იმ დივიზიონის დედა ვატირე დერიკ ლუისი რომ მეორე ნომერია...
ჰევის ჩემი ტოპ სამეული ასეთია:
1. ნგანუ
2. ვოლკოვი
3. სტიპე.
ვოლკოვს რომ ლუისთან და ბლეიდსთან იმ წონით ეჩხუბა, რაც ოვერიმთან იყო, ორივეს მოუგებდა.
ამ სიმაღლე ტიპისთვის 7-8 კილო კუნთოვანი მასის დამატებამ სიჩქარეზე არ იმოქმედა, მაგრამ ყბა ნაღდად გაუმაგრა.
რიმმა რამდენიმე კარგი დარტყმა გაუტარა, რაზეც წინა ვერსიის ვოლკოვი აუცილებლად დაეცემოდა...
დივიზიონში გეინს ვგულშემატკივრობ, თუმცა მის სივიში ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი მხოლოდ კლიმაქსიანი ცინგანოს სკალპია...
იმედი მაქვს, როზენას გაივლის და ვოლკოვსაც დაუდგება...
რაც შეეხება სტიპეს, ვთვლი რომ მისი პრაიმი წარსულშია.
დი სისთან ტრილოგიამ (ნოკაუტმა და 9 რაუნდიანმა გვემამ) მისი ჯანმრთელობის დიდი ნაწილი წაიღო, რაც ასაკიდან გამომდინარე მეტისმეტად ძნელი აღსადგენია.
მავანმა შეიძლება ჯონსზეც იკითხოს.
თუ მის ბოლოდროინდელ ჩხუბებს გავიხენებთ, მისი მდგომარეობაც შორს არის პიკური ჯონსის პერფომანსებისგან.
რომ არა ნგანუ დაჩაჩანაკებულ ჰევიში მისი შანსები უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, ვიდრე ქვედა დივიზიონში, თუმცა, ჩემი აზრით, მას ვოკლოვთანაც გაუჭირდება.
ზედა წონაში ასვლისას სახეზე გვაქვს ჯონსის და იზის მიდგომები.
პირველი სისწრაფის და გამძლეობის ხარჯზე იზრდის ძალას,
იზი თვილის, რომ რაც არ უნდა იჩალიჩოს ძალაში ბლახოს ვერ აჯოობებს და აქცენტს სისწრაფესა და გამძლეობაზე აკეთებს.
რომელი გზა გაამართლებს, მალე გამოჩნდება.
შეიძლება ორივე მიდგომამ იმუშაოს, არაა გამორიცხული ორივე დამარცხდეს.
მე იზის მიდგომა მიმაჩნია სწორად.
This post has been edited by VoK on 22 Feb 2021, 09:29