ხანდახან შენც დაწერ ხოლმე ჭეშმარიტებას.
როცა ფაიტერი ყოველგვარი სრულფასოვანი მოსამზადებელი ქემფის გავლის გარეშე ქამარზე ბრძოლას 6 დღით ადრე, თანხმდება, თან ისეთ ფეიკ ჩემპებთან კი არა, როგორებიც ბისპინგი და ალვარეზი იყვნენ, არამედ დივიზიონის დომინანტ - უსმანთან, ჩეკზე ჩხუბობს, აბა რა...

ახლა ვიმსჯელოთ რა უნდა გააკეთო, როცა ჩხუბში ტიტული გკიდია და მხოლოდ თანხის აღებაზე ხარ ხარ ორიენტირებული:
1. ტრავმა არ უნდა მიიღო. (სხვანაირი ფულის დედაც #####ან).
2. ისე უნდა წააგო, რომ ძლივს შეკოწიწებული ჰაიპი მკვეთრად არ დაგივარდეს. (დაფინიშება, ან ტოტალური დომინირება უნდა გამორიცხო).
3. ჩხუბისთვის 2-3 თვიანი მომზადების შემთხვევაში წარმატების რეალური შანსების არსებობის ლეგენდა უნდა დატოვო.
მასვიდალის იმ მომენტისთვის არსებული რესურსებისგან დამომდინარე, ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების შესასრულებლად რა უფრო მარტივი იყო:
ა) ოქტაგონის ცენტრში ა ლა კოლბი ვს უსმანის გამართვა?
თუ
ბ) ბადესთან ზურგით დგომა, მოწინააღმდეგისთვის ხელების დაჭერა, ყველაფრის ბლოკირება და ყრუ დაცვაში ჩაჯდომა?
ჩემი აზრით, მეორე ვარიანტი.
ხორხეს რომ შეძლებოდა ფეხებსაც მხრებზე შემოიწყობდა, მაგრამ ეს ფიზიკურად შეუძლებელი იყო.
ამიტომაც დაუჭეჭყა კამარუმ მას სხეულის ერთადერთი დაუცველი ადგილი - ფეხის თითები.
უსმანის ჩხუბებს ჩემმა მტერმა უცქირა (მარტო კოლბისთან და მასვიდალთან მაქვს ნანახი) მაგრამ ხორხესთან ჩზუბამდე არსად წამიკითხავს და არც ჰაილაითებში მინახავს მასვიდალივით ვინმე ამდენ ხანს ბადეზე ყოლოდა მიჭყლეტილი.
ეს კი საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ საქმე მასვიდალის მიერ არჩეულ გეიმფლენთან გვქონდა, რაც უსმანისასაც დაემთხვა, რომელიც რაც შეიძლება მცირე სისხლის ფასად ჩემპიონობის შენარჩუნებაში გამოიხატებოდა.
არადა, უპირობო გამარჯვების მიუხედავად ხალხი ბოლოს მაინც უსმანს აჯვამდა...

ესეც ხორხეს გეგმის ნაწილი იყო, რაც შესანიშნავად განახორციელა.
რას უნდა მიაღწიოს კარიერის ბოლოს უფც-ის მებრძოლმა?
1. შეინარჩუნოს ჯანმრთელობა.
2. იშოვოს მილიონები.
3. გახდეს ჩემპიონი.
ჩემპიონები ერთეულები ხდებიან, ამიტომ სხვებისთვის ფენომენმა, მაგრამ ჩემთვის სერედნიაკმა მასვიდალმა საკუთარი რესურსები და შესაძლებლობები შესანიშნავად შეაფასა.
ჩემპიონობაზე უარი თქვა, მაგრამ იშოვნა დიდი ფული და შეინარჩუნა ჯანმრთელობა,
ამისთვის მას რესფექთი და უვაჟუხა.
რას აკეთებს ის ბოლო პერიოდში?
ცოტა ხნის წინ ვიღაცას ლობიოს მარცვლების მიზანში სროლაში ეჯიბრებოდა, ახლა ვიღაც უთუბერის ტრენერია კრივში.
ფულები საკმარისი, რისკი მინიმალური.
ჯამლეტა ხუხაშვილის არ იყოს - ყოჩაღ შერმადინი (მასვიდალი).
რა პერსპექტივები აქვს მას უფც-ში:
1. იმ თანხას რაც ახალი კონტრაქტით ეკუთვნის, მხოლოდ უსერიოზულეს ოპონენტთან ჩხუბის შემთხვევაში მიიღებს.
ვინ არიან ისინი?
კოლბი, ედუარდს ეჩხუბება და ორივე გამოირიცხა
ვანდერბოი - ისევ აიკენწლება და გაბანძნდება.
ჩიმაევი - სტილისტურად მიუღებელია და წაგების შემთხვევაში შემორჩენილ ჰაიპს მომენტალურად დაკარგავს.
2. დაელოდოს უსმანი ვს ბარნსის შორის გამარჯვებულს და დურინიოს ჩემპიონობის შემთხვევაში ყველაფერი გააკეთოს მასთან შესახვედრად.
ახლა დავუბრუნდეთ უსმანის და ბარნსის ორთაბრძოლას.
ის რომ ბარნსი ჩეკის გულისთვის არ გამოდის და ოქტაგონზე თავს დადებს, ბევრი დამეთანხმება. შესაბამისად,არანაირი ბადეზე აყუდედები და ძუძუს თავის ზელვები არ იქნება.
დიდი სურვილი მაქვს, რომ ასე მოხდეს.
ზოგადად, კარგი იქნება რომ ველტერში ჩემპი შეიცვალოს და სხვა ვარიანტებთან ერთად, ბარნსი ვს მასვიდალის ვარიანტიც გაჩნდეს.
რადგან
მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა, ბოლო ჩხუბის, გარდა ხორხიტოს ბრძოლები მოსაწყენი არც არასოდეს ყოფილა და იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გაგრძელდება....
This post has been edited by VoK on 13 Feb 2021, 09:17
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...