კარგა ხანია არაფერი დამიწერია და ცოტა დიდი პოსტი გამომივა.
ადრეც ვწერდი და ახლა უფრო დავაკონკრეტებ, უფც-ში მე არა მარტო ფავორიტი მებრძოლები მყავს, არამედ ისინიც ვინც შემდეგ შერენგაში არიან, ანუ ფავორიტობამდე ჯერ ვერ ქაჩავენ, მაგრამ ყველა დანარჩენთან ჩხუბის დროს მათ ვგულშემატკივრობ.
ასეთებია არიან ჯასტინა, დასტინა, დარიუში და ა.შ.
ამას გარდა, მყავს დიდი ჯგუფი ფაიტერებისა, რომელთა მოგება - წაგება ჩემთვის სულერთია.
ყველაფერი მთავრდება იმ ფაიტერებით, რომლებსაც დიდი ალბათობით, არასოდეს ვუგულშემატკივრებ.
ამით, არაფერი განსაკუთრებული არ მითქვამს, იმიტომ რომ თუ გაიაზრებთ, სიმპათია -ანთიპათიის მიხედვით თქვენ თქვენი ფაიტერების 4 ჯგუფი გეყოლებათ.
ოდნავი განსხვავება იმაშია, რომ ჩემთვის ფაიტერები კონკრეტულ ჯგუფში დაჭედებულები არ არიან და გამოსვლებისა და ქმედებების მიხედვით ვახდენ ჯგუფებს შორის მათ როტაციას.
სხვა სიტყვებით, ზოგიერთი აქაურივით, რომლის ფავორიტმა ფაიტერმა კანვასზეც რომ მოჯვას მის ერთგულებას მაინც ინარჩუნებს, ასე არ ვარ.
ასე, მაგალითად.
ტონისა და ბარნსის წაგებების მიუხედავად, მათზე აზრი არ შემცვლია. ხალხმა ბოლომდე იბრძოლა, სასწორზე შეაგდო ყველაზე ძვირფასი - ჯანმრთელობა, მაყურებელს აჩუქეს ექშენი და სანახაობა, ამიტომ მიუხედავად დამდგარი შედეგისა, როგორც უკვე მოგახსენეთ, მათ შეინარჩუნეს ადგილი ჩემს ვირტუალურ იერარქიაში.
რაც შეეხება ალჯოს, ნურას უკაცრავად.
პირველი - არ მომეწონა ის რომ ისიმულიანტა..
მეორე - არ მომეწონა ქამრით მარიაჟობა.
მესამე - არ მომეწონა სეხუდოსთან გაჭიმვა და იანთან დაუყოვნებლივ რევანშზე ბუნდოვანი ბაზარი.
მეოთხე - ლურსმანი კუბოს ფიცარში, მეტ სერას იგნორი და დაკიდება.
ასე და ამგვარად, ალჯომ ჩემთვის ფავორიტებიდან გადაინაცვლა იმ სპორტსმენთა სიაში, რომელთა მოგება- წაგება ჩემთვის სულ ერთი გახდა.
აქ მეორე მომენტიცაა. დღეისთვის რამდენად მომგებიანია მერაბასთვის იმ ადამიანთან ურთიერთობის აფიშირება, რომელსაც უფც საზოგადოების დიდი უმრავლესობა აგინებს?
ერთია, როცა შენი მეგობარი და ვინჩია, მეორე, როცა ჰეროსტრატე.
ჩემი აზრით, თეზა, რომ უარყოფითი რეკლამაც, რეკლამაა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მუშაობს.
რაც შეეხება ფერჯი ვს დარიუშს.
ერთი რამე არ მესმის,
როცა მახაჩევმა დობერი მესამე რაუნდში გაანადგურა აქ ის ეგრევე ხაბიბას შემცვლელად დაასახელეს და როცა იგივე დობერს დარიუში 2-ე რაუნში ასაბმითებს ტოპ 5-ის ღირსიც აღარ არის?
რანაირი ლოგიკაა?
ვფიქრობ, რომ ფერჯი ვს დარიუში ძალიან კარგი ჩხუბი იქნება და სტილისტურად ტონისთვის ამ ეტაპზე, ყველაზე მისაღები.
რადგან, ჩემი აზრით:
1. დარიუშს არ აქვს გეიჯივით მკვლელი დარტყმა და არ ახასიათების ჯასტინასავით პერმანენტული პრესინგი.
2. დარიუში პარტერში კი არის ძალზე ძლიერი, მაგრამ ის მაინც არ არის ოლივეირა.
შესაბამისად ამისა, ტონის შანსები აქვს და არც თუ ურიგო.
ვფიქრობ, დარიუშის სახით, კუკუი კევინ ლის ბევრად გაუმჯობესებულ ვარიანტს მიიღებს და თუ რამეზე პრეტენზია აქვს ეს პრობლემა უნდა დაძლიოს.
დარიუშის წარმატების შემთხვევაში, თამამად შეიძლება მისი, ოლივეირას, გეიჯის და პორიეს გვერდით დაყენება, რადგან ის იქნება ძალიან სერიოზული ძალა, რომელიც ჩამოთვლილ ფაიტერებს დამატებულ მახაჩევ - ჩენდლერებთან ერთად უძლიერეს კონკურენციას შექმნის.
ბარემ პერსიკაზეც დავწერ.
მე არ მიმაჩნია, რომ ის აქ ყველაზე ცუდი უზერია.
ის კი არა და მისი ბილწსიტყვაობაც კი მომწონს..
თინეიჯერობაში, ერთი მეგობარი მყავდა, რომელიც ისე ლამაზად და ბუნებრივად იგინებოდა, რომ ყურს არ გვჭრიდა და როცა ის საკუთარ თავზე ძალადობდა და ძალით ზრდილობიანობდა, დისკომფორტსაც ვგრძნობდით.
როცა ჩვენ ვცდილობდით მის მსგავსად ენა ტრაკში ამოგვესვა, გამოგვდიოდა საზიზღრად და გულის ამრევად, ამიტომ ყველა იმას ვაკეთებდით რაც უკეთესად შეგევძლო.
რეალში პერსიკასთათ ურთიერთობას და ძმაკაცობას არ ვაპირებ, აქ კი ვისაც უნდა იმას უგულშემატკივროს.
არც პროვოკატორად ვთვლი.
რადგან.
გადავწყვიტე, რომ თუ ვინმე პირად შეურაცხყოფას არ მომაყენებს, არავისთან 2 ან მაქსიმუმ 3 პოსტზე მეტად კამათში არ შევალ.
მიზეზი?
აქ არ არსებობს უზერი, რომელმაც თავისი არგუმენტებით ვინმეზე ან რამეზე აზრი შემაცვლევინა, ამასთან ეჭვი მაქვს, რომ მეც ჩემი არგუმენტებით ვერავის ვერაფერი დავაკელი.

ამიტომ
მარაზმია ფურცელიდან ფურცელზე გადასული ერთი და იგივე რაღაცეების სხვადასხვა ფორმით მტკიცება, როცა წინასწარ იცი, რომ შედეგი იგივე იქნება.
პერსიკამ რაც არ უნდა ადიდოს ხაბიბა, ჩემთვის მაინც ის დარჩება, რაც პერსიკას ქებამდე იყო.
და თუ პერსიკა ხაბიბის ქებით სიამოვნებას იღებს?
ამაში ხელი რატომ უნდა შევუშალო?
მისი პირადი მტერი კი არ ვარ.
This post has been edited by VoK on 13 Mar 2021, 10:25
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...