აქეთ თოკი და იქით ბაწარი
დიაზმა ხია დანას ლაწანი

ძმის ჰაიპით პიარზე მყოფს, ერთ მოგება-წამგებიანს
ველტერშიც კი გაუბედა ჩხუბი ლოთმა კონორ-ძიამ,
ეგონა რო მოუგებდა დაიგდებდა სახელს დიადს
ვერაფერი მოუხერხა მაკგრეგორმა ნეიტ დიაზს

ჰაჰა

დიაზიკო შენთვის იყოს ესენი )))))
ეს გამოცანა კი ტკაცუნიკოს

სიგრძე-სიგანე მიმადლებულმა, ოქტაგონს იქით ვერ უხმო ჭკუას
ფუჭად გაფლანგა ძვირფასი წლები, ციხე გინდა თუ ლოთობა ბევრი
ქალსაც დაარტყა, ღამეც ისროდა, ხშირად მეტოქის თითს თხრიდა გუგას
მასთან მოგების სურვილით აღვსილს, ტყუილად გაუფლანგიათ დღენი

ეს ტომს

ვინც ამ სპორტზე პრაქტიკანტობს, უყვარს ქვევით კოტრიალი
ზოგი ამის შემყურეს კი ეს გონია ბოდიალი
სადმე ხელის მოკიდებით გხლართავს როგორც ანაკონდა
სანთელს იქვე დაგინთებენ და იტყვიან ესეც ცხონდა

ეხლა ჰოტსტრიკსაც ))))
წონის კლებით რო კვდებაო, ეგ ყოფილა დიდი ჭორი
არც სმას იკლებს არცა ჭამას, ქე სუქდება როგორც ღორი,
როცა ჩხუბის მოდის ვადა, წონის კლების დგება ჟამი
დაიკლებს და აი მერე, ხდება ყველა საჭმლის ხამი