ხაბიბთან წაგების გამო გეიჯიზე ხელს არ ავიღებ...
აი თუ ჩენდლერთანაც ჩაისვარა, მაშინ ჰო, მაშინ ჰო...
თუმცა ჯასტინა გამოსირებული ჰუკერი ნამდვილად არ არის და ჩენდლერს ყბაში მუშტსაც მოადებს და ლოუ ქიქითაც დააზიანებს.
მე გეიჯის მოგება მგონია.
ისე, ჩენდლერს "თეთრი" მაგრა ქაჩავს.
პორიეს რომ უარი არ ეთქვა, ხომ ეგრევე ტიტულზე უშვებდა?
ახლა გეიჯისთან მოგების შემთხვევაში რეიტინგის 2-ე ნომერი ხდება და ისედაც ეკუთვნის და დაელოდება პორიე ვს კონორს შორის გამარჯვებულს.
ოლივეირა ისევ თამაშგარე მდგომარეობაში რჩება.
ეს რომ არ მოხდეს თავს იჩენს დეინას ჩუმი ჩათლახური ჩანაფიქრი,
კერძოდ,
ჩარლზს ეტყვიან:
- ტიტულზე გასვლა გინდა, ბრო?
ეჩხუბებე მახაჩევს.
დეინას ეს გეგმები შესაძლოა გეიჯის გამარჯვებამ არიოს, მაგრამ ასე რომ არ მოხდეს "თეთრი", სავარაუდოდ ყველაფერს გააკეთებს, გეიჯი ვს ჩენდლერი და ოლივეირა ვს მახაჩევი ერთმანეთთან მაქსიმალურად ახლოს გამართულ ქარდში რომ ჩაინიშნოს...
რაღაც ძალიან გადავიჭერი შეთქმულების თეორიებში, ამიტომ ზემოდ ნაწერს, მაინც და მაინც სერიოზულად ნუ მიიღებთ.
რაც შეეხება კამარუ ვს მასვიდალს.
უსმანის კოლბისთან და ბარნსთან ჩხუბმა მისდამი აგრესია შემიჩერა. უფრო მეტიც, მომდევნო ჩხუბის ასე მალე აღებამ, ხომ საერთოდ მომცელა...

მასვიდალს უფრო კარგ მენეჯერად ვთვლი ვიდრე მებრძოლად, შესაბამისად თუ ის საჩხუბრად გამოვა მაგრა გაილახება თუ როზენას რეჟიმს ჩართავს, ოდენ ფეხის თითები დაეჟეჟება, მაგრამ კუთვნილ რამდენიმე ლიმონს ყველა ვარიანტში ჩაიხუტებს...

თუ მოხდება სასწაული და ხორხიტო უსმანს დაამარცხებს, ვაღიარებ რომ ვცდებოდი და რომ ის არა მარტო კარგი მენეჯერი, არამედ შესანიშნავი სპორტსმენიც ყოფილა.
This post has been edited by VoK on 16 Mar 2021, 08:17
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...