რაღაც საკითხები კიდევ მაინტერესებდა, ამიტომ უსმანის ვს ბარნსის ჩხუბის შეფასება მათ საერთო პრესკონფერენციამდე გადავდე.
ახლა ყველაფერი წესრიგშია და წავედით...
ფაქტები:
1. ბარნსი ჩაეწერა იმ მცირერიცხოვან ფაიტერების რიგში, რომლებმაც უსმანს ერთი რაუნდი მაინც მოუგეს.
2. ბარნსი არის ერთადერთი, რომელმაც უსმანი დაანოქდაუნა.
3. უსმანმა ბარნს მოუწყო აბსოლუტური დეკლასი.
პრესკოზე ბარნსმა აღნიშნა, კარგი გეიმფლენი მქონდა, მაგრამ მას შემდეგ რაც კამარუ დავარეტიანე ყველაფერი დამავიწყდა, ავტომატურად ჰუკერთან ბრძოლის რეჟიმში გადავერთე, ყველანაირად ვცდილობდი კამარუს დაფინიშებას, ეს ჩემი შეცდომა იყო და ამიტომ წავაგეო.
რა თქმა უნდა, წაგების რეალური მიზეზი ბარნსმა და მისმა მწვრთნელებმა უკეთ იციან, მაგრამ ვფიქრობ, რომ დურინიომ გააკეთა ის, რასაც მებრძოლების 99%-ი გააკეთებდა დანოქდაუნებულ მოწინააღმდეგესთან.
მით უფრო, რომ კამარუს კარდიოდან გამომდინარე, ბარნსს ასეთი შანსი შემდეგ რაუნდებში შეიძლება არც მისცემოდა.
რატომ არ უნდა შესულიყო რუბკაში?
თან ხომ ყველამ ვიცოდით, რომ უსმანს სამოკაუტე დარტყმა არ ქონდა?
სხვა საქმეა, რომ უსმანმა, ისევე როგორც კოლბისთან ყველაფერი უცბად აღიდგინა და ყველასგან გასაკვირად ისეთი სანოკაუტო დარტყმაც აღმოაჩნდა, რომ ბრაზილიელს ჯებითაც კი აგდებდა.
ასე, რომ ჯილბერტ, ბრო, წაგების მიზეზს იქ არ ეძებ სადაც საჭიროა.
დავუბრუნდეთ პრესკონფერენციას.
უსმანმა თქვა, რომ პირველ რაუნდში ისეთები მომხვდა, ბევრი სხვა ჩემს ადგილზე დაიძინებდა და მივხვდი რაღაც უნდა შემეცვალაო.
ახლა ყურადღებით!
ამის შემდეგ უსმანმა გასცა იმ კითხვას პასუხი, რასაც მას შემდეგ ვკითხულობ, რაც უსმანი ვს ბარნსი ჩაინიშნა.
კერძოდ,
რატომ წავიდა უსმანის ჰუფტის დარბაზიდან?
დაუბრუნდეთ კამარუს პრესკონფერენციას.
სპარინგების დროს, ჩემს ყოველ შეტევას დურინიო უფრო მწვავე კონტრშეტევებით პასუხობდაო.
სხვა სიტყვებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ბჯჯ-სთან ერთად, ჯილბერტას თურმე კამარუზე უკეთესი სტრაიქინგიც ქონია.
დიახ, ძმებო. უსმანი მიხვდა, რომ დარბაზში დარჩენის შემთხვევაში ბარნსს მმა-ს 3 კომპონენტიდან 2-ში უპირატესობა ექნებოდა და ამიტომ მიიღო ყველაზე სწორი და დროული გადაწყვეტილება გადავიდა რა უიტმენთან.
არ გიფიქრიათ, ამხელა მასისა და კუნთის პატრონ უსმანს თუ რატომ არ ქონდა სანოკაუტო დარტყმა?
ტრევორის სიტყვებით, მას უსმანისთვის განსაკუთრებული არაფერი უსწავლებია, უბრალოდ კრივის საბაზისო სქილები დავუკორექტირეო. აქ უიტმანი მგონი, ცოტას კეკლუცობს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ უსმანმა არა მარტო ფოვერ ფანჩი გახადა საშიში, არამედ მისმა ჯებმაც სერიოზული ძალა შეიძინა. თუ იმასაც დავამატებთ, რომ კამარუ გუშინ ერთნაირი წარმატებით ჩხუბობდა როგორ ორთოდოქს, ისე ცაცია დგომში, მივიღებთ ველტერში ფაიტერების განადგურების თითქმის იდეალურ მანქანას .
რატომ ვერ ვიტანდი უსმანს?
1. როგორც წესი 25 წუთი ბღლარძუნობდა.
2. წელიწადში ერთხელ ჩხუბობდა.
ბოლო სამი ჩხუბიდან 2-ში, კამარუმ სერიოზული პერფორმანსი დადო და ხელებში მოსული ძალიდან გამომდინარე,სავარაუდოდ, ასეც გააგრძელებს.
რაც შეეხება ბრძოლების ინტენსივობას, არა მგონია ამ კუთხით რამე შეიცვალოს. პრინციპში ვისღა უნდა ეჩხუბოს, მით უფრო, მისმა გაუმჯობესებულმა ვერსიამ?
უსმანის ფანი ვერასოდეს გავხდები, მაგრამ მის მიმართ მკვეთრად გამოხატული ანტიპათია უკვე აღარ მაქვს.
პოსტს, ისევ ჩემი ფავორიტი მებრძოლით დავამთავრებ.
პრესკოზე დურინიომ თქვა, ჩემპი რომ გამხდარიყავი, ძალზე აქტიური ვიქნებოდიო. ახლა, 2-3 კვირის შემდეგ როგორც კი სისხლის ჩაქცევები გადამივა დეინას დავურეკავ და ჩხუბს ავიღებო.

ასევე ვაფასებ, რომ ის უსმანთან ნაღდად მოსაგებად გავიდა, თუმცა 600 კილომდე ჰონორარი, ისეთი არაჰაიპური პრეტენდენტისთვის როგორიც ბრაზილიელია, ცოტა არ იყოს გასაკვირია.
მიმაჩნია, რომ წონაში პოტენციალით ჯილბერტა ტოპ 3-შია.
არ გავვოცდები თუ შემდეგი ჩხუბი, ბარსი ვს ჩიმაევი ჩაინიშნება...
This post has been edited by VoK on 15 Feb 2021, 09:26
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...