია მოტივაცია, ხოდა ეგ მოტივაცია აღარ აქვს, თავი ვერ განავითარა, იმ ლეველზე დაიტოვა თავი რაშიც იყო და მარტო ფიქრებიღაა დარჩენილი რო ისევ ისეთივე ძლიერია როგორც უწინ, ან ჯობია დაანებოს თავი კარიერას ან ისე მიუდგეს საქმეს როგორც ამას ადრე აკეთებდა
კიდე ფაქტია რო ძალიან ცუდი ვეით რექოვერი აქვს კონორს, როცა სხვები აწონვის მერე ბევრს იმატებენ ეს ვერ იმატებს იმდენს, აწონვებზე თქვენც ნახავდით სხვაობა რამხელა იყო, ასევე ოქტაგონზე, ბევრად უფრო ცოცხალი და კარგი იყო ლაითში ჩხუბის დროს ალვარესთან ვიდრე პორიესთან, ესაც არაპროფესიონალიზმის ბრალი მგონია
* * *
პ.ს. ამას წინათ ვკითხულობდი, კონორს რო მოეგო ეს ჩხუბი, ყველაფერი დაგეგმილი და შეთანხმებული ყოფილა პაკიაოსა და კონორს შორის და შემდეგი ჩხუბი კონორი ვს პაკმენი უნდა ყოფილიყო, ეგაც რა თქმა უნდა საგამოფენო ფულის ჩხუბი იქნებოდა, რომელიც რამდენიმე მილიონ პპვს გაყიდიდა და ეგ თემაა, ეგაც ჩაიშალა

))))))))))))))))
This post has been edited by Mr-Raptor on 25 Jan 2021, 17:59